აპირებს თუ არა მარგველაშვილი ქვეყნის სათავეში მეორე ვადით მოსვლას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

50
VIEWS

18 ოქტომბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა ენრი ონიანმა გამოაქვეყნა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ფოტო, რომელზეც შემდეგი წარწერაა გაკეთებული: “მზად ვარ მეორე ვადით მოვიდე ქვეყნის სათავეში”. "
ენრი ონიანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის ქვეყნის სათავეში მეორე ვადით მოსვლისთვის მზადაა, დეზინფორმაციაა. ღია წყაროებში გიორგი მარგველაშვილის მსგავსი შინაარსის განცხადება არ იძებნება.

ენრი ონიანის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე გაკეთებული წარწერის მიხედვით, მარგველაშვილი მზადაა ქვეყნის სათავეში კიდევ ერთხელ მოვიდეს. პოსტის ავტორს ამ ინფორმაციის წყარო მითითებული არ აქვს. ღია წყაროებში – მედიასაშუალებებსა და მარგველაშვილის სოციალურ ქსელებში კი ამ შინაარსის განცხადება არ იძებნება.

ენრი ონიანის პოსტის კომენტარების ველში ციტატის რეალურობაში ეჭვი არ შეუტანიათ და მარგველაშვილის მიმართ არაერთი აგრესიული და შეურაცხმყოფელი კომენტარი დაიწერა. სავარაუდოა, რომ ონიანმა პოსტი გიორგი მარგველაშვილის დისკრედიტაციის მიზნით გამოაქვეყნა.

ფოტო, რომელზეც მარგველაშვილის ყალბი ციტატაა განთავსებული მისი ძველი ვიდეოდან ამოჭრილი კადრია, რომელშიც ის ჯიპას (საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტი) სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

მარგველაშვილის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერას შეეხება. 17 ოქტომბერს მან ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემა “კვირის ფორმულაში” სტუმრობისას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნების მეორე ტურში ხმას ოპოზიციას მისცემს. მარგველაშვილს პოლიტიკაში აქტიურად ჩართვასა და ქვეყნის სათავეში მოსვლაზე არც ამ ეთერში უსაუბრია.

გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით აქამდე გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

  •  უფოლოგის მტკიცებით, “ვაქცინაციის ექსპერიმენტებს” სათავე პრეზიდენტ მარგველაშვილის ხელშეკრულებამ დაუდო

ენრი ონიანის შესახებ

ენრი ონიანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს “ქართული მარშის” პარტიულ სიაში 21-ე ნომრად იყო წარდგენილი. ის 5 ივლისს გამართულ ძალადობრივ აქციაზეც იმყოფებოდა.

"

ონიანს ორი ფეისბუქ-ანგარიში აქვს: ენრი ონიანი და Enri Oniani აქვს, ის ხშირად ჰომოფობიური და ქსენოფობიური შინაარსის პოსტებს აქვეყნებს.

მის მიერ აქამდე გავრცელებული დეზინფორმაციასთან დაკავშირებით იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. (stitech.edu) შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist