“ასავალ-დასავალისა” და Царьград ТВ-ს დეზინფორმაცია აშშ-ში ადამიანისა და ცხოველის შეჯვარების შესახებ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

39
130
VIEWS

დეზინფორმაციას ამერიკულ კვლევით ინსტიტუტებში ადამიანისა და ცხოველების შეჯვარების ექსპერიმენტების შესახებ “საქართველო და მსოფლიოს” შემდეგ გაზეთი “ასავალ-დასავალი” აქვეყნებს.

“ასავალ-დასავალის” 22-28 აგვისტოს ნომერში დაიბეჭდა ჟურნალისტ გიორგი გიგაურის სტატია, სათაურით “ამერიკა ადამიანის ცხოველთან შეჯვარებას აპირებს”, რომელშიც ის აცხადებს:

“ამერიკული კვლევის ინსტიტუტები უკვე ერთი წელია, ითხოვენ აღდგეს სამთვრობო დაფინანსების პროგრამა, რომლითც შესაძლებელი იქნება ადამიანისა და ცხოველების შეჯვარების ექსპერიმენტები!.. ვეჭვობ, ამერიკელი მეცნიერების მიერ ლაბორატორიაში შექმნილმა და იქ საგანგებოდ გამოკეტილმა მუტანტებმა რაიმე სახით პროტესტი ან აჯანყება გაუხერხონ თეთრ სახლს, მაგრამ ის, რომ ეს ყოველივე აბსოლიტურად ამორალურია, ვგონებ არცერთ ჭკუათმყოფელში ეჭვსაც არ იწვევს!”

რეალური ფაქტები

1. რას ითხოვს აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტი (NIH)?

აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტი ითხოვს სამთავრობო დაფინანსების მოპოვებას გასტრულაციის ეტაპზე ცხოველის ემბრიონში ადამიანის ღეროვანი უჯრედების გადანერგვისთვის. მსგავსი ტიპის კვლევებზე თავად NIH-ს 2015 წლის სექტემბრიდან მორატორიუმი ჰქონდა გამოცხადებული. ექსპერიმენტი გულისხმობს ცხოველის ემბრიონში ადამიანის უჯრედებისა და ორგანოების გაზრდას.

NIH-ის განმარტებით, ცხოველებში ადამიანის ორგანოების გაზრდა გადაჭრის მსოფლიოში ტრანსპლანტატის დეფიციტს და ხელს შეუწყობს ისეთი ქრონიკული დაავადებების მკურნალობის კვლევებს, როგორიცაა დიაბეტი და ალცჰაიმერი. მკვლევრები იმედოვნებენ ცხვრებში, ღორებსა და ძროხებში ადამიანის გულის, თირკმლის, ღვიძლისა და სხვა ორგანოების გაზრდას, რომლებსაც ტრანსპლანტაციისთვის გამოიყენებენ. NIH-ის მიერ შეთავაზებული პოლიტიკის მიხედვით, აკრძალულია მსგავსი ექსპერიმენტები ადამიანის მსგავს მაიმუნებზე, ადამიანსა და მაიმუნს შორის ახლო ნათესაობის გამო. შეზღუდვა აგრეთვე ეხება ცხოველის გამრავლებასთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს, რომელშიც ცხოველის ემბრიონში ადამიანის უჯრედების გადანერგვა ადამიანის კვერცხუჯრედის ან სპერმის განვითარებას გამოიწვევს.

NIH-ის წინადადებამ ამერიკულ საზოგადოებაში საჯარო დებატები გამოიწვია ბიოეთიკისა და ცხოველთა უფლებების შესახებ. ექსპერიმენტების დაფინანსების შესახებ მთავრობას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

2. რა არის შეჯვარება?

ქართულ მედიაში NIH-ის შეთავაზება გაშუქდა როგორც “ადამიანის და ცხოველის შეჯვარება”. ბიოლოგიაში შეჯვარება/ჰიბრიდიზაცია გულისხმობს სექსუალური რეპროდუქციის გზით ორი სხვადასხვა სახეობის ცხოველის მიერ ემბრიონის შექმნას.

NIH-ის წინადადების მიხედვით, ცხოველი ასრულებს ინკუბატორის როლს, რომელშიც ადამიანის ორგანო გაიზრდება. ამ ექსპერიმენტს ადამიანსა და ცხოველს შორის განაყოფიერებასა და ჰიბრიდული ემბრიონის შექმნასთან საერთო არაფერი აქვს. ვრცლად ადამიანისა და ცხოველის შეჯვარების თეორიულ შესაძლებლობაზე იხილეთ მითების დეტექტორის მიერ მომზადებული მასალა.

რუსული წყაროები: ადამიანისა და ცხოველის ჰიბრიდების არსებობის შესახებ დეზინფორმაციის წყარო რუსული მედიაა. მათ შორისაა პორტალი Царьград (Эксперименты по скрещиванию человека и животных возобновляются в США), რომელიც ღიად აცხადებს, რომ მეფის რუსეთი “ძველი დიდების” აღდგენას ემსახურება, აგრეთვე Москва-Третий Рим (Богомерзкие эксперименты. В Британии и США будут скрещивать человека с животными), რომელიც რუსეთის ბიზანტინიზმის იდეას ეფუძნება.

ქართული წყაროები: “ასავალ-დასავალის” მსგავსად ამერიკულ კვლევით ცენტრებში ადამიანისა და მაიმუნის ჰიბრიდული ემბრიონის შექმნის შესახებ სტატია სათაურით “მკრეხელური ექსპერიმენტები _ ბრიტანეთსა და აშშ-ში ადამიანებს ცხოველებთან აჯვარებენ”, რამდენიმე დღით ადრე, გამოაქვეყნა “საქართველო და მსოფლიო”-მაც. მათი თქმით, აშშ-ის იელის უნივერსიტეტში გრძელდება ჰუმანზეს, ანუ ადამიანისა და შიმპანზეს ქიმერას შექმნის ექსპერიმენტები. რეალური ფაქტები აღნიშნულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია პუბლიკაციაში – “დეზინფორმაცია: აშშ-ში ადამიანის და შიმპანზის შესაჯვარებლად ცდებს ატარებენ”.

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

mre-344x335
ასავალ-დასავალი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist