აპირებს თუ არა გერმანია იმ რუსების დეპორტირებას, ვინც პრო-რუსულ ავტოგარბენში მონაწილეობდა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

186
VIEWS

2022 წლის 6 აპრილს, Facebook გვერდმა “ტელეკომპანია ახალი • TV Akhali” გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გერმანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნიდან გააძევოს ყველა ის რუსი, რომელიც ბერლინში გამართულ პუტინის მხარდამჭერ ავტოგარბენში მონაწილეობდა. 8 აპრილის მდგომარეობით, პოსტს 1000-ზე მეტი გაზიარება აქვს. 

ტელეკომპანია ახალზე დაყრდნობით, 6 აპრილს, იდენტური შინაარსის პოსტები Facebook გვერდებმა “Exclusive TV – ექსკლუზივი ტვ,” “ისტორია,” “მთიანი აჭარის ინტელექტ-კლუბი” და სხვადასხვა ინდივიდუალურმა ანგარიშებმა (1,2,3, 4,5) გამოაქვეყნეს. 

Screenshot 17 5 აპირებს თუ არა გერმანია იმ რუსების დეპორტირებას, ვინც პრო-რუსულ ავტოგარბენში მონაწილეობდა?

მტკიცება, თითქოს გერმანიის მთავრობამ იმ რუსების ქვეყნიდან დეპორტირება გადაწყვიტა, ვინც ბერლინში გამართულ პუტინის მხარდამჭერ ავტოგარბენში მიიღო მონაწილეობა, დეზინფორმაციაა. ინფორმაცია მსგავსი გადაწყვეტილების შესახებ არც გერმანიის მთავრობას გაუჟღერებია და არც რომელიმე სანდო წყაროში იძებნება.

არცერთ სანდო წყაროში არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანია 3 აპრილის პრორუსული დემონსტრაციის მონაწილეების ქვეყნიდან გაძევებას აპირებს.  

2022 წლის 3 აპრილს, გერმანიის დედაქალაქში მასშტაბური პრორუსული ავტოგარბენი მოეწყო, სადაც 400-მდე მანქანამ და 900-მდე პირმა მიიღო მონაწილეობა. პროტესტს რუსების მიმართ გაზრდილი დისკრიმინაციის საწინააღმდეგო ხასიათი ჰქონდა, თუმცა, რამდენიმე შემთხვევაში წარმოდგენილი იყო რუსეთის უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის მხარდამჭერი სიმბოლიკაც. 

Screenshot 18 4 აპირებს თუ არა გერმანია იმ რუსების დეპორტირებას, ვინც პრო-რუსულ ავტოგარბენში მონაწილეობდა?
ფოტო: Tagesspiegel.de

კრისტიან ფრაიერმა, რომელიც თავს აქციის ორგანიზატორად ასახელებდა, საკუთარ მანქანაზე დავითის ვარსკვლავი შემდეგი წარწერით გამოსახა: “შემდეგი ჩვენ ვართ?” იგი ცდილობდა, რუსების მიმართ არსებული დისკრიმინაცია ნაცისტურ გერმანიაში ებრაელების მიმართ წარმოებული რეპრესიებისთვის შეედარებინა.

ერთ შემთხვევაში, პროტესტის მონაწილემ რუსეთის უკრაინაში ინტერვენციის მხარდამჭერი “Z” სიმბოლოც გამოიყენა, რის გამოც იგი პოლიციამ აქციას განარიდა.  აღსანიშნავია, რომ მოცემული სიმბოლოს გამოყენება გერმანიის სამ მხარეში, მათ შორის ბერლინშიც აკრძალულია. 

  • რა რეაქცია ჰქონდა გერმანიის მთავრობას პრო-რუსული დემონსტრაციების მიმართ?

3 აპრილს უკრაინის ელჩმა გერმანიაში, ანდრეი მელნუკმა საკუთარ Twitter ანგარიშზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მან ქალაქ ბერლინის მერი და ბერლინის პოლიცია გააკრიტიკა. მენუკის თქმით,  გაუგებარია, თუ როგორ დაუშვა გერმანიის მთავრობამ მსგავსი ტიპის საპროტესტო აქცია იმ დღეს, როდესაც ბუჩაში დაღუპული მოსახლეობის კადრები მსოფლიოსათვის ცნობილი გახდა. 

Screenshot 19 4 აპირებს თუ არა გერმანია იმ რუსების დეპორტირებას, ვინც პრო-რუსულ ავტოგარბენში მონაწილეობდა?

პროტესტს და უკრაინის ელჩის ტვიტს ბერლინის მერი და ბერლინის პოლიცია გამოეხმაურნენ, სადაც აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებული მოვლენების ფონზე მსგავსი ტიპის შეკრება მათთვისაც მიუღებელი იყო, აქ საქმე ეხებოდა ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას, შესაბამისად, ისინი დემონსტრაციების დემოკრატიული ფასეულობებიდან გამომდინარე ვერ შეზღუდავდნენ. 

“ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ ავკრძალოთ დემონსტრაცია, რომელიც წინასწარ რეგისტრირებულია და რუსულად მოსაუბრე ადამიანების დისკრიმინაციის წინააღმდეგაა მიმართული. ეს შეკრების თავისუფლების ჩარჩოში ჯდება. ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რაც კრიმინალური კუთხით რელევანტურია.”განაცხადა ბელინის მერმა ფრანცისკა გიფიმ. 

როგორც უკვე აღინიშნა, გერმანიის რამდენიმე მხარეში აკრძალულია ნიშანი “Z”-ის საჯარო ადგილებში გამოყენება. აქვე აღსანიშნავია, რომ 7 აპრილის გადაწყვეტილებით, მკაცრდება ის მოთხოვნები და პირობები, რომლებიც მსგავსი ტიპის დემონსტრაციების ჩატარებისთვის იქნება საჭირო. კერძოდ, პრო-რუსული ავტოგარბენები ვეღარ შეძლებენ ბერლინის იმ ნაწილებში გავლას, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობენ და ჩამოდიან.  


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist