აპირებს თუ არა აშშ უკრაინიდან ჟურნალისტების ევაკუაციას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

102
VIEWS

2 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა კა ტომ ფეისბუქ ჯგუფში “კონსერვატიული მოძრაობა (მხარდამჭერები) უკრაინასთან და ბელარუსთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტემენტის განცხადების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. Პოსტის მიხედვით, აშშ-მა უკრაინიდან 600-700 ჟურნალისტის, მათ შორის CNN-სა და Fox News-ის წარმომადგენლების, ევაკუაციის ბრძანება გასცა. Ამის პარალელურად, სახელმწიფო დეპარტამენტის განკარგულებით, მინსკში აშშ-ს  საელჩოდან თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია დაიწყება. 

Screenshot 16 1 აპირებს თუ არა აშშ უკრაინიდან ჟურნალისტების ევაკუაციას?

მტკიცება იმის შესახებ, რომ აშშ უკრაინიდან ჟურნალისტების ევაკუაციას აპირებს, ოფიციალურ წყაროებში არ იძებნება, ხოლო ბელარუსიდან მხოლოდ საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრების სავალდებულო გამგზავრება გამოცხადდა. 

Აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და კიევში აშშ-ს საელჩოს ვებ-გვერდებზე ან სხვა ღია წყაროებში ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ უკრაინიდან ამერიკელი ჟურნალისტების ევაკუაციას აპირებს, არ იძებნება. 

კიევში აშშ-ის საელჩოს ვებ-გვერდზე აშშ-ს მოქალაქეების მისამართით გამოქვეყნებულ ბოლო სამ მიმართვაში ჟურნალისტების ევაკუცია ნახსენები არაა.

Screenshot 17 1 აპირებს თუ არა აშშ უკრაინიდან ჟურნალისტების ევაკუაციას?

მიმართვებში მოქალაქეებს Covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებულული რეგულაციებისა და იმ გზების შესახებ აწვდიან ინფორმაციას, რომელთა საშუალებითაც სურვილის შემთხვევაში, უკრაინის ტერიტორიის დატოვება სახმელეთო ან საჰაერო გზებით შეუძლიათ. 

ამასთანავე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკრაინის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აშშ თავის მოქალაქეებს ურჩევს, სამხედრო მოქმედებების გაზრდილი საფრთხისა და კორონავირუსის გავრცელების გამო უკრაინაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. 

Screenshot 18 1 აპირებს თუ არა აშშ უკრაინიდან ჟურნალისტების ევაკუაციას?

აღსანიშნავია, რომ CNN-ის მთავარი საერთაშორისო კორესპონდენტი კლარისა უორდი, მისი ტვიტერის ანგარიშის მიხედვით, პირველ თებერვალს აღმოსავლეთ უკრაინაში იმყოფებოდა. 2 თებერვალს კი მარიუპოლიდან მისი სიუჟეტიც გამოქვეყნდა. 

Screenshot 19 1 აპირებს თუ არა აშშ უკრაინიდან ჟურნალისტების ევაკუაციას?

23 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კიევში აშშ-ს საელჩოში დასაქმებულებს სურვილის შემთხვევაში (voluntary departure) ქვეყნის დატოვების ნებართვა მისცა, ხოლო დასაქმებულების ოჯახის წევრების ქვეყნიდან გაყვანის შესახებ ბრძანება (ordered departure) გასცა. თუმცა ჟურნალისტების ევაკუაცია ნახსენები სახელმწიფო დეპარტამენტის არც ამ განცხადებაში იყო. 

სახელმწიფო დეპარტამენტის ამ განცხადების შესახებ გავრცელებული მანიპულაციური მტკიცება “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:

გამოქვეყნებული პოსტის მეორე ნაწილში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ბელარუსთან დაკავშირებულ განცხადებაზეა საუბარი. Პოსტის მიხედვით, ბელარუსიდან აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია დაიწყება. რეალურად, გადაწყვეტილება ეხება საელჩოში დასაქმებულების ოჯახის წევრებს და არა თავად დასაქმებულებს. სახელმწიფო დეპარტამენტმა 31 იანვარს ბელარუსში გამგზავრების შესახებ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია განაახლა. დეპარტამენტი მოაქალაქეებს მოუწოდებს, ბელარუსში მოგზაურობისგან კანონების თვითნებური აღსრულების, დაკავების რისკის, ბელარუსის საზღვართან რუსული სამხედრო ფორმირებების შემაშფოთებელი ზრდისა და Covid-19-ის გავრცელების გამო თავი შეიკავონ. 

Screenshot 20 1 აპირებს თუ არა აშშ უკრაინიდან ჟურნალისტების ევაკუაციას?

აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ს ბელარუსში ისედაც შემცირებული დიპლომატიური წარმომადგენლობა ჰყავს. ამის მიზეზი ბელარუსის მთავრობისმიერ დაწესებული შეზღუდვებია. 2021 წლის აგვისტოში ბელარუსის მთავრობამ საელჩოს დაავალა, მინსკში დასაქმებულთა რაოდენობა 5-მდე შეემცირებინა, ოქტომბერში კი აიძულა, რომ საჯარო დიპლომატიისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფისები დაეხურა, რამაც 20-ზე მეტი ბელარუსელის სამსახურიდან გათავისუფლება გამოიწვია. აშშ-ს ელჩი ჯული ფიშერი იძულებული გახდა, მეზობელ ლიეტუვაში გადასულიყო. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ბელორუსი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist