არის თუ არა ლიზ ტრასი ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენის აფეთქებაში ეჭვმიტანილი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.8k
VIEWS

2022 წლის 1 ნოემბერს კრემლისტურმა ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიომ” გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი, ლიზ ტრასი, 26 სექტემბერს მოხმდარი  ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენის აფეთქებაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილია. სტატიაში ამტკიცებენ, რომ ტრასის მობილურიდან გაჟონილი ინფორმაციით, აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე ტრასმა აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შემდეგი ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა: “შესრულებულია.”

აღნიშნულ თემაზე პოსტი ქართულენოვანმა Facebook  ანგარიშმაც გამოაქვეყნა, რომელიც წერს, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომის რეალური მიზეზი გამოვლინდა.

liz trasi არის თუ არა ლიზ ტრასი ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენის აფეთქებაში ეჭვმიტანილი?

იგივე საკითხი რუსეთთან კავშირის გამო უკრაინაში აკრძალული პარტიის “Держава” პრორუსმა ლიდერმა, დმიტრი ვასილეცმა თავის ერთ-ერთ ვიდეოში განიხილა. Ინფორმაცია ასევე გაავრცელეს რუსულენოვამა ფეისბუქ-ანგარიშებმა (1,2,3). აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ფეისბუქ-მომხმარებელმა (1,2) ლიზ ტრასის თანამდებობიდან გადადგომა ჩრდილოთის ნაკადის მილსადენზე აფეთქებასთან ბრიტანეთის ბრალეულობის გამოაშკარავებასთან დააკავშირა.

Ინფორმაცია ლიზ ტრასის და ენტონი ბლინკენის შესაძლო მიმოწერისა და მისი ჩრდილოეთის ნაკადთან კავშირის შესახებ რუსულ მედიაშიც აქტიურად გაშუქდა (1,2,3,4,5), თუმცა კრემლის მედიასაშუალებები აღნიშნავენ, რომ ცნობები ოფიციალურად დადასტურებული არ არის და ინფორმაციის პირველწაყაროდ ფაილების გაზიარების პლატფორმა Megaupload-ის დამფუძნებელს, Kim Dotcom-ს ასახელებენ. Მიუხედავად ამისა, დაუდასტურებელ ინფორმაციას რუსი მაღალჩინოსნები გამოეხმაურნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ დიდ ბრიტანეთს ოფიციალური პასუხი მოსთხოვა კითხვაზე, გაუგზავნა თუ არა ლიზ ტრასმა ენტონი ბლინკენს მესიჯი “შესრულებულია”. Ხოლო რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის თანახმად, ტრასის მიერ ბლინკენისთვის გაგზავნილი შეტყობინება ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენის აფეთქებასთან ლონდონის კავშირს ადასტურებს.

liz trasi 1 არის თუ არა ლიზ ტრასი ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენის აფეთქებაში ეჭვმიტანილი?

მტკიცებები, თითქოს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი ჩრდილოეთის ნაკადის აფეთქებასთანაა დაკავშირებული და რომ მან აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ინციდენტამდე წუთებით ადრე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, მტკიცებულების გარეშეა. მისი ტელეფონის შესაძლო გატეხვის ფაქტი, რომლის ნამდვილობაც დადასტურებული არ არის, ზაფხულის პერიოდში, მილსადენების აფეთქებამდე მოხდა.

მტკიცებები ლიზ ტრასის მობილურ ტელეფონზე კიბერთავდასხმის შესახებ ბრიტანული ტაბლოიდი Daily Mail-ის მიერ გამოქვეყნებულ დაუდასტურებელ ინფორმაციას ეფუძნება. ტაბოლოიდის მიხედვით, ტრასის მობილური კრემლთან დაკავშირებულმა აგენტებმა გატეხეს და დაახლოებით ერთი წლის ტექსტური მიმოწერა მოიპარეს. ცნობების მიხედვით, მოპარული მონაცემები შეიცავდა ტრასის სხვადახვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან მიმოწერას ისეთ თემებზე, როგორებიცაა უკრაინის ომი და კრიტიკა ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონის მიმართ. Daily Mail-ის სტატიის თანახმად, ინციდენტი ჯერ კიდევ ტრასის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს მოხდა, თუმცა, ამის შესახებ ზაფხულის პერიოდში, ტრასის კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობის კამპანიის დროს გახდა ცნობილი. სტატიაში აღნიშნული იყო ისიც, რომ ინციდენტის შესახებ ბორის ჯონსონსაც ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა მან მან დეტალები არ გაასაჯაროვა.

დიდი ბრიტანეთის ოპოზიციური პარტიები ამჟამად აქტიურად მოითხოვენ მოცემული ინციდენტის გამოძიებას, თუმცა, საუბარია 2022 წლის ზაფხულის შესაძლო ინციდენტზე, ხოლო ჩრდილოეთის ნაკადის აფეთქება სექტემბერში მოხდა.

მტკიცება, რომ ლიზ ტრასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, ჩრდილოეთის ნაკადის აფეთქებასთან დაკავშირებით ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, სათავეს Kim Dotcom-ის ტვიტიდან იღებს. პოსტის თანახმად, ტრასმა ბლინკენს შეწტყობინება აფეთქებამდე 1 წუთით ადრე გაუგზავნა, თუმცა ტვიტში არც ერთი წყარო დასახელებული არ არის. მომდევნო ტვიტში მომხმარებელმა განმარტა, რომ მას პირველწყაროსთან წვდომა არ ჰქონდა, თუმცა სადაზვერვო სამსახურის კულუარული ინფორმაცია მიიღო და გაეცნო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას, მოთხოვნას ბრიტანეთს მიმართ, აეხსნა ტრასის სავარაუდო შეტყობინება. 

liz trasi 2 არის თუ არა ლიზ ტრასი ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენის აფეთქებაში ეჭვმიტანილი?

ტვიტერის მომხმარებელი Kim Dotcom ფაილების გაზიარების პლატფორმა Megaupload-ის დამფუძნებელია.  მას შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია (1, 2). იგი ამჟამად აშშ-ში ექსტრადირებას ექვემდებარება, სადაც მას ბრალი საავტორო უფლებების დარღვევაში, ფულის გათეთრებასა და გამოძალვაში ედება.


ალექსანდრა კუენინგი
ერასმუსის CEERES პროგრამის სტუდენტი, “მითების დეტექტორის” სტაჟიორი


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist