აპირებს თუ არა გერმანია ლტოლვილების საქართველოში გადანაწილებას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

8
VIEWS

2021 წლის 13 ნოემბერს, Facebook მომხმარებელმა Tea Putkriashvili გერმანელი ტელეწამყავნი მარკუს ლანცის 27 ოქტომბრის გადაცემიდან სქრინშოთი გამოაქვეყნა. ავტორის მტკიცებით, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ანგელა მერკელის ყოფილმა მრჩეველმა გერალდ კნაუსმა გადაცემაში გააჟღერა ინფორმაცია იმის შესაძებ, თითქოს გერმანია მალე საქართველოს ლტოლვილების მიღებას მოსთხოვს. პოსტის თანდართული აღწერის მიხედვით, ვინაიდან ინფორმაცია მსგავსი პოლიტიკური ფიგურის მიერ უკვე გაჟღერდა, დიდი ალბათბით, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და საქართველოს მალე მიგრანტების მიღებას მოსთხოვენ.

"

ინფორმაცია, თითქოს გერმანიაში მიგრანტების საქართველოში გადანაწილების თემაზე ოფიციალური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მანიპულაციურია. რეალურად, გერლად კანუსმა არა ოფიციალური გერმანიის, არამედ საკუთარი, მიგრაციის საკითხებში დამოუკიდებელი ექსპერტის პოზიცია დააფიქსირა.  სიმართლეს არ შეესაბამება ის მტკიცებაც, თითქოს კნაუსი გერმანიის კანცლერის მრჩეველი იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში. 

2021 წლის 27 სექტემბერს, მარკუს ლანცის გადაცემაში, რომელიც ბელარუსიდან მომდინარე არალეგალი მიგრანტების პრობლემას ეხებოდა, მიგრაციის ექსპერტმა გერალდ კნაუსმა განაცხადა, რომ პროცესის დარეგულირების ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალი მესამე ქვეყნებთან მოლაპარაკება და ევროპის სხვა დემოკრატიებისათვის (მოლდოვა, უკრაინა, საქართველო) მიგრანტების გადანაწილების საკითხში თანამშრომლობა იქნებოდა.

"

გერლად კნაუსი, მიგრაციის ექსპერტი: “ეს არის ბრუტალობაში შეჯიბრი, რომელშიც ევროკავშირს გამარჯვების არც შანსი და არც უფლება აქვს. კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ რა კონკრეტული ზომების მიღებაა შესაძლებელი. ვფიქრობ, საჭიროა შეთანხმების მიღწევა მესამე ქვეყნებთან. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც აქ ჩამოდიან ჯერ კიდევ ზომიერია. აქ საუბარია ათასობით, და ყველაზე ბევრი ათიათასობით ადამიანზე. უნდა მოვახერხოთ შეთანხმების მიღწევა აღმოსავლეთ ევროპის სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებთან, მაგალითისთვის მოლდოვასთან, საქართველოსა და უკრაინასთან, რომელთაც საპასუხოდ მნიშვნელოვან დახმარებას აღმოვუჩენთ.”

მნიშნელოვანია აღინიშნოს, რომ მოცემული წინადადება კნაუსმა ალტერნატივის სახით წარმოადგინა და იგი არ ასახავს ოფიციალური გერმანიის პოზიციას. შესაბამისად, მტკიცება თითქოს ექსპერტის განცხადება იმის მანიშნებელია, რომ გერმანიაში მოცემული საკითხი ინსტიტუციურ დონეზე განიხილება, მანიპულაციურია.

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ ფაქტსაც, რომ გერლად კნაუსი არასდროს ყოფილა ანგელა მერკელის მრჩეველი საგარეო საქმეთა საკითხებში. კნაუსი ამჟამად დამოუკიდებელი კვლევითი ორგანზიაცია “ევროპული სტაბილურობის ინსტიტუტის” თავმჯდომარის პოზიციას იკავებს. 2019 წელს იგი გერმანიის ეკონომიკური კოოპერაციისა და განვითარების მინისტრის, გერდ მიულერის მიერ დაინიშნა გერმანული ბუნდესთაგის მიერ “მიგრაციის მიზეზების შემსწავლელი” კომისიის წევრად. თუმცა, კომისიის ძირითად საქმიანობას გერმანიაში არალეგალური მიგრაციის გამომწვევ მიზეზებზე ანგარიშის მომზადება წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ კომისია 24 წევრისაგან შედგებოდა, მის მიერ შემუშავებული დოკუმენტს კი მხოლოდ რეკომენდაციის ფორმა ჰქონდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მიგრაცია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist