ამეტყველდა თუ არა გეიტსი რუსულად?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

34
VIEWS

8 თებერვალს საჯარო ჯგუფში “საერთო სახალხო მოძრაობა ქართველი ერის გადარჩენისთვის!” ფეისბუქ მომხმარებელმა ლევან მარხულიამ ატვირთა ვიდეო, სათაურით “ბილის გეგმები რუსები ყავს ამოღებული თვალში.” ვიდეოში ბილ გეითსი  რუსულ ენაზე ამბობს, რომ პირველ რიგში რუსების “დაჩიპვას” აპირებს.

;

გავრცელებული ვიდეოს თანმხლები რუსული გახმოვანება გაყალბებულია, რეალურად ავთენტურ ვიდეოში ბილ გეიტსი აშშ-ის მიერ კოვიდ19-ის მართვაზე ინგლისურად საუბრობს. ვიდეო Tik-Tok-ის იუმორისტ მომხმარებელს ეკუთვნის, რომელსაც თავისი ანგარიშის აღწერაში მითითებული აქვს, რომ მის მიერ გავრცელებული ყველა ვიდეო იუმორისტულია და რეალობას არ შეესაბამება. 

  • რუსი ტიკტოკერის გახმოვანებული ბილ გეითსი და სხვა პერსონაჟები

გავრცელებული ვიდეოს კადრებში ვხედავთ, რომ ის Tik-Tok-დანაა და მომხმარებელ a.albertum-ს ეკუთვნის.

;

Tik-Tok-ის ამ მომხმარებლის ანგარიშზე კი ვხედავთ გაფრთხილებას, რომ ყველა გავრცელებული ვიდეო იუმორისტულია.

;

 

ბილ გეითსის რუსულენოვანი გახმოვანება, სადაც ამერიკელი ფილანტროპი რუს ხალხს ჩიპიზაციას ჰპირდება, a.albertum-ის პირველი ვიდეოა და ის 7 თებერვალს გამოქვეყნდა. 

;

რეალურად ვიდეოს კადრები ამერიკულ არხ CNBC-ზე ბილ გეითსის 2020 წლის 14 ოქტომბრის ინტერვიუდანაა აღებული. CNBC-ის ეთერში გეითსი არა ერთ საკითხს შეეხო, თუმცა განხილულ თემებს შორის რუსი ხალხის ჩიპიზაცია არ ყოფილა. იმ კონკრეტულ მონაკვეთში, რომელიც რუსული გახმოვანებით გავრცელდა, გეითსი აშშ-ის მიერ კორონავირუსის გავრცელების მართვაზე საუბრობდა, აღნიშნული თემა ვიდეოს ტიტრებშიც არის გამოყოფილი.

;

9 თებერვალს Tik-Tok-ის იმავე ანგარიშმა ილონ მასკისა და ანგელა მერკელის რუსულად გახმოვანებული იუმორისტული ვიდეოები გამოაქვეყნა, სადაც ილონ მასკი აღნიშნავს, რომ ის ამერიკელი არ არის, მურმანსკში “ხრუშოვკის” ტიპის ბინაში ცხოვრობდა და არაყი პირველად იქვე დააგემოვნა. ანგელა მერკელი კი საკუთარ თავს ევროკავშირის მასშტაბით ყველაზე ლამაზ ქალად წარმოგვიდგენს.

 

;


არქივი – https://archive.is/eRdnG


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist