სოციალური ქსელის რუსულ ანგარიშებზე (1, 2, 3, 4, 5, 6, 7) აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია თითქოს, კომპანია Mattel ახალი თოჯინის – „ორსული კენის“ გაყიდვას იწყებს. აღწერას Mattel-ის აღმასრულებელი დირექტორის ენდრიუ შივას განცხადება ახლავს თან.
ენდრიუ შივა: „ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ორსული ბიჭები გარიყულნი იყვნენ. დღეს ეს საბოლოოდ იცვლება. მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ ორსული კენის საზაფხულო გამოშვება! ყველამ უნდა დაინახოს საკუთარი თავი თავიანთ სათამაშოებში.“
Სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილი სიახლეს ჰომოფობიური კომენტარებით ეხმაურება.
მტკიცება, თითქოს კომპანია Mattel თოჯინის “ორსული კენის” გამოშვებას აპირებს მცდარია და ის ინგლისურენოვანმა სატირულმა გამოცემა “ბაბილონ ბიმ” გამოიგონა.
Სატირულმა გამომცემა – “The Babylon Bee”-მ 10 მაისს გამოაქვეყნა სტატია, თითქოს კოპანია Mattel-მა ახალი თოჯინა “ორსული კენი” წარადგინა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ტრანს-ინკლუზიისთვის.
კენი არის მამრობითი სქესის თოჯინა, რომელიც პირველად კომპანია Mattel-მა 1961 წელს, ბარბი თოჯინის გამოშვებიდან 2 წლის შემდეგ წარადგინა.
ვებ-გვერდზე, ჩვენს შესახებ სექციაში ხაზგასმულია, რომ მედიასაშუალება სატირული შინაარსის გამოგონილ მასალებს აქვეყნებს.
Babylon Bee-ს სატირულ მასალებზე დაყრდნობით გავრცელებული ყალბი ცნობები მითების დეტექტორმა წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:
- თქვა თუ არა CNN-ის წამყვანმა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მიოკარდიტს იწვევს?
- გაუუქმა თუ არა ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს Twitter-ზე გამოწერა?
- გერმანიაში არავაქცინირებულების საკონცენტრაციო ბანაკებში გადაყვანაზე დეზინფორმაცია სატირულ ვებ-გვერდზე დაყრდნობით ვრცელდება
- საჭიროა თუ არა ვაქცინაცია ახალი iPhone 13-ის ეკრანის განსაბლოკად?
- ითხოვს თუ არა რომის პაპი სამოთხეში მოსახვედრად ვაქცინაციას?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.