ამოიღო თუ არა დასახელებიდან Z სიმბოლო უკრაინულმა ბარმა REZZO-მ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

170
VIEWS

21 ივნისს უკრაინულ ჯგუფში Доброго вечора, ми зі Сміли! (Подслушано в Смеле) გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბარ REZZO-ს დასახელებაში Z ასოს არსებობის გამო  სახელი შეაცვლევინეს. პოსტს თან ერთვის ორი ფოტო, რომლებიც, პოსტის ავტორის მტკიცებით, დაწესებულების ძველ და ახალ ფასადებს ასახავს.

Screenshot 2022 06 24 175102 ამოიღო თუ არა დასახელებიდან Z სიმბოლო უკრაინულმა ბარმა REZZO-მ?

გავრცელებული მტკიცება, რომ ბარმა და სამზარეულო REZZO-მ დასახელებაში Z ასოს გამო სახელი შეიცვალა, სიმართლეს არ შეესაბამება. პოსტს დართული ფოტოები ორ სხვადასხვა დაწესებულებას – უკრაინაში მდებარე REZZO-ს და რუსეთში მდებარე სილამაზის სალონს – Золотой дождь-ს ასახავს. 

გავრცელებული პოსტის მიხედვით, მარცხენა ფოტო დაწესებულების პირვანდელ დასახელებას, ხოლო მარჯვენა შეცვლილ დასახელებას ასახავს. რეალურად, ფოტოებზე ორი სხვადასხვა ქვეყანაში, არსებული შენობაა გამოსახული.

მარცხენა ფოტოზე გამოსახული შენობა ბარი და რესტორანი REZZO-ა, რომელიც უკრაინაში, ქალაქ სმილაში მდებარეობს. როგორც დაწესებულების სოციალური ქსელებიდან ჩანს, მას სახელი და ფასადი არ შეუცვლია. 

REZZO-ს გვერდი ფეისბუქზე

Screenshot 2022 06 24 175244 ამოიღო თუ არა დასახელებიდან Z სიმბოლო უკრაინულმა ბარმა REZZO-მ?

REZZO-ს გვერდი ინსტაგრამზე:

Screenshot 2022 06 24 175336 ამოიღო თუ არა დასახელებიდან Z სიმბოლო უკრაინულმა ბარმა REZZO-მ?

რაც შეეხება მეორე ფოტოს, ის რუსეთში, კიროვის ოლქში მდებარე სილამაზის სალონს – Золотой дождь-ს ასახავს. 

სალონის გარე ფასადი მის ოფიციალურ საიტზეც ჩანს

Screenshot 2022 06 24 175436 ამოიღო თუ არა დასახელებიდან Z სიმბოლო უკრაინულმა ბარმა REZZO-მ?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist