აშშ-ს ელჩის საქართველოდან გაძევებაზე დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

65
VIEWS

9 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა ანა ჭანკოტაძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის პრემიერ-მინისტრს მიმართავს -“ბრავო პრემიერო, ბრავო ჩვენო პრემიეირო”. პოსტს თან ერთვის სქრინი, რომელშიც საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის ფოტოა და ნათქვამია, რომ ვრცელდება ხმები კელი დეგნანის საქართველოდან გაძევების შესახებ. მიზეზად სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და ნაცების რევოლუციის გეგმის მხარდაჭერაა დასახელებული. პოსტში ასევე ნათქვმია, რომ აშშ-ს ელჩი კარგა ხანია არ ჩანს და მის მოვალეობას მოადგილე ასრულებს.

 

"
ინფორმაცია საქართველოდან აშშ-ს ელჩის გაძევების თაობაზე მცდარია. 9 ნოემბერს კელი დეგნანი ბათუმში იმყოფებოდა. ელჩის გაძევების შესახებ ინფორმაცია ღია და ოფიციალური წყაროებით არ დასტურდება.

აშშ-ს ელჩის გაძევების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებში, აშშ-ს საელჩოს, საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდებზე არ დასტურდება. 9 ნოემბერს ელჩი კელი დეგნანი ვიზიტით ბათუმში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს საელჩოს ვებ-გვერდზე და ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა. ელჩმა ბათუმში 8 ოქტომბრის ტრაგედიის ადგილი მოინახულა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ამავე დღეს ის იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის ბიუროს ეწვია, 10 ნოემბერს კი მან ბათუმის პორტიდან აშშ-ს საზღვაო ხომალდები გააცილა.

"

აშშ-ს საელჩოს ვებ გვერდზე ასევე განთავსებულია ინფორმაცია 5 ნოემბერს ელჩსა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს შორის გამართული შეხვედრის შესახებაც. როგორც კელი დეგნანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მათ საქართველოში კორონავირსთან დაკავშირებით არსებული ვითარება და ვაქცინაციის წახალისების მიდგომები განიხილეს.

არჩევნების დღეს, 30 ოქტომბერს დეგნანმა საარჩევნო უბნები მოინახულა და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის პროცესს გაეცნო. 27 ოქტომბერს კი ის თბილისის ფოტო გამოფენას დაესწრო.

"

შესაბამისად, ინფორმაცია, რომ უკანასკნელ პერიოდში კელი დეგნანი არ ჩანს სიმართლეს არ შეესაბამება, ხოლო მტკიცება, რომ ის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის და ნაციონალური მოძრაობის რევოლუციური გეგმების მხარდაჭერის გამო ქვეყნიდან გააძევეს დეზინფორმაციაა.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელი ანა ჭანკოტაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ხშირად აზიარებს ოპოზიციის დისკრედიტაციის და “ქართული ოცნების” მხარდაჭერის შემცველ პოსტებს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. (buy zolpidem from india) შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist