“ანტილიბერალური ლიგა” დავით ქაცარავას გაყალბებულ ციტატებს ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

212
VIEWS

13 თებერვალს ფეისბუკ გვერდმა “Antiliberal League – ანტილიბერალური ლიგა” ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერის,  დავით ქაცარავას ფოტო და ციტატა გამოაქვეყნა. ციტატის თანახმად, ქაცარავამ თქვა, რომ თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, ის ომში ვერ წავა, რამდენადაც საქართველოს იცავს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ჯერ საქართველოს დაესხმება თავს, ქაცარავა უკრაინას დაიცავს. ამავე დღეს “ანტილიბერალურმა ლიგამ” ქაცარავას სახელით მეორე ციტატაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: “თუ რუსეთი უკრაინას ომს გამოუცხადებს, პირადად ჩემთან ექნებათ საქმე”.
“ანტილიბერალური ლიგის” მიერ გავრცელებული ციტატები ყალბია. დავით ქაცარავას ფეისბუკის პირად გვერდზე და ასევე სხვა ღია წყაროებში  იდენტური ან მსგავსი განცხადებები არ იძებნება.

უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ 2022 წლის იანვრიდან 14 თებერვლის ჩათვლით დავით ქაცარავას 6 პოსტი აქვს გამოქვეყნებული. ამ პოსტებიდან რამდენიმეში სამოქალაქო აქტივისტი უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს,  პოსტების ნაწილში კი, ქაცარავა აკრიტიკებს ხელისუფლებას,  რომელმაც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში რუსეთი და რუსული ოკუპაცია არ ახსენა.

“ანტილიბერალური ლიგის” მიერ გავრცელებული ციტატების მსგავსი შინაარსის განცხადება არც დავით ქაცარავს პირად გვერდზე და არც სხვა ღია წყაროებში არ იძებნება.

წყაროს შესახებ

ფეისბუკ გვერდი “Antiliberal League – ანტილიბერალური ლიგა”  2019 წლის 18 მარტს შეიქმნა. გვერდი ხშირად ავრცელებს ბაია პატარაიას, დავით ქაცარავას და სხვა სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების შესახებ სატირულ პოსტებს. 

გვერდზე ასევე ვრცელდება ანტიოპოზიციური, ქსენოფობიური და ანტივაქსერული შინაარსის პოსტები. “ანტილიბერალური ლიგის” მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” 2020 წელსაც გადაამოწმა. უფრო ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist