ანჩისხატის ტაძრის დეკანოზის Pfizer-ის აცრით გარდაცვალების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

13
VIEWS

25 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა Ketevan Gejadze გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის ანჩისხატის ტაძრის მღვდელმსახურის, დეკანოზ აკაკი მეგრელიშვილის გარდაცვალებაზე წერს. გეჯაძის მიხედვით, საინფორმაციო სამსახურები დეკანოზის გარდაცვალებას კორონავირუსის ინფექციას უკავშირებენ, თუმცა სინამდვილეში ის ფაიზერის მეორე დოზით აცრის მსხვერპლი გახდა.

1

მტკიცება, თითქოს დეკანოზ აკაკი მეგრელიშვილის გარდაცვალება ფაიზერის აცრამ გამოიწვია დეზინფორმაციაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ გარდაცვალების მიზეზი აცრა არ ყოფილა. NCDC-ს ინფორმაციით დეკანოზი მძიმე ქრონიკული პაციენტი იყო და მას კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა.

“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადასამოწმებლად დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა. NCDC-ში ადასტურებენ, რომ დეკანოზი Pfizer-ის ვაქცინით ორჯერადად იყო აცრილი, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ დეკანოზის გარდაცვალების კავშირს ფაიზერის ვაქცინასთან. მათი განმარტების მიხედვით, დეკანოზი აკაკი მეგრელიშვილი მძიმე ქრონიკული პაციენტი იყო და მას კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა. ცენტრში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გარდაცვალების ზუსტი მიზეზის მოკვლევა.

დეკანოზის გარდაცვალება ვაქცინას სხვა ფეისბუქ ანგარიშებმაც დაუკავშირეს. 25 აგვისტოს გვერდზე “მართლმადიდებლობა” გამოქვეყნდა პოსტი, რომლის მიხედვითაც მამა აკაკის გარდაცვალების მიზეზი ფაიზერით ორჯერადად აცრა გახდა. მას თან დართული ჰქონდა ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” ხელმძღვანელის, ზვიად ტომარაძის ამავე შინაარსის პოსტის ლინკი. მოგვიანებით გვერდზე “მართლმადიდებლობა” პოსტი წაიშალა, ზვიად ტომარაძემ კი პოსტში ცვლილება შეიტანა და გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი დაასახელა.

2

3


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist