აპირებს თუ არა ქაცარავა ყახაზეთში გამგზავრებას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

35
VIEWS

10 იანვარს ფეისბუკ-ანგარიშმა “პატრიოტი ქართველი”  საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ლოგოთი სქრინი  გამოაქვეყნა, რომელზეც სამოქალაქო აქტივისტის დავით ქაცარავას ფოტო და ციტატაა გამოსახული. სქრინზე მოყვანილი ციტატის მიხედვით, ქაცარავა ნებისმიერ დროს მზადაა წავიდეს ყაზახეთში და რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში თავისუფლებისთვის მებრძოლ ძმებს დაეხმაროს.

დავით ქაცარავა: მზად ვარ, ნებისმიერ დროს, ჩავიდე ყაზახეთში და თავისუფლებისათვის მებრძოლ ძმებს, დავეხმარო რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში !

იდენტური ფოტო 2022 წლის 10 იანვარს სატირულმა გვერდმა “ბუნდოვნად კაპიტალისტური ვაიბები პროდასავლური სოცმედიამენეჯერებისთვის” გამოაქვეყნა."
“პატრიოტი ქართველის” მიერ გამოქვეყნებული სქრინი ყალბია. დავით ქაცარავას ფეისბუკის პირად გვერდზე, სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ვებ-გვერდსა და ფეისბუკ გვერდზე, ასევე სხვა ღია წყაროებით მისი იდენტური ან მსგავსი განცხადება არ იძებნება.

საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” (IPN) ფეისბუკის გვერდსა და ვებ-საიტზე დავით ქაცარავას იდენტური კომენტარის შემცველი ფოტო ან წერილობითი მასალა არ იძებნება. IPN-ის ვებ-გვერდზე ქაცარავას ამ ფოტოსა და ლოგოს გამოსახულებით ორი  მასალაა გამოქვეყნებული 2020 და 2019 წლებში, ყახაზეთში განვითარებულ მოვლენებამდე ადრე.
"

დავით ქაცარავას ფეისბუკის პირად ანგარიშზე ყაზახეთში განვითარებული მოვლენების შესახებ ორი პოსტი აქვს გამოქვეყნებული, თუმცა არც ერთ მათგანში არ არის საუბარი ყაზახეთში წასვლასა და რუს ოკუპანტებთან პირისპირ ბრძოლაზე.
"

აღსანიშნავია, რომ “პატრიოტმა ქართველმა” აღნიშნული სქრინი ქაცარავას პოსტის კომენტარებში აუტვირთა, რასაც თავად დავით ქაცარავამ “ფეიკ ნიუსი” უწოდა.
"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist