ანტივაქსერული ანგარიშები Pfizer-ის გენერალური დირექტორის გაყალბებულ ვიდეოს ავრცელებენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

694
VIEWS

სოციალური ქსელის ქართული და რუსულენოვანი (1,2) მომხმარებლების მიერ აქტიურად ვრცელდება კომპანია Pfizer-ის გენერალური დირექტორის, ალბერტ ბურლას დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე გამოსვლის ვიდეო, სადაც იგი ამბობს, რომ მისი და მისი გუნდის მიზანი 2023 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობის 50%-ით შემცირება იყო, ხოლო დღეს ეს მიზანი რეალობად იქცა.

Screenshot 4 1 ანტივაქსერული ანგარიშები Pfizer-ის გენერალური დირექტორის გაყალბებულ ვიდეოს ავრცელებენ

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო პროგრამულადაა დამუშავებული და ყალბი ინტერპრეტაციით ვრცელდება. ვიდეოს ავთენტურ ვერსიაში ალბერტ ბურლა ამბობს, რომ მისი გუნდის მიზანი არა მსოფლიო მოსახლეობის განახევრება, არამედ იმ ადამიანთა რიცხვის 50%-ით შემცირება იყო, ვისაც Pfizer-ის მედიკამენტებზე არ მიუწვდებოდა ხელი. 

2022 წლის 25 მაისს, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის გენერალური დირექტორი ალბერტ ბურლა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფებოდა, სადაც მან ფორუმის დამფუძნებელ კლაუს შვაბთან ერთად კომპანიის საქმიანობასა და მიღწევებზე ისაუბრა. ბურლას განცხადებით, Pfizer-ის ინიციატივით, კომპანიის ყველა ის მედიკამენტი და ვაქცინა, რომელიც ევროპასა და ამერიკაში არის ხელმისაწვდომი, მსოფლიოს 45 უღარიბესი ქვეყნისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი, რაც დაახლოებით 1.2 მილიარდ ადამიანს საჭირო მედიკამენტებზე წვდომის საშუალებას მისცემს. 

სწორედ ამ ინიციატივაზე საუბრისას აღნიშნა ბურლამ, რომ ჯერ კიდევ 2019 წელს, მისი და მისი გუნდის ოცნება იყო მომდევნო 5 წლის განმავლობაში იმ ადამიანების რაოდენობა 50%-ით შემცირებულიყო, ვისაც მათი მედიკამენტების მიღება არ შეეძლოთ. დამუშავებულ ვიდეოებში ბურლას განცხადების ეს ნაწილია გამოტოვებული.

ყალბი რეალური
როდესაც მე და ჩემმა გუნდმა 2019 წელს დავიწყეთ მუშაობა და 2019 წლის იანვარში მომდევნო 5 წლის მიზნების შემუშავებისთვის შევხვხვდით კალიფორნიაში, მაშინ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო 2023 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობის 50%-ით შემცირება. ვფიქრობ, დღეს ეს ოცნება რეალობა ხდება. როდესაც მე და ჩემმა გუნდმა 2019 წელს დავიწყეთ მუშაობა და 2019 წლის იანვარში მომდევნო 5 წლის მიზნების შემუშავებისთვის შევხვხვდით კალიფორნიაში, მაშინ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო 2023 წლისთვის იმ ადამიანთა რიცხვის 50%-ით შემცირება, რომლებსაც არ შეუძლიათ ჩვენი მედიკამენტების შეძენა. ვფიქრობ, დღეს ეს ოცნება რეალობა ხდება.

Screenshot 5 1 ანტივაქსერული ანგარიშები Pfizer-ის გენერალური დირექტორის გაყალბებულ ვიდეოს ავრცელებენ

დეზინფორმაცია, თითქოს Pfizer-ის გენერალურ დირექტორს 2023 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის 50%-ით შემცირება სურდა, სხვადასხვა ინდურმა, იტალიურმა და ბერძნულმა ორგანიზაციებმაც გადაამოწმეს. 

Pfizer-ის გენერალურ დირექტორ ალბერტ ბურლასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია მითების დეტექტორმა წარსულშიც გადაამოწმა. ვრცლად, იხილეთ:


მოამზადა ანა რობაქიძემ
მითების დეტექტორის სტაჟიორი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist