ასახავს თუ არა ფოტო ჩარლზ III-ს დედის გარდაცვალების შემდეგ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

565
VIEWS

22 სექტემბერს ფეისბუკ-გვერდმა You/Tv – შენი/ტვ, ასევე ქართულ და რუსულენოვანმა-ფეისბუკ  ანგარიშებმა (1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15 ) გაერთიანებული სამეფოს ახალი მეფის, ჩარლზ III-ის ფოტო გამოაქვეყნეს. ფოტოს თან შემდეგი წარწერა აქვს დართული: “პირველი დღე დღე დედის გარეშე”. ფოტოზე მეფეს პიჯაკის ღილები არასწორად აქვს შეკრული, ფეისბუკის მომხმარებლები კი წერენ, რომ ჩარლზ III-მ დედის გარეშე ღილების შეკვრა ვერ მოახერხა.

გაერთიანებული სამეფოს ახალი მეფის ფოტოები 2018 წელს, დედოფალი ელიზაბეტის გარდაცვალებამდე თითქმის 4 წლით ადრე არის გადაღებული,  ძველი ფოტოების ახლა გავრცელება კი მცდარ კონტექსტს ქმნის და სოციალური ქსელის მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს.

ფოტო, რომელიც ფეისბუკზე ვრცელდება, რეალურია, თუმცა ის დედოფალ ელიზაბეტ II-ის გარდაცვალებამდე თითქმის 4 წლით ადრე, 2018 წლის 1 ნოემბერს  არის გადაღებული. ფოტო გამოცემა Reuters-ის ფოტოგრაფმა, ლუკ გნაგომ თანამეგობრობის ქვეყნების სამხედრო სასაფლაოზე გადაიღო.

ღონისძიება გამბიაში, კორნუოლის ჰერცოგის  აფრიკის ქვეყანაში ვიზიტის დროს გაიმართა. პრინცი ჩარლზი ღონისძიებას მეუღლესთან, კამილა პარკერ-ბოულსსთან ერთად ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიებაზე გადაღებულ სხვა ფოტოებზე ჩარლზს ღილები სწორად აქვს შეკრული.

სქრინშოთი: alamy.com

აღსანიშნავია, რომ ელიზაბეტ II 2022 წლის 8 სექტემბერს გარდაიცვალა, შესაბამისად, არასწორად შეკრული ღილები ბრიტანეთის დედოფლის გარდაცვალებას არ უკავშირდება.

დედოფლის გარდაცვალების შემდეგ ელიზაბეტ II-სთან და სამეფო ოჯახთან დაკავშირებული დეზონფორმაციების შესახებ ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist