ანტიდასავლური პროპაგანდის რიგით მეექვსე ყოველწლიური ანგარიში 2020 წლის მედია მონიტორინგის შედეგებს ასახავს. დისკურს ანალიზის ნაწილი ტრადიციულ მედიაში გამოვლენილ სხვადასხვა წყაროების ანტიდასავლურ გზავნილებს, ნარატივების სტრუქტურას და დროთა განმავლობაში მათ ცვალებადობას მიმოიხილავს. დეზინფორმაციისა და მანიპულაციური შინაარსის ნაწილი კი არა მხოლოდ ტრადიციულ, არამედ სოციალურ მედიაში გამოვლენილ მონაცემებს ასახავს, რა დროსაც გამოყენებულია ფეისბუკის ანალიტიკური ხელსაწყო Crowdtangle და „მითების დეტექტორის” ფეისბუკთან ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის შედეგად მოპოვებული, საქართველოდან დარეპორტებული მონაცემები.
დაკვირვება როგორც მედია საშუალებებზე, ასევე სხვა წყაროებზე – პოლიტიკურ კლასზე, სასულიერო პირებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებზე ხორციელ- დებოდა.
ანგარიში 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. შესავალ ნაწილში წარმოდგენილია კვლევის მთავარი მიგნებები, მეთოდოლოგია და ერთიანი რაოდენობრივი მონაცემები წყაროების მიხედვით. მეორე ნაწილი მტრული სახელმწიფოს გავლენის სტრატეგიას და ნარატივების სტრუქტურას მიმოიხილავს, ცალკე არის განხილული მცდარი დილემის ტექნიკა და ტერმინოლოგიის მაგალითები, მეხუთე თავი ფაქტების გადამოწმების პლატფორმა „მითების დეტექტორის” ფარგლებში გამოვლენილ დეზინფორმაციასა და მანიპულაციას ეთმობა, ხოლო ბოლო თავი საგარეო გავლენის აქტორებს.
ანალოგიური კვლევა მედიის განვითარების ფონდმა 2014-2019 წლებშიც ჩაატარა. კვლევა საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა” ფარგლებში განხორციელდა.
ავტორები:
თამარ კინწურაშვილი
მკვლევარი:
თინა გოგოლაძე
მონაცემთა დამუშავება:
მარიამ ცუცქირიძე, ნიკა შეყელაძე
მედია მონიტორინგი:
თამარ გაგნიაშვილი, სოფო გოგაძე, ხატია ლომიძე, სოფო ჩხაიძე
დიზაინი:
ბესიკ დანელია, IBDESIGN
ფოტო გარეკანზე: Shutterstock © Zef Art
ბმული: ანტიდასავლური პროპაგანდა – 2020