არსებობს თუ არა მტკიცებულებები, რომლებიც ტრამპზე თავდასხმას ბაიდენს უკავშირებს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ტრამპზე თავდასხმა
145
VIEWS

18 ივლისს სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებმა kvira.ge, resonancedaily.com, newshub.ge პარტია “ხალხის ძალის” წევრის, დავით ქართველიშვილის განცხადება გაავრცელეს. ქართველიშვილის მტკიცებით, აშშ-ის „ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ” (NSA) მოიპოვა მტკიცებულება, რომელიც ბაიდენის გარემოცვას ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან აკავშირებს. პოსტში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც NSA-მ თავისი გამოძიების მონაცემები კონგრესის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტების ხელმძღვანელობას გაუგზავნა, მაიკ ჯონსონმა კონგრესის დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე გააკეთა გაცხადება.

დავით ქართველიშვილის განცხადება  “ხალხის ძალის” ფეისბუკ გვერდზეც გავრცელდა.

arsebobs thu ara mtkitsebulebebi romlebits trampze thavdaskhmas baidens ukavshirebs არსებობს თუ არა მტკიცებულებები, რომლებიც ტრამპზე თავდასხმას ბაიდენს უკავშირებს?

arsebobs thu ara mtkitsebulebebi romlebits trampze thavdaskhmas baidens ukavshirebs1 არსებობს თუ არა მტკიცებულებები, რომლებიც ტრამპზე თავდასხმას ბაიდენს უკავშირებს?

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) აქვს მტკიცებულებები, რომლებიც აკავშირებს პრეზიდენტ ბაიდენის გარემოცვის წევრებს დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან, ოფიციალურ წყაროებში არ დასტურდება. 

2024 წლის 13 ივლისს, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობა პენსილვანიის შტატში, ქალაქ ბატლერში გამართული საარჩევნო შეხვედრის დროს სცადეს. თავდამსხმელმა, 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსმა სახურავიდან AR-15 ტიპის შაშხანიდან ცეცხლი გახსნა.  სროლის შედეგად კრუქსმა აქციის ერთი მონაწილე მოკლა, ორი დაჭრა, თავად ტრამპს კი ყური დაუზიანდა. თავდამსხმელი საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა ადგილზე გაანეიტრალეს. ამ ინციდენტმა უსაფრთხოების პროტოკოლებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები გააჩინა, მათ შორის ის, თუ რატომ არ იყო დაცული სახურავი, საიდანაც ტრამპის მისამართით ცეცხლი გახსნეს და რატომ შეფერხდა საიდუმლო სამსახურის მხრიდან რეაგირება.

ტრამპის მკვლელობის მცდელობის შემდეგ, სოციალურ მედიაში არაერთი ნარატივი, შეთქმულების თეორია  და მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა არც ერთ სანდო წყარო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) მტკიცებულებები პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გარემოცვას ტრამპზე თავდასხმასთან დააკავშირებს. რეპუტაციის მქონე სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში  დეტალურად არის განხილული ტრამპზე მომხდარი თავდასხმის ქრონოლოგია, პოტენციური მკვლელის ვინაობა, პროცედურულ და უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებული ხარვეზები, რამაც კრუქსს თავდასხმის საშუალება მისცა, ასევე, განხილულია სამართალდამცავების და პოლიტიკური ფიგურების რეაქცია ტრამპის მკვლელობის მცდელობაზე და პოლიტიკური შედეგები, თუმცა არც ერთში არ არის ნახსენები NSA-ის რაიმე სახის დასკვნა, რომელიც ბაიდენისა და მის გარემოცვას ეხება.

  • რა ბრალდებები გავრცელდა ბაიდენის წინააღმდეგ?

ტრამპზე თავდასხმის შემდეგ, რესპუბლიკელებმა, მათ შორის მაიკ ჯონსონმა, პრეზიდენტი ბაიდენი და სხვა დემოკრატები დაძაბული პოლიტიკური კლიმატის შექმნაში დაადანაშაულეს. მათ ყურადღება გაამახვილეს ბაიდენის რიტორიკაზე, განსაკუთრებით კი ერთ-ერთ კომენტარზე, რომელიც მან დონორებთან საუბრისას გააკეთა: “დებატების დრო დამთავრდა, დროა ტრამპს მოხვდეს კეფაში”. რესპუბლიკელების თანახმად, შესაძლოა, ძალადობის გაღვივებას სწორედ ამ კომენტარმა შეუწყო ხელი.  რეალურად, ბაიდენი პოლიტიკურად ტრამპის მიზანში ამოღებას გულისხმობდა და არა კეფაში სროლას. 

ჯონსონმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური ლიდერები უნდა ფოკუსირდნენ კონსტრუქციულ პოლიტიკურ დებატებზე და არა ენაზე, რომელიც ძალადობის პროვოცირებას ახდენს.

ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ბაიდენის რიტორიკის როლზე ასევე ისაუბრა ოჰაიოს სენატორმა, ჯეიმს დევიდ ვენსმა. სამხრეთ კაროლინას სენატორმა ტიმ სკოტმა კი განაცხადა, რომ მკვლელობის მცდელობას ხელს უწყობდნენ რადიკალური მემარცხენეები და კორპორაციული მედია, რომლებიც ტრამპს დემოკრატიის საფრთხედ წარმოჩენდნენ.  

საპასუხოდ, ტრამპის მკვლელობის მცდელობის შემდეგ ჯო ბაიდენმა დაგმო ძალადობა, ამერიკელებს ერთიანობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ პოლიტიკა მშვიდობიანი დებატების ადგილი უნდა იყოს და არა ბრძოლის ველი. ბაიდენის განცხადებით, სადავო საკითხები საარჩევნო უბნებზე უნდა მოგვარდეს და არა ტყვიების დახმარებით.

ბაიდენის ადმინისტრაციამ ასევე შეაჩერა სატელევიზიო რეკლამა და პოლიტიკური კომუნიკაცია, მათ შორის ნიუ-იორკის სასამართლოს მიერ ტრამპის დამნაშავედ ცნობის საქმის გაშუქება.

შესაბამისად, ბაიდენის მიმართ ბრალდებები ეყრდნობოდა მისი და სხვა დემოკრატების წარსულ რიტორიკას, რამაც რესპუბლიკელების თქმით, ხელი შეუწყო მტრული გარემოს შექმნას. თუმცა, როგორც მაიკ ჯონსონმა, ასევე ბაიდენმა ხაზი გაუსვეს პოლიტიკური უთანხმოებების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას.

  • რა ვიცით სამუშაო ჯგუფის შესახებ, რომელმაც ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმე უნდა გამოიძიოს?

ტრამპზე თავდასხმის შემდეგ, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა ხაზი გაუსვა პასუხისმგებლობისა და საფუძვლიანი გამოძიების აუცილებლობას და ასევე განაცხადა, რომ  შეიქმნებოდა სპეციალური დანიშნულების ორპარტიული ჯგუფი, რომელიც უსაფრთხოების დარღვევებს გამოიკვლევდა. სამუშაო ჯგუფს საჭირო ინფორმაციის შესაგროვებლად, ჯონსონის თანახმად, მიენიჭება სასამართლოში გამოძახების უფლებამოსილება. გარდა ამისა, ჯონსონმა საიდუმლო სამსახურის უფროსს, კიმბერლი ჩიტლს გადადგომისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ხარვეზები უპატიებელი შეცდომა იყო. მაიკ ჯონსონის მოწოდებას დემოკრატი კონგრესმენებიც შეუერთდნენ და კიმბერლი ჩიტლის გადადგომა მოითხოვეს. აღსანიშნავია, რომ 22 ივლისს კიმბერლი ჩიტლმა ტრამპზე თავდასხმას ბოლო ათწლეულებში საიდუმლო სამსახურის “უდიდესი ოპერაციული ჩავარდნა” უწოდა და ასევე  აღიარა, რომ საიდუმლო სამსახურს საეჭვო პირის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე ჩიტლმა აღნიშნა, რომ სახურავი, საიდანაც ტრამპს ესროლეს, ღონისძიების წინა დღეებში შეფასებული იყო პოტენციურ საფრთხედ. თავდაპირველად, ჩიტლი გადადგომის შესახებ მოწოდებებს უარყოფდა, თუმცა 23 ივლისს აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორი გადადგა. 

23 ივლისს ოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია ორპარტიული სამუშაო ჯგუფის შექმნის  შესახებ, რომელიც შვიდი რესპუბლიკელი და ექვსი დემოკრატი წევრისგან უნდა შედგეს და დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა გამოიძიოს. ორპარტიული სამუშაო ჯგუფის შექმნა ასევე მიზნად ისახავს ინციდენტის სპეციფიკის შესწავლას, ხარვეზების იდენტიფიცირებას და ანგარიშვალდებულ მხარეებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას. 

13 ივლისს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმის შემდეგ სოციალურ ქსელებში სხვადასხვა დეზინფორმაცია, ფაქტობრივი უზუსტობა და კონსპირაციული თეორია გავრცელდა. მათი ნაწილი ტრამპზე თავდამსხმელის ვინაობას, თავდამსხმელის Blackrock-თან კავშირს ეხებოდა. სოციალური ქსელის მომხმარებლები ტრამპზე თავდასხმას ჯორჯ სოროსის შვილსაც უკავშირებდნენ. ასევე, გავრცელდა დეზინფორმაცია აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სნაიპერის სახელით. ვრცლად ამ თემებზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები: 

არქივის ბმულები: დავით ქართველიშვილი, ხალხის ძალა, kvira.ge, resonancedaily.com, newshub.ge.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist