აქვს თუ არა ვალდებულება საქართველოს პარლამენტს ყველა კანონი ვენეციის კომისიას შეუთანხმოს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

141
VIEWS

2022 წლის 3 თებერვალს კრემლისტური ტვ “ალტ ინფოს”-ს გადაცემაში “ფოკუსს მიღმა” პროგრამის წამყვანმა მარიკა კუბლაშვილმა საქართველოს შიდა პოლიტიკაში დასავლელი პარტნიორების ჩარევის შესახებ ისაუბრა. კუბლაშვილის თქმით, ქართულ ინსტიტუტებზე ევროპელი პარტნიორების გავლენა იმდენად დიდია, რომ საქართველოს პარლამენტი კანონპროექტებს ჯერ ვენეციის კომისიას უგზავნის და მხოლოდ მათი მხარდაჭერის მიღების შემდეგ იწყებს განხილვას.

მარიკა კუბლაშვილი: “[დასავლეთის] ჩარევის და გავლენის ხარისხი იმდენად დიდია, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მეცადინეობით საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა გახდა, რა თქმა უნდა, ჩვენივე კეთილდღეობისთვის. ამ დღიდან მხოლოდ ქართველი ხალხი მართავს ქვეყანას. მხოლოდ ქართველი ხალხის დელეგირებით ახდენს საქართველოს პარლამენტი მოსახლეობისთვის საჭირბოროტო კანონპროექტების მიღებას. მერე რა, თუ განხილვამდე კანონპროექტები ვენეციის კომისიაში იგზავნება და თუ მათ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მწვანე შუქს აუნთებენ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტიც სიამოვნებით უყრის კენჭს…”

Screenshot 3 6 აქვს თუ არა ვალდებულება საქართველოს პარლამენტს ყველა კანონი ვენეციის კომისიას შეუთანხმოს?

ვენეციის კომისიის შესახებ “ალტ-ინფოს” წამყვანის მტკიცება მანიპულაციურია. საქართველოს პარლამენტს ვენეციის კომისიაში რომელიმე კანონპროექტის განხილვამდე გაგზავნის ვალდებულება არ აკისრია. დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ვენეციის კომისიას საქართველოს პალამენტისგან მხოლოდ კონსტიტუციური მნიშვნელობის მქონე ის კანონები ეგზავნება, რომლებიც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში საკამათო ან განსაკუთრებით აქტუალურია. ამ შემთხვევაშიც, ვენეციის კომისია მიუკერძოებელი მედიატორის როლს ასრულებს და  საქართველოს პარლამენტს კანონპროექტს თავისი რეკომენდაციებით უბრუნებს, რომელთა გათვალისწინებაც ნებაყოფლობითია.

ვენეციის კომისია საკონსტიტუციო სამართლის დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკომპლექტებული საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მთავრობებთან ძირითადად კონსტიტუციასა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებში თანამშრომლობს. ვენეციის კომისია საქართველოსთან 2002 წლიდან მუშაობს. ვენეციის კომისიის ექსპერტები საქართველოს ხელისუფლების მიმართვის საფუძველზე საქართველოს ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესშიც იყვნენ ჩართული, რაც რეკომედაციებსა და საკონსტიტუციო ცვლილებების სამართლებრივი შეფასებას გულისხმობდა. 

“ალტ ინფოს”-ის წამყვანის, მარიკა კუბლაშვილის სიტყვები ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს საქართველოს პარლამენტს მხოლოდ ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული კანონპროექტების განხილვა და მიღება შეუძლია, რაც შეცდომაში შემყვანია. საქართველოს პარლამენტს ვენეციის კომისიაში კანონპროექტების გადაგზავნის ან კომისიის რჩევების გათვალისწიენბის ვალდებულება არ აკისრია. დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ვენეციის კომისიას ეგზავნება მხოლოდ ის კანონპროექტები, რომლებიც კონსტიტუციური მნიშნველობისაა და რომლებთან დაკავშირებითაც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში შიდა კონსენსუსის მიღწევა ვერ ხდება. ვენეციის კომისიაში კანონპროექტის გაგზავნის შემდეგ, კომისიის ექსპერტები კანონპროექტის დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებთან შესაბამისობას აფასებენ და შესაბამის რეკომენდაციებსაც გასცემენ, თუმცა პარლამენტს კომისიის რჩევების გათვალისწინების პირდაპირი ვალდებულება არ აკისრია. 

სხვადასხვა დროს საქართველოს პარლამენტმა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული საკანონდებლო ცვლილებები კომისიისგან კანონპროექტის შეფასებების მიღებამდე დაამტკიცა, ან კანონის მიღებისას კომისიის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა. თავის მხრივ, სახელმწიფოს პარლამენტის მიერ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებისა და შეფასებების გათვალისწინება მნიშვნელოვანია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ვენეციის კომისიის საქმიანობის ძირითადი მიზანი ქვეყნის კანონმდებლობაში დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ევროპული სტანდარტების დამკვიდრებაა.

მანიპულაციური მტკიცებები, რომ დასავლეთი საქართველოს სასამართლო სისტემის გაკონტროლებას ცდილობს, “ალტ-ინფოს” ეთერში წარსულშიც გაჟღერებულა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროსაბჭო
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist