2022 წლის 26 ოქტომბერს, ქართველმა Facebook მომხმარებლებმა წვეულებაზე მოცეკვავე მამაკაცის ვიდეო გაავრცელეს (1, 2). პოსტის ავტორები ამტკიცებენ, რომ ვიდეოზე გამოსახული მამაკაცი, ბრიტანეთის ახალი პრემიერ მინისტრი, რიში სუნაკია.
გავრცელებული ვიდეო შეცდომაში შემყვანია, რეალურად, ვიდეოზე არა რიში სუნაკი, არამედ ვიზუალურად მსგავსი მამაკაცია გამოსახული.
ვიდეო თავდაპირველად 2019 წლის 12 ივლისსა და 2022 წლის 21 იანვარს Instagram მომხმარებელმა Wayne Lineker-მა გამოაქვეყნა, რათა იბიცაზე გართობისა და წვეულებების დემონსტრირებით თავისი ბიზნესის პოპულარიზება მოეხდინა.
არც ერთი პოსტი რიში სუნაკი ნახსენები არ არის. თავად რიში სუნაკის Facebook გვერდის მიხედვით, იგი 2021 წლის ივლისის დასაწყისში ჩრდილოეთ იორკშირში მართავდა შეხვედრებს საკუთარ ამომრჩევლებთან, რაც საეჭვოს ხდის იმ ფაქტს, რომ იგი პარალელურად ხმელთაშუაზღვისპირეთში, იბიცაზე ისვენებდა.
ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდისაა გავრცელებული ვიდეო და რეალურად ვის ასახავს იგი, ცნობილი არ არის. თუმცა, არსებულ მტკიცებულებები საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ ვიდეოზე გამოსახული პიროვნება რიში სუნაკი არ არის და იგი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს მხოლოდ ფიზიკურად ჰგავს. მოცემულ საკითხს არაერთი სტატია მიეძღვნა უცხოური ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების მიერ (1, 2, 3).
ალექსანდრა კუენინგი
ერასმუსის CEERES პროგრამის სტუდენტი, “მითების დეტექტორის” სტაჟიორი
“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.” შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.