არის თუ არა ზალუჟნის სამაჯურზე სვასტიკის გამოსახულება?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

2.6k
VIEWS

9 ოქტომბერს კრემლის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ნაცისტურ სამაჯურს ატარებს. ზოგიერთი გამოცემა აღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად ავრცელებდა ზალუჟნის სამაჯურიან ფოტოსაც და სტატიაში აღნიშნავდა, რომ ვალერი ზალუჟნის სამაჯური რამდენიმე რგოლისგან შედგება, რომლებზეც სხვადასხვა ორნამენტი და მონახაზია გამოსახული, მათ შორის კი ნაცისტური სიმბოლო – სვასტიკა.

ინფორმაცია გაავრცელეს შემდეგმა რუსულმა გამოცემებმა: RT, Красная Весна, lenta.ru, life.ru, Российская газета, gazeta.ru, ЦАРЬГРАД, Общественная служба новостей.

12 ოქტომბერს ზალუჟნის ფოტო, რომელზე დაყრდნობითაც ამტკიცებენ, რომ ის სვასტიკის გამოსახულებიან სამაჯურს ატარებს ქართულ და რუსულენოვანმა ფეისბუკ მომხმარებლებმაც გამოაქვეყნეს.

zaluzhni არის თუ არა ზალუჟნის სამაჯურზე სვასტიკის გამოსახულება?

zaluzhni1 არის თუ არა ზალუჟნის სამაჯურზე სვასტიკის გამოსახულება?

გავრცელებული ინფორმაცია ფოტომანიპულაციას შეიცავს. სინამდვილეში, სამაჯურზე არა სვასტიკა არამედ სკანდინავიური სიმბოლოა გამოსახული. ფოტო ავთენტურია, თუმცა სამაჯურის გამოსახულების დაბალმა რეზოლუციამ შესაძლოა ინტერნეტ მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს.

6 ოქტომბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ საკუთარი ფოტო, სადაც მას სწორედ ზემოაღნიშნული სამაჯური უკეთია, Twıtter-ზე გამოაქვეყნა.

zaluzhni2 არის თუ არა ზალუჟნის სამაჯურზე სვასტიკის გამოსახულება?

მოგვიანებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერმა, ანატოლი შტეფანმა (შტირლიცი) იმის საჩვენებლად, თუ როგორ სამაჯურს ატარებს ზალუჟნი, Twitter-ზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის სამაჯურის ფოტო გამოაქვეყნა

ფოტოში ნათლად ჩანს, რომ ეს სიმბოლო არა სვასტიკა, არამედ სკანდინავიური (კელტური კვანძის მსგავსი) ნიშანია.

zaluzhni3 არის თუ არა ზალუჟნის სამაჯურზე სვასტიკის გამოსახულება?
წყარო: ანატოლი შტეფანის Twitter

აღსანიშნავია, რომ თუ სამაჯურის ახლო კადრის სანახავად ვალერი ზალუჟნის ტვიტერის ორიგინალ ფოტოს გავადიდებთ, სურათი ბუნდოვანი გახდება და სიმბოლოთა რეალური გამოსახულება დაიკარგება. ანატოლი სტეფანის პოსტის მეშვეობით, შეგვიძლია დავინახოთ თუ როგორ იცვლება სამაჯურზე არსებული სიმბოლიკა მას შემდეგ, რაც კადრს მოვაახლოებთ.

zaluzhni4 არის თუ არა ზალუჟნის სამაჯურზე სვასტიკის გამოსახულება?
წყარო: ანატოლი შტეფანი

რუსულ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრიც გამოეხმაურა და სამაჯურის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც დაბალი რეზოლუციის ფოტოსგან განსხვავებით, სიმბოლოების გარჩევა შესაძლებელია.

zaluzhni5 არის თუ არა ზალუჟნის სამაჯურზე სვასტიკის გამოსახულება?

რაც შეეხება თავად სამაჯურს, მსგავსი სამაჯური მაღაზია Pakabone-ის საიტზე შეგვიძლია ვნახოთ, სადაც სლავური, სკანდინავიური და ტომობრივი ატრიბუტების ყიდვაა შესაძლებელი. მაღაზიის ვებ-გვერდზე ასევე ხელმისაწვდომია ზალუჟნის სამაჯურის ის სიმბოლო, რომელიც მანიპულაციურად გაავრცელეს და სვასტიკას დაუკავშირეს. სიმბოლოს შეძენა სამაჯურისგან განცალკევებითაც არის შესაძლებელი. (ivermectin)

zaluzhni6 არის თუ არა ზალუჟნის სამაჯურზე სვასტიკის გამოსახულება?

ფოტო 12 ოქტომბერს გამოცემა France 24-მაც გადაამოწმა.


ნინი შაორშაძე

მითების დეტექტორის სტაჟიორი


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist