ანჯელინა ჯოლი BBC-ის შეუერთდა და ბავშვებს ყალბი ინფორმაციის აღმოჩენაში დაეხმარება

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

ჯოლი
514
VIEWS

მედიაწიგნიერება კიდევ უფრო პოპულარული ხდება. 2019 წელს BBC-ის ანჯელინა ჯოლი შეუერთდა და იმ გადაცემის აღმასრულებელი პროდიუსერი გახდა, რომელიც ყალბი ინფორმაციის შესახებ ბავშვებში ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. მსახიობი ამბობს, მომავალ თაობას ობიექტურ, მიუკერძოებელ და ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციასთან უნდა ჰქონდეს წვდომა.

ანჯელინა ჯოლი: ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ მომავალ თაობას გავაცნოთ ობიექტური, მიუკერძოებელი ინფორმაცია და იმ მოვლენებისა და საკითხების ფაქტებზე დაფუძნებული ახსნა, რომელიც დღეს ჩვენს მსოფლიოს განსაზღვრავს. დღეს ბავშვებს წვდომა აქვთ მრავალ მოსაზრებასთან, თუმცა არა ფაქტებზე დაფუძნებულ და სანდო ინფორმაციასთან.”

BBC-ის თქმით, პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გლობალური მედია წიგნიერების წახალისებაა. BBC World Service-ის დირექტორი ჯეიმი ანგუსი ამბობს, რომ ბავშვებს ყალბი და რეალური ინფორმაციის გარჩევის ხერხები უნდა მიაწოდონ და კრიტიკული აზროვნება წაახალისონ.

ჯეიმი ანგუსი: “ვერცერთი მშობელი შეძლებს, რომ შვილი ყალბი ამბებისგან იზოლაციაში მოაქციოს. თუმცა რაც შეგვიძლია არის ის, რომ მივაწოდოთ ბავშვებს ხერხები განასხვავონ ნამდვილი ყალბისგან და წაახალისონ ისინი განავითარონ კრიტიკული აზროვნება – ჰკითხონ საკუთარ თავებს: ვინ მოამზადა ვიდეო და რატომ? არიან ისინი გავლენიანი ორგანიზაციები?  ისინი მხოლოდ ამბის ერთ მხარეს გვიყვებიან? არის კიდევ სხვა შეხედულება?”

პროგრამის სამიზნე 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები არიან და მისი მიზანი გლობალური მასშტაბების მიღწევაა. პროგრამა მულტიმედია პროექტი იქნება, რომელიც სატელევიზიო გადაცემასთან ერთად ციფრულ და სამაუწყებლო სხვა ელემენტებსაც მოიცავს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist