აპირებს თუ არა ცესკო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით იარაღის შეძენას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

86
VIEWS

21 მარტს ფეისბუქ გვერდმა „ძალა სიმართლეშია“ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს ცენტრალურმა კომისიამ (ცესკო) საკუთარი თანამშრომლებისთვის ძვირადღირებული იარაღის შესაძენად ტენდეტი გამოაცხადა. პოსტს თან ერთვის ფოტო, რომელზეც კოკნრეტული ტიპის იარაღი და მისი ფასია ნაჩვენები. პოსტის ავტორის მტკიცებით, ცესკოში გადაწყვიტეს რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თითოეულ თანამშრომლისთვის შეიძინონ 7500 ლარის ღირებულების პისტოლეტი. 

მტკიცება, იმის შესახებ რომ ცესკომ გამოაცხადა ტენდერი იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით მცდარია. მსგავსი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში არ იძებნება, ხოლო ცესკოს წარმომადგენელმა “მითების დეტექტორთან” სატელეფონო კომენტარში გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

“ძალა სიმართლეშია” პოსტთან ერთად აქვეყნებს ფოტოს, სადაც ტენდერის დოკუმენტაცია ჩანს, თუმცა ფოტოები დაბურულია და გაურკვეველია თუ რასთან დაკავშირებით ან ვის მიერ არის გამოცხადებული ეს კონკრეტული ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ ტენდერების შესახებ არსებული ინფორმაცია საჯაროა და ცესკოს მიერ იარაღის შეძენაზე გამოცხადებული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არ მოიძებნა. ცესკოს მიერ 2022 წელს გამოცხადებული ტენდერები შენობის დასრულების სამუშაოებს, კვლევას, მანქანა-დანადგარებსა და საკანცელარიო ნივთებს ეხება.

“მითების დეტექტორი” დამატებით ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს დაუკავშირდა, სადაც სატელეფონო კომენტარში აღნიშნეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და მსგავსი ტენდერი არ არსებობს.

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist