არის თუ არა საქართველო ვიკიპედიაზე აბორტების მაჩვენებლით პირველ ადგილზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1k
VIEWS

2022 წლის 21 იანვარს ექიმმა Revaz Botchorishvili-მა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამტკიცებდა, რომ საქართველო ერთ სულ მოსახლეზე აბორტის მაჩვენებლით ლიდერი იყო. პოსტს თან ახლდა ფოტო ვიკიპედიიდან, რომელზე გამოსახული სტატისტიკა ავტორის მტკიცებას ამყარებდა. შემდგომში რევაზ ბოჭორიშვილმა პოსტი წაშალა, თუმცა იგივე პოსტი კიდევ სხვა Facebook მომხმარებელმა და ონლაინ მედია Primetime-მა გამოაქვეყნეს.

რევაზ ბოჭორიშვილი: ,,აბორტების მაჩვენებლებით, ერთ სულ მოსახლეზე, საქართველო ლიდერია მსოფლიოში. ცხადია ცუდია. ბევრის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე. გაჩუმებაც არ შემიძლია, ამიტომ ვიტყვი. აბორტი ცივილიზირებულ საზოგადოებაში ქალის ერთ ერთი მთავარი უფლებაა. რომელსაც მე პირადად ყოველთვის დავიცავ. ამასთან, აბორტების მაღალი მაჩვენებელი საზოგადოების (ქვეყნის) დაბალი განვითარების დამადასტურებელია, ერთ ერთი…”

Screenshot 6 5 არის თუ არა საქართველო ვიკიპედიაზე აბორტების მაჩვენებლით პირველ ადგილზე? Screenshot 7 3 არის თუ არა საქართველო ვიკიპედიაზე აბორტების მაჩვენებლით პირველ ადგილზე?

გავრცელებული სტატისტიკა ემყარება ვიკიპედიის ძველ სტატისტიკას, რომელიც მოგვიანებით თავად ამ პლატფორმამ ჩაასწორა. 2023 წლის 21 იანვარს დარედაქტირებული მონაცემების მიხედვით კი საქართველო (2019 წლის სტატისტიკით) არა 1, არამედ 86-ე ადგილზე იმყოფება. ასევე საქართველოს პირველობა აბორტების რაოდენობაში არ დასტურდება არც სხვა ოფიციალური სტატისტიკიდან. 

ვიკიპედიაზე არსებობს გვერდი, რომელიც აბორტის სტატისტიკას აჯამებს. აღნიშულ გვერდზე აბორტის რაოდენობა 1000 ქალზეა (წილი) გამოთვლილი. აღნიშნული სტატისტიკა, ვიკიპედიის ინფორმაციით, გუტმახერისა და გაეროს კვლევებს ეყრდნობა და მონაცემები ძირითადად 2019 წლისაა (ზოგ შემთხვევაში ვხვდებით 2018, 2020 და 2021 წლებს). აღნიშნული სტატისტიკით 64.0 ქულით ლიდერობს ვიეტნამი, მას მოსდევს მადაგასკარი, გვინეა-ბისაუ, კუბა და ჩინეთი. აღნიშნულ სტატისტიკაში საქართველო 86-ე ადგილზეა. საქართველოს შემთხვევაში წყაროდ გამოყენებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 

Screenshot 8 4 არის თუ არა საქართველო ვიკიპედიაზე აბორტების მაჩვენებლით პირველ ადგილზე?
ამჟამინდელი სქრინშოტი ვიკიპედიიდან

Wikipedia მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეამოწმოს გვერდის ისტორია. აღნიშნული გვერდის ისტორიაში მართლაც ვხვდებით ცხრილს, რომელშიც საქართველო პირველ ადგილზეა, თუმცა შემდგომში გვერდი შეცვლილია და რედაქტორს მითითებული აქვს, რომ “სტატისტიკა არასწორი იყო და მან უფრო სანდო წყარო მიუთითა”. ინფორმაციის რედაქტირების შესახებ ჩანაწერი რედაქტირების ისტორიაში 21 იანვარს, 21:05 საათზე არის გაკეთებული. აღსანიშნავია, რომ ცხრილი ზოგადად შეცდომაში შემყვან ინფორმაციას გვაძლევს, რადგან ზოგ შემთხვევაში დათვლილია მხოლოდ ერთი წელი, ზოგ შემთხვევაში კი შეჯამებული 2015-2019 წლები.

Screenshot 9 5 არის თუ არა საქართველო ვიკიპედიაზე აბორტების მაჩვენებლით პირველ ადგილზე? Screenshot 10 4 არის თუ არა საქართველო ვიკიპედიაზე აბორტების მაჩვენებლით პირველ ადგილზე?

რედაქტირებამდე არსებული ცხრილი ვიკიპედიიდან

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ცხრილის სქრინშოტზე საქართველოში აბორტების სრული რაოდენობა 2019 წელს 74000-ია, მაშინ როცა რეალურად ეს მონაცემი ვიკიპედიის იმავე გვერდზე ამჟამად 21600-ია. 

Screenshot 11 3 არის თუ არა საქართველო ვიკიპედიაზე აბორტების მაჩვენებლით პირველ ადგილზე?

2019 წელს საქართველოში აბორტის აღნიშნული რაოდენობა (21600) ასევე დასტურდება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით. ამავე მონაცემების მიხედვით, საქართველოში 2019 წლიდან აბორტის აღრიცხულმა რაოდენობამ იკლო. თუ 2019 წელს მაჩვენებელი 21600 იყო, 2021 წელს აბორტების რაოდენობა 17,8 ათასს შეადგენდა

Screenshot 12 3 არის თუ არა საქართველო ვიკიპედიაზე აბორტების მაჩვენებლით პირველ ადგილზე?
აბორტების სრული რაოდენობა 2019 წელს (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური)

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს 80 ქულა რეალურად მართლაც არის ასახული გუტმახერის კვლევაში, თუმცა ის არა 2019 წელს, არამედ 2015-2019 წლებს აჯამებს და საშუალო მაჩვენებელს ითვლის. აბორტის უკანასკნელი სტატისტიკა გამოქვეყნებული აქვს ორგანიზაცია World Population Review-ს. მათი ინფორმაციით, საქართველო აბორტების რაოდენობით (1000 ქალზე) მე-19 ადგილზეა. პირველ ხუთეულშია რუსეთი, ვიეტნამი, ყაზახეთი, ესტონეთი, ბელარუსი. World Population Review თავის მხრივ ეყრდნობა გაეროს დემოგრაფიის ყოველწლიურ კვლევას, ასევე ლანცეტის, გუტმახერისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევებს.

Screenshot 14 3 არის თუ არა საქართველო ვიკიპედიაზე აბორტების მაჩვენებლით პირველ ადგილზე?
World Population Review-ის სტატისტიკა აბორტის შესახებ (ყოველ 1000 ქალზე)
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist