არის თუ არა ვაქცინირებულებში ვირუსის რაოდენობა 251-ჯერ მეტი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

123
VIEWS

2 თებერვალს ფეისბუქ-მომხმარებელმა კობა ავთანდილის ძე კუპრაშვილი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ ოქსფორდის ბოლო კვლევის მიხედვით, აცრილებში ვირუსის რაოდენობა 251-ჯერ მაღალია, ვიდრე აუცრელებში. პოსტს წყაროდ ვებ-გვერდ dailyexpose.co.uk-ის სტატია აქვს მითითებული, რომელიც იდენტური შინაარსისაა.

კობა კუპრაშვილმა იდენტური მტკიცება ზვიად ტომარაძის ლაივშიც (33:08) გაიმეორა.

კობა კუპრაშვილის მტკიცება, თითქოს  აცრილებში ვირუსის რაოდენობა 251-ჯერ მაღალია, ვიდრე აუცრელებში, დეზინფორმაციაა. რეალურად, ვიეტნამში ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ დელტა ვარიანტით ინფიცირებულების ორგანიზმში, ადრეული შტამებით ინფიცირებულებთან შედარებით, ვირუსული დატვირთვა 251-ჯერ მეტია. ნაშრომში ხაზგასმულია, რომ ვაქცინით გამოწვეულ მანეიტრალიზებელ ანტისხეულებსა და ვირუსულ დატვირთვას შორის კორელაცია არ გამოვლენილა. 

კობა კუპრაშვილი ვიეტნამში ჩატარებულ, ჯერჯერობით არარეცენზირებულ კვლევაზე საუბრობს, რომელიც 2021 წლის ივნისსა და 2020 წლის მარტ-აპრილში სამედიცინო სფეროს ინფიცირებული წარმომადგენლების ვირუსულ დატვირთვას ერთმანეთს ადარებს.

2021 წლის ივნისში ინფიცირებულების ვირუსული დატვირთვა 2020 წლის შემთხვევებთან შედარებით 251-ჯერ მეტი აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დელტა ვარიანტით ინფიცირებისას ადამიანის ორგანიზმში ვირუსული დატვირთვა გაცილებით მეტია.

მართალია, ივნისში ინფიცირებული სამედიცინო მუშაკები სრულად ვაქცინირებულები იყვნენ, თუმცა ნაშრომში ხაზგასმულია, რომ ვაქცინით გამოწვეულ მანეიტრალიზებელ ანტისხეულებსა და ვირუსულ დატვირთვას ან სიმპტომების გამოვლენას შორის კორელაცია არ გამოვლენილა.

ნაშრომში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის დელტა ვარიანტი ინფიცირებულებში მაღალ ვირუსულ დატვირთვას იწვევს, ასევე ახასიათებს გახანგრძლივებული PCR-პოზიტიურობა და ვაქცინით გამომუშავებული მანეიტრალიზებელი ანტისხეულების შემცირებული რაოდენობა, რაც ხსნის იმ მოვლენას, რომ დელტა ვარიანტს ვაქცინირებულებიც ავრცელებენ.

გარდა ამისა, არსებობს კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ ინფიცირების შემთხვევაში არავაქცინირებულებში ვირუსული დატვირთვა უფრო მეტია, ვიდრე ვაქცინირებულებში. მაგალითად, კალიფორნიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2020-21 წლის ზამთარში ინფიცირებულ ვაქცინირებულ სამედიცინო მუშაკებს არავაქცინირებულ ინფიცირებულებთან შედარებით დაბალი ვირუსული დატვირთვა ჰქონდათ.

კვლევის ავტორებმა 2020 წლის 16 დეკემბრიდან 2021 წლის 31 მარტის პერიოდში კოვიდინფიცირებული 880 სამედიცინო მუშაკის შემთხვევა შეისწავლეს. მათგან 616 (70%) არავაქცინირებული იყო, 264-ს (30%) კი ვაქცინის მინიმუმ 1 დოზა ჰქონდა გაკეთებული. ყველაზე დიდი რაოდენობით ვირუსი, ანუ ყველაზე მაღალი ვირუსული დატვირთვა არავაქცინირებულების ორგანიზმში აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი სრულად ვაქცინირებულებში.

ნაშრომის ბოლოს აღნიშნულია, რომ კვლევა კორონავირუსის დელტა ვარიანტის გავრცელებამდე ჩატარდა, ბოლო მონაცემები კი აჩვენებს, რომ დელტა ვარიანტით ინფიცირებული ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ადამიანებს დაახლოებით თანაბარი ვირუსული დატვირთვა აქვთ, განსაკუთრებით ინფექციის საწყის ეტაპზე. თუმცა მკვლევრები იქვე აღნიშნავენ, რომ ვაქცინირებულებში ვირუსული დატვირთვა უფრო სწრაფი ტემპით მცირდება, ვიდრე არავაქცინირებულებში, რაც გავრცელებას ამცირებს.

2021 წლის ნოემბერში ვირუსულ დატვირთვასთან დაკავშირებით მანიპულაციურ ინფორმაციას ზვიად ტომარაძეც ავრცელებდა. მის მიერ არგუმენტად მოყვანილი კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევა კობა კუპრაშვილის მტკიცების საწინააღმდეგო არგუმენტიცაა, რადგან კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, დელტა ვარიანტით ინფიცირებული ვაქცინირებულებისა და არავაქცინირებულების ორგანიზმში ვირუსული დატვირთვა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება, კუპრაშვილი კი ირწმუნება, რომ ვაქცინირებულების ორგანიზმში ვირუსის რაოდენობა 251-ჯერ მაღალია. 

ზვიად ტომარაძის მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციასთან დაკავშირებით იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

ავრცელებენ თუ არა ვაქცინირებულები და არავაქცინირებულები ვირუსს თანაბრად?

კობა კუპრაშვილის მიერ აქამდე გავრცელებული დეზინფორმაციების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:

არსებობს თუ არა ვაქცინით გამოწვეული შიდსი იგივე VAIDS-ი?

დელტა ვარიანტით გარდაცვლილთა რაოდენობა ვაქცინირებულებში ნაკლებია

არის თუ არა სპაიკ ცილა ტოქსიკური და რა აჩვენა კვლევებმა ვაქცინირებული დედის რძეზე?

პანდემიის გეგმა თუ მომავლის ჰიპოთეტური სცენარი: რა არის “LOCK STEP” სინამდვილეში?

Daily Expose-ის შესახებ

კუპრაშვილს წყაროდ ვებ-გვერდ Daily Expose-ის მასალა აქვს მოყვანილი, რომელიც კონსპირაციული და დეზინფორმაციული გამოცემაა. Daily Expose-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია

წყარო: mediabiasfactcheck.com

ვებ-გვერდი დიდ ბრიტანეთში 2020 წლის ნოემბერში შეიქმნა, ის გამჭვირვალე არ არის და არც რედაქციის, არც სტატიების ავტორებისა თუ მფლობელების შესახებ ინფორმაციას არ აქვეყნებს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ვიეტნამი
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist