არის თუ არა პუტინზე სპუტნიკ ტვ-ის დაფინანსებული აშოკ გუპტას წიგნი ამაზონზე ბესტსელერი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

sdgd
344
VIEWS

17 მარტს კრემლისტურმა გამოცემა “News Front Georgia-მ” გამოაქვეყნა მასალა, სათაურით “ქართულმა კომპანიამ ვლადიმირ პუტინის შესახებ ინგლისურენოვანი ბესტსელერი გამოსცა”. სტატიაში აღნიშნულია, რომ წიგნი სახელწოდებით “ვლადიმირ პუტინი – თანამედროვე კაცობრიობის ლიდერი” დაწერილია ბანგლადეშის მოქალაქე აშოკ გუპტას მიერ, რომელსაც რუსეთთან კავშირი არ აქვს და ნეიტრალურობით გამოირჩევა. News Front-ის მტკიცებით, აღნიშნული წიგნი ამა წლის თებერვლისა და მარტის თვეში ამაზონზე გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერი გახდა და ამაზონის პოლიტიკური ბიოგრაფიების კატეგორიაში ტოპ 100 ბესტსელერს შორისაა. წიგნის გამომცემელი კომპანიის Europe Studies Labor (ESL) Georgia-ს ხელმძღვანელმა დავით ფურცხვანიძემ News Front-თან კომენტარში განაცხადა, რომ დაგეგმილია წიგნის გამოცემა მსოფლიოს სხვა ლიდერებზეც, მათ შორის დონალდ ტრამპზე, სი ცძინპინზე, ნურსულთან ნაზარბაევზე, სილვიო ბერლუსკონიზე  და აუდიტორიის ინტერესის შემთხვევაში, შესაძლოა ბიძინა ივანიშვილზეც.

ამაზონზე პოლიტიკურ ბიოგრაფიებში წიგნი “ვლადიმირ პუტინი – თანამედროვე კაცობრიობის ლიდერი” ამჟამად 211-ე ადგილზეა და ბესტსელერებს შორის არ იძებნება. წიგნის ავტორი არა “ნეიტრალური” არამედ პრორუსული ორიენტაციის მქონე ბანგლადეშელი მწერალია, ხოლო გამომცემელი კომპანია ESL Georgia კი სპუტნიკ ტვ-ს მფლობელს ეკუთვნის.

არის თუ არა წიგნი ბესტსელერი?

ამაზონის საიტზე გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ წიგნი “ვლადიმირ პუტინი – თანამედროვე კაცობრიობის ლიდერი” 2020 წელს ბესტსელერებში არ იძებნება და ამჟამად Kindle eBooks-ში არც პოლიტიკური ბიოგრაფიების კატეგორიის ტოპ 100-შია შეყვანილი.

"

მიუხედავად იმისა, რომ ბესტსელერებში და ამ კონრეტულ ასეულშიც ცვლილებები ყოველდღე შედის, პუტინის შესახებ წიგნის რეიტინგებიდან თუ ვიმსჯელებთ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ის მარტის თვეში ტოპ 100-ში ყოფილიყო. სწორედ იმ კატეგორიაში, რომელზეც News Front მიუთითებს, წიგნი 211-ე ადგილზეა.

"

ვინ არის News Front-ის შეფასებით “ნეიტრალური” ავტორი?

აშოკ გუპტა, პროფესიით ეკონომისტი და მწერალი, ბანგლადეშში დაიბადა და განათლება საბჭოთა რუსეთში მიიღო. გუპტა გამოხატავს საკუთარ პოზიციას პირველ და მეორე მსოფლიო ომთან, ასევე ვიეტნამისა და კორეის ომებთან დაკავშირებით და ყველა მათგანს ამერიკის შეერთებული შტატების ან მისი მოკავშირეების მიერ პროვოცირებულს უწოდებს.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ აშოტ გუპტა ნეიტრალური ავტორია, თუმცა მისი წიგნები გამოირჩევა რუსეთისა და სოციალიზმის ქებით. წიგნში “ვლადიმირ პუტინი – თანამედროვე კაცობრიობის ლიდერი” აღწერილია რუსეთის მიერ გავლილი გზა 1991 წლიდან დღემდე და პუტინის, როგორც საუკეთესო ლიდერის როლი მის განვითარებაში. მისი ავტორობით ასევე საინტერესოა კიდევ ერთი წიგნი, რომლის სახელწოდებაც ხაზს უსვამს ავტორის პრორუსულ ორიენტაციას – “რუსეთი ააშენებს ულამაზეს მსოფლიოს 2030 წლისთვის”.

ვინ არის  დავით ფურცხვანიძე და რას წარმოადგენს გამომცემლობა (ESL) Georgia?

ქართული კომპანია, რომელმაც წიგნი “ვლადიმერ პუტინი-თანამედროვე კაცობრიობის უმაღლესი ლიდერი” გამოსცა, ეკუთვნის დავით ფურცხვანიძეს, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს. Europe Studies Labor (ESL) Georgia-ს ვებ-საიტზე მითითებულია, რომ კომპანია ევროპისა და აზიის ბაზრებს კომერციული და ჰუმანიტარული პროექტების შემუშავებაში და მათ შესრულებაში უწევს დახმარებას.

2013 წლიდან ESL Georgia-ს დირექტორი დავით ფურცხვანიძე ასევე არის ანალიტიკური სააგენტო “უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის” ხელმძღვანელი. დავით ფურცხვანიძის სახელზე ბიზნეს რეესტრში რეგისტრირებულია “სპუტნიკ ტვ”, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თავადაა.

"

2012 წლის სტატიაში “საქართველოს და მსოფლიოს” დავით ფურცხვანიძე რუსეთში მოღვაწე ექსპერტად ჰყავს მოხსენიებული და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე მასთან ინტერვიუ აქვს გამოქვეყნებული. ფურცხვანიძეს 2014 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული კრემლთან დაკავშირებული “ევრაზიული კვლევის ინსტიტუტის” და გორჩაკოვის ფონდის გამართულ მრგვალ მაგიდაში. 2018 წელს კი ფურცხვანიძე “საქართველო და მსოფლიოსთან” ინტერვიუში აცხადებდა, რომ სკრიპალები ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა მოწამლეს, ამასთანავე აცხადებდა, რომ დასავლეთი საქართველოს პატრიარქის მცდელობებს ბლოკავს, რაც რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ისახავს მიზნად.

 

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist