AP News-ის გაყალბებული სქრინშოტით თომას ჟოლის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

თომას ჟოლი
28.9k
VIEWS

5-6 აგვისტოს ქართულ  (1;2;3;4;5;6) და რუსულენოვანმა (1;2;3;4;5) ფეისბუქ-მომხმარებლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პარიზის ოლიმპიადის სამხატვრო ხელმძღვანელი, თომას ჟოლი მეხის დარტყმის შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხმარებლები აქვეყნებენ Associated Press News-ის სტატიის სქრინშტს, რომელზეც იგივე ინფორმაციაა დატანილი.  

თომას ჟოლი

ფეისბუქ-მომხმარებლები ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს თომას ჟოლი მეხის დარტყმის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს. AP News-ის სტატიის სქრინშოტი გაყალბებულია, გამოცემას მსგავსი სათაურით მასალა არ გამოუქვეყნებია. ინფორმაცია მისი ჰოსპიტალიზების შესახებ ადგილობრივი მედიით არ დასტურდება. 

ფეისბუქ-მომხმარებლები მტკიცების დასტურად ავრცელებენ Associated Press News-ის სტატიის სქრინშოტს, რომლის სათაურშიც ვკითხულობთ, რომ ჟოლი მეხის დაცემის შემდეგ ჰოსპიტალიზებულია. თუმცა, რეალურად, მის შესახებ მსგავსი სათაურით ან შინაარსით AP News-ის ოფიციალურ ვებ-საიტზე სტატია არ იძებნება. სქრინშოტზე ვხედავთ, რომ სტატია კატეგორია World News-ში არის გამოქვეყნებული – AP News-ზე ჟოლის აღნიშნული ფოტოს გამოყენებით ამ კატეგორიის ქვეშ სტატია 3 აგვისტოს გამოქვეყნდა, თუმცა მას განსხვავებული სათაური და შინაარსი აქვს.  

თომას ჟოლი
AP News სტატია, რომლის გაყალბებული სქრინშოტიც ფეისბუქ-მომხმარებლებმა გაავრცელეს 

იმ სტატიის სათაურის მიხედვით, რომლის გაყალბებული სქრინშოტიც გავრცელდა, პოლიცია იძიებს ოლიმპიადის სამხატვრო ხელმძღვანელის წინააღმდეგ სიძულვილის ენის გამოყენების საქმეს. მასალაში ვკითხულობთ, რომ ჟოლიმ პოლიციას მოკვლის მუქარის, საჯარო შეურაცხყოფისა და ცილისწამების შემთხვევებზე თავად მიმართა. მასალაში არაფერია ნათქვამი მეხის დაცემაზე.  

მტკიცება, თითქოს ჟოლი მეხის დაცემის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, არ დასტურდება ადგილობრივი მედიითაც – ფრანგულენოვან გამოცემებს მსგავსი ინფორმაცია არ გამოუქვეყნებიათ (1;2). შესაბამისად, ცნობები, თითქოს გახსნის ცერემონიის სამხატვრო ხელმძღვანელს მეხმა დაარტყა, დეზინფორმაციულია და ეყრდნობა AP News-ის სტატიის გაყალბებულ სქრინშოტს. 

სოციალურ ქსელში თომას ჟოლისა და გახსნის ცერემონიის სხვა ორგანიზატორების მიმართ კრიტიკა მოჰყვა ერთ-ერთ სცენას, რომელიც, საზოგადოების ნაწილის მტკიცებით, ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო სერობით იყო ინსპირირებული. თუმცა, ორგანიზატორებმა მტკიცებები მრავალჯერ უარყვეს და განმარტეს, რომ ლურჯი საღებავით დაფარული კაცი ღვინის ღმერთ დიონისეს განასახიერებდა, ხოლო სცენა ბერძნული მითოლოგიით იყო შთაგონებული და ფრანგული გასტრონომიის ელემენტებს მოიცავდა.  

პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე “საიდუმლო სერობის” გაშარჟების შესახებ “მითების დეტექტორი” გასულ კვირაშიც წერდა. 2024 წლის ოლიმპიადის დაწყების შემდეგ გვარცელებული ყალბი ინფორმაციისა და მანიპულაციური შინაარსის პოსტების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ მასალებში:   

წყაროების შესახებ  

კრემლისტური ალტ-ინფოს მხარდამჭერი ანონიმური ფეისბუქ-მომხმარებელი “ქართველი კონსერვატორი” ანტიდასავლური შინაარსის ინფორმაციას აქვეყნებს. ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების, მათ შორის, “მითების დეტექტორის” მიერ მისი არაერთი პოსტი ყალბ ინფორმაციად არის მონიშნული.  

თომას ჟოლი

ყალბ ინფორმაციას ხშირად აქვეყნებს რუსულენოვანი ფეისბუქ-მომხმარებელი Ludmila Gudzovischi. მისი პოსტები ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების მიერ არის მონიშნული

თომას ჟოლი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სპორტი
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist