“ასავალ-დასავალი”, Geworld.ge და ანზორ ბიწაძე Fake-ბთან ბრძოლას “სპუტნიკში” სწავლობენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

statua rusetemeebi მრგვალი პატარა და ამოწეული
593
VIEWS

რუსეთის მთავრობის დაფინანსებული მედიების ორგანიზებით, 7 ივნისს სპუტნიკ-საქართველოს პრეს-ცენტრში ყალბი ინფორმაციის ამოცნობის შესახებ შეხვედრა გაიმართა, რომელსაც Russia Today-ს მთავარი რედაქტორის მოადგილე, ანა ბელკინა უძღვებოდა.

როგორც სპუტნიკ-საქართველოს მიერ გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, რუსეთის მთავრობის მიერ დაფუძნებული მედიის (Russia Today) ტრენინგში მონაწილეობას კრემლისტური პარტია “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” წარმომადგენელი ანზრო ბიწაძე, ასევე ეთნონაციონალისტური გაზეთის “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი ზაზა დავითაია და კრემლთან დაკავშირებული გაზეთის “საქართველო და მსოფლიოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ტარას გაგნიძე იღებდნენ.

“მითების დეტექტორმა” 2016-2019 წლებში “საქართველო და მსოფლიოს” “ასავალ-დასავალის”, ნინო ბურჯანაძისა და მისი პარტიის მიერ გავცელებული არაერთი დეზინფომრაცია და კონსპირაცია გამოავლინა, მათ შორის იმის შესახებ, რომ დასავლეთი საქართველოს ინცესტის ლეგალიზებას აიძულებს, ლუგარის ლაბორატორია ბიოდივერსიას ახორციელებს, ხოლო ბრიტანეთში ადამიანის კანისგან ტანსაცმელს ამზედებენ.

“საქართველო და მსოფლიო” (Geworld.ge). გაზეთ და ინტერნეტ-პორტალ „საქართველო და მსოფლიოს“ გამოსცემს შპს ისტორიული მემკვიდრეობა, რომლის დაფუძნებას 2009 წელს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი საჯაროდ მიესალმა. „ისტორიული მემკვიდრეობის“ საზოგადოებრივი საბჭოს წევრი არის მოსკოვში მოღვაწე პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია, რომელიც 2014 წლის 13 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის სფეროში შეტანილი დიდი წვლილის გამო ორდენით დააჯილდოვა. ანტიდასავლური განწყობების გარდა, გამოცემა გამოირჩევა თურქოფობიით, რასისტული და ჰომოფობიური განცხადებებით.

 

UKAZ

ასავალ-დასავალი. ყოველკვირეული გაზეთი „ასავალ-დასავალი“ 1992 წელს დაარსდა. გამოცემის 100%-იანი წილის მფლობელი და რედაქტორი კერძო პირი ლაშა ნადარეიშვილია. გამოცემა ღიად ქსენოფობიურ და ანტდასავლურ სარედაქციო პოლიტიკას ატარებს და ეთნონაციონალისტურ, პრო-ქართულ გამოცემად პოზიციონირებს.

“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო” პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის  ნინო ბურჯანაძის მიერ დაფუძნებული პარტიაა. ნინო ბურჯანაძე მეორე ქართველი პოლიტიკოსია, ყოფილი პრემიერის ზურაბ ნოღაიდელის შემდეგ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 2010 წელს ვლადიმერ პუტინს შეხვდა. 2016 წლის არჩევნებზე ის უბლოკო სტატუსის ინიციატივით გამოვიდა, რაც კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებას ითვალისწინებდა.

Russia Today: RT-ის პროპაგანდისტული სატელევიზიო ქსელი TV-Novosti-ს ბრენდია, რომელმაც მაუწყებლობა 2005 წელს დაიწყო. RT ინფორმაციას რუსულ, ინგლისურ, არაბულ და ესპანურ ენებზე გადასცემს. 2005 წლიდან მოყოლებული RT-ს დაფინანსების მთავარი წყარო რუსეთის მთავრობაა.  ტელეკომპანიის დღის წესრიგი ანტიდასავლურია და მსოფლიოში მიმდინარე ამბებს კრემლის პერსპექტივიდან აშუქებს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, RT-მ საქართველო “გენოციდში” დაადანაშაულა, ხოლო რუსეთი გამოყვანილი იყო, როგორც მშვიდობისმყოფელი. ანტიდასავლური განწყობების გაღვივებისთვის RT ეთერს უთმობს ულტრა-მემარცხენე ანტი-გლობალისტებს, ასევე სვადასხვა რადიკალურ ნაციონალისტურ ჯგუფებს.

2014 წლის 17 მარტს ევროპის საბჭომ RT-ის ხელმძღვანელი დიმიტრი კისილიოვი შავ სიაში შეიყვანა. აღნიშნული გადაწყვეტილება ითვალისწინებს შემაკავებელ ზომებს  ისეთი ქმედებების მიმართ, რაც საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

Sputnik-საქართველო: სპუტნიკი მულტიმედიური საერთაშორისო პროექტია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის 2013 წლის 9 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა. სპუტნიკმა, რომელსაც რუსეთის მთავრობა ფლობს, საერთაშორისო არენაზე საინფორმაცია სააგენტო RIA Novosti და “რუსეთის ხმა” ჩაანაცვლა. „სპუტნიკ ჯორჯია” საქართველოში საჯარო რეესტრში ოფიციალურად 2015 წლის 23 იანვარს დარეგისტრირდა.

არაერთი საერთაშორისო კვლევა ადასტურებს, რომ RT და Sputnik-ი ყალბ ინფორმაციასა და დეზინფორმაციას ავრცელებენ.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist