აშშ-ში რუსეთის საელჩოს ფინანსურ ტრანზაქციებს იძიებენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

vvvv
41
VIEWS

BuzzFeed News -ის ცნობით, აშშ-ის ხელისუფლება რუსეთის დიპლომატიური ანგარიშებიდან წარმოებულ ასობით  ახლადაღმოჩენილ ფინანსურ ტრანზაქციას იძიებს. მათ შორისაა, აშშ-ში რუსეთის ფედერაციის ყოფილი ელჩის, სერგეი კისლიაკის ანგარიშზე ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან 10 დღის შემდგომ განხორციელებული გადარიცხვა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღიდან 5 დღის შემდეგ  საელჩოს ანგარიშიდან 150 000$-ის  განაღდების  მცდელობა.

გამოძიებამ, რომელიც აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის ჩარევას იძიებს, საეჭვო საბანკო გადარიცხვების დეტალური შესწავლა დაიწყო, რომელიც რუსეთის მთავრობასა და აშშ-ში მყოფ პირებსა და  ბიზნეს კომპანიებს შორის ხორციელდებოდა. საგამოძიებო გუნდს სპეციალური პროკურორი, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილი დირექტორი რობერტ მუელერი ხელმძღვანელობს. მუელერს  აღნიშნულ პროცესში წამოჭრილი ნებისმიერი საკითხის გამოძიებისთვის გაფართოებული უფლებამოსილება აქვს მინიჭებული.

რუსი დიპლომატიების ტრანზაქციების შესწავლისას გამოიკვეთა საეჭვო ფინანსური აქტივობები, რომლებიც არჩევნებამდე პერიოდსაც მოიცავს:

  • გამოძიების ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა აშშ-ში რუსეთის ფედერაციის ყოფილი ელჩი სერგეი კისლიაკია, რომელმაც დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევიდან 10 დღის შემდეგ 120 000$ -ის ოდენობის თანხა მიიღო. ბანკის თანამშრომლებმა ტრანზაქცია საეჭვოდ მიიჩნიეს, რადგან კისლიაკის ანგარიშზე მსგავს სახელფასო გადარიცხვას მანამდე ადგილი არ ჰქონია.
  • პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან 5 დღის შემდგომ საელჩოს საბანკო ანგარიშიდან 150 000$-ის მოხსნა სცადეს. აშშ-ში რუსეთის საელჩოს ანგარიშები Citibank-შია გახსნილი.  Citibank-მა თანხა დაბლოკა და მომხმდარის შესახებ აშშ-ის ხელისუფლებას აცნობა, რადგან მსგავსი აქტივობა საელჩოს ანგარიშზე მანამდე დაფიქსირებული არ ყოფილა.
  • 2014 წლის 8 მარტიდან -7 აპრილამდე, რუსეთის საელჩოს თანამშრომლებზე ჯამში 370 000$-ის  ჩეკი გაიცა, რომლებიც პერსონალმა მიღებისთანავე გაანაღდა. შედეგად თანხის შემდგომი კვალის დადგენა შეუძლებელი გახდა. ბანკის წარმომადგენლების თანახმად, ამგვარი ტიპის სახელფასო თანხები წარსულში საელჩოს პერსონალს არ მიუღია. გადარიცხვების პერიოდი ემთხვევა უკრაინიდან ყირიმის გამოყოფის და რუსეთთან შეერთების მიზნით ჩატარებულ რეფერენდუმს.
  • უკანასკნელი 5 წლის მანძილზე, ვაშინგტონში მდებარე „რუსული კულტურის ცენტრმა“, რომელიც რუსეთის მთავრობის მიერ იმართება და სხვადასხვა კულტურულ აქტივობებს აფინანსებს, 325 000$-ის ოდენობის ჩეკები გამოწერა, რაც სტანდარტულ სახელფასო ტრანზაქციებთან შეუსაბამობის გამო, ასევე საეჭვოდ იქნა მიჩნეული.
  • რუსეთის საელჩომ ჯამში 2.4 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის თანხა გადარიცხა მცირე კომპანიებზე, რომლებსაც აშშ-ში მყოფი რუსი იმიგრანტები ფლობენ. 2013 წლიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით,  აღნიშნული კომპანიების მისამართით 600 -მდე გადარიცხვა განხორციელდა რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის სხვადასხვა სამშენებლო სერვისების მიწოდებისთვის. ბანკის განმარტებით, აღნიშნული კომპანიები საელჩოსთვის სამშენებლო სერვისის მიწოდებისთვის საკმაოდ მცირე მასშტაბის არიან, რის გამოც გადარიცხვები საეჭვოდ მიიჩნიეს. გადარიცხული  თანხები გადარიცხვიდან მოკლე დროში გაანაღდეს ან სხვა ანგარიშებზე გადაამისამართეს.

ზემოჩამოთვლილი ტრანზაქციები მოხვდა Citibank-ის „საეჭვო აქტივობების ანგარიშში“, რომელიც ბანკმა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ფინანსური დანაშაულის განყოფილებას გაუგზავნა..

რუსეთის საელჩოს წარმომადგენლის ნიკოლაი მიხონინის თქმით, ყველა განხორციელებული ფინანსური აქტივობა აშშ-ის კანონმდებლობას შეესაბამება და BuzzFeed -ის სტატიაში ნახსენები ცნობები რუსეთის ოფიციალური მისიის დისკრედიტირების მორიგი მცდელობაა. კომენტარზე უარი განაცხადა ასევე აშშ-ში რუსეთის ყოფილმა ელჩმა სერგეი კისლიაკმა და Citibank-ის წარმომადგენელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ კონფიდენციალურობის გამო რაიმე ცნობის ან ფაქტის დადასტურება არ შეუძლია.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist