არის თუ არა ერაყი კოროვირუსისგან თავისუფალი ქვეყანა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

311
VIEWS

15 ოქტომბერს ვებ-გვერდზე “publishers.ge” გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ არ არსებობს კორონავირუსის პანდემია და ის მასონების მიერაა მოგონილი იმისათვის, რათა დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობა შემცირდეს. ამ მოსაზრების არგუმეტად სტატიაში მოყვანილია ერაყის მაგალითი და მტკიცება იმის შესახებ, რომ ერაყში ვირუსი არ არის, რადგან იქ ამის გაჩენის აუცილებლობა არ ყოფილა. სტატიას თანდართული აქვს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელის ფოტო, თუმცა აღნიშნული არ არის, რომ ეს ინფორმაცია მის მიერ იყო გაჟღერებული.

სტატიას Crowdtangle-ის მონაცემებით 51 გაზიარება აქვს, ხოლო იდენტური სტატია 15 ივნისს abcnews.com.ge-ზეც იძებნება, რომელსაც 820 გაზიარება აქვს.

მტკიცება იმის შესახებ, რომ პანდემია გამოგონილია და მისი რეალური მიზანი მსოფლიო მოსახლეობის შემცირებაა, ცნობილი კონსპირაციის თეორიაა. გარდა ამისა, დეზინფორმაციულია ცნობები, თითქოს ერაყში კორონავირუსი “არ მძვინვარებს”, 20 ოქტომბრის მდგომარეობით, ერაყში 430,678 ინფიცირებული და 10,317 გარდაცვლილია.

  • მტკიცება ვირუსის ხელოვნურად შექმნისა და მოსახლეობის შემცირების გეგმაზე კონსპირაციის თეორიაა

კონსპირაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსი ხელოვნურად, მსოფლიოს მოსახლეობის შესამცირებლად შეიქმნა, პანდემიის გამოცხადების შემდეგ ონლაინ სივრცეში ხშირად ვრცელდება. ამასთან დაკავშირებით “მითების დეტექტორი” ადრინდელ პუბლიკაციებშიც წერდა.

მეცნიერების დიდი უმრავლესობა, რომლებმაც შეისწავლეს ახალი Covid-19 ვირუსი, თანხმდება, რომ იგი ბუნებრივი გზით წარმოშობილია და ცხოველიდან ადამიანზე გადავიდა, სავარაუდოდ ღამურისგან. ახალი კორონავირუსის გენეტიკური შემადგენლობა, გამოკვლეული და საჯაროდ მრავალჯერ გაზიარებულია, გენური მანიპულაციების კვალი ახალი ტიპის კორონავირუსის გენომში არ აღმოჩენილა.

  • ერაყი  მსოფლიოს ქვეყნებს შორის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვით მე-15 ადგილზეა

მტკიცება, თითქოს ერაყში კორონავირუსი “არ მძვინვარებს” დეზინფორმაციაა.  worldometr-ის მიხედვით, 20 ოქტომბრის მდგომარეობით, ერაყი მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული მოსახლეობის მაჩვენებლის მიხედვით მე-15 ადგილზეა, ინფიცირებულთა რაოდენობა აქ 430,678-ს შეადგენს. რაც შეეხება გარდაცვლილთა რიცხვს, ერაყი მსოფლიოს ქვეყნებს შორის მე-19 ადგილზეა და 20 ოქტომბრის მონაცემებით, გარდაცვლილია 10,317 ადამიანი. აქედან გამომდინარე უსაფუძვლოა მტკიცება, რომ ვირუსი მხოლოდ კონკრეტულ ქვეყნებში გავრცელდა,  განვითარებად ქვეყნებში კი მისი გავრცელება მასონების გეგმის ნაწილი არ იყო.

მართალია, აღნიშნული ციტატა ზუსტად ამ ფორმულირებით ღია წყაროებით არ იძებნება, თუმცა თავის გადაცემებში მიხეილ ცაგარელს ხშირად უსაუბრია პანდემიის შესახებ და აღუნიშნავს, რომ ვირუსი ხელოვნურად არის შექმნილი და მისი მიზანი მოსახლეობს შემცირებაა. ცაგარელი ასევე ავრცელებდა კონსპირაციას ბილ გეითსისა და ილონ მასკის კორონავირუსთან კავშირის შესახებ და აღნიშნავდა, რომ ვაქცინის მეშვეობით ბილ გეითსსა და ილონ მასკს ეძლევათ საშუალება, შეიყვანონ ადამიანების ორგანიზმში ჩიპი და ამ გზით დაიმოჩილონ მსოფლიო.

Publishers.ge-ს სტატიის გავრცელება

Publishers.ge-ი ქლიქბაიტ საიტია, რომლის “ჩვენს შესახებ” განყოფილებაში აღნიშნულია, რომ ის საინფორმაციო-გასართობი პორტალია და 2015 წლიდან ფუნქციონირებს.  აღნიშნული მასალის ბმულს 51 გაზიარება აქვს.

ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალა გაზიარდა შემდეგ ჯგუფებში: მთავარი არხი / Mtavari Arkhiკორონა აფიორაპრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაShoto sixarulidze kartveli emigrantebi შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტებიემიგრანტის პირადი სივრცეანტილიბერალური სივრცეაქტუალური თემები, საინტერესო მოვლენები და ფაქტები!რუსთავი 21 ∆ RUSTAVI 21. ჯგუფების ნაწილში პოსტი წაშლილია.

ჯგუფ მთავარი არხი / Mtavari Arkhi-ში გაზიარებულ ბმულს თავის მხრივ 22 გაზიარება აქვს.

იდენტური ციტატა 15 ივნისს აქვს გამოქვეყნებული ქლიქბაიტ ვებ-გვერდ “abcnews.com.ge-ს”, აღნიშნულ მასალას 820 გაზიარება აქვს.

ამავე თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ერაყი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist