ამერიკული თუ რუსული მოდელი – რას ითხოვს “ხალხის ძალა” და ვინ ითხოვდა NGO-ების გაკონტროლებას მანამდე?

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

471
VIEWS

18 ნოემბერს “ქართულ ოცნებას” გამოყოფილმა “ხალხის ძალამ” განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების უდიდესი ნაწილი NGO-ებზე არის მიმართული და ეს ფული არა ქვეყანას, არამედ “მათივე აგენტურას” ხმარდება. განცხადების მიხედვით, ეს საქართველოს სუვერენიტეტისთვის საფრთხისშემცველია და შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების არსებული პრაქტიკა მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს. “ხალხის ძალა” აცხადებს, რომ შესაბამის წინადადებას უახლოეს მომავალში მოამზადებს.

განცხადებაში საუბარია მედიასა და სასამართლოზეც და ნათქვამია, რომ “ფსევდოლიბერალების ლექსიკონის მიხედვით”, “დამოუკიდებელი” “გარედან მართულის” სინონიმია და ამ მოდელით სასამართლო უნდა მართონ “მათ მიერ მართულმა პარტიებმა ან მათ მიერ დაფინანსებულმა ენჯეოებმა”, დამოუკიდებელ მედიად კი, ასევე “ფსევდოლიბერალების” მოდელის თანახმად, მხოლოდ ის მედია უნდა მოიხსენიებოდეს, რომელიც “უცხოური გავლენის აგენტების მიერ იმართება”.

აღნიშნულ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მან თქვა, რომ აღნიშნულ ინიციატივაზე მას შემდეგ იმსჯელებენ, რაც ის პარლამენტში დარეგისტრირდება. მანამდე კობახიძე გამოეხმაურა აშშ-ის სენატორის, ჯინ შაჰინის გამოსვლას, რომელშიც საუბარი იყო საქართველოში რეფორმების კუთხით არსებულ უკუსვლაზე და საქართველოსთან მიმართებით ბიუჯეტისა და სტრატეგიის გადახედვაზე. კობახიძემ თქვა, რომ აშშ-ის მიერ გამოყოფილი დაფინანსების უდიდესი ნაწილი NGO-ებზე მიდის და ამიტომ აშშ-ის დაფინანსების შემცირებაზე სწორედ მათ უნდა ინერვიულონ.

რომელი ქვეყნები ზღუდავენ არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსებას?

არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსების შეზღუდვის, მიზნობრიობის გაკონტროლების ან სრულად აკრძალვის შესახებ სასურველ მოდელად წარსულში სხვადასხვა აქტორები რუსეთის გამოცდილებას ასახლებდნენ. რუსეთში 2012 წელს მიღებული კანონით, რომელიც 2022 წელს გაფართოვდა, უცხოეთის აგენტად ცხადდება პირი ან ორგანიზაცია, ვინც უცხოეთიდან ნებისმიერი სახის მხარდაჭერას იღებს, იქნება ეს ფინანსური თუ რაიმე სხვა და ვისაც ხელისუფლება უცხოეთის გავლენის ქვეშ მყოფად მიიჩნევს. “უცხოეთის აგენტებს” ეკრძალებათ სახელმწიფო დაფინანსების მიღება, სწავლება უნივერსიტეტებში, ბავშვებთან მუშაობა, მათი ვებ-გვერდების დაბლოკვის უფლება კი რუსეთის კომუნიკაციების სააგენტოს ეძლევა. 2017 წლიდან რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერი იურიდიული პირი, რომელიც რუსეთში ნაბეჭდ ან აუდიო-ვიზუალურ მასალას ავრცელებს შესაძლოა უცხოეთის აგენტად გამოცხადდეს, მაშინაც კი, თუ რუსეთში ფილიალი ან წარმომადგენელი არ ჰყავს. 2021 წლიდან კი ნებისმიერი მედია, რომელიც დაფინანსებას რუსეთის გარედან იღებს, შესაძლოა გამოცხადდეს უცხოეთის აგენტად და ვალდებულია ეს საკუთარ გამოცემაშიც მიუთითოს, როგორც ვებ-გვერდზე, ასევე ყველა ვიდეო და აუდიო მასალაში თუ პოსტში.

2017 წელს მსგავსი კანონი მიიღო უნგრეთმაც, რომლის მიხედვითაც არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც წელიწადში 20 000 ევროზე მეტ დაფინანსებას იღებდა უცხოური წყაროებიდან, უნდა დარეგისტრირებულიყო როგორც “უცხოეთიდან დაფინანსებული”. 2020 წელს ევროკავშირის სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ცნო და შედეგად 2021 წელს უნგრეთის მთავრობამ კანონი გააუქმა.

2018 წელს თურქეთში საქმიანობა შეწყვიტა ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდმა, რისი მიზეზიც ქვეყნის მთავრობის მხრიდან მათი მისამართით გამოთქმული ბრალდებები გახდა. თურქეთის ხელისუფლება ფონდს 2013 წლის აქციებთან კავშირში ადანაშაულებდა, რასაც ორგანიზაციაში უაყოფდნენ. მას შემდეგ თურქეთმა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ კანონები გაამკაცრა. 2021 წელს მიღებული კანონით შეიზღუდა არასამთავრობო ორგანიზაციების უფლება ბიზნეს პარტნიორობის, ასოციაციების შექმნის და ფონდების მოძიების კუთხით. გარდა ამისა, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცა უფლება შეცვალოს ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელსაც ტერორიზმში დაადანაშაულებენ. მსგავს ბრალდებას ხელისუფლება ხშირად იყენებს აქტივისტების, ჟურნალისტების, ხელოვანების და იურისტების წინააღმდეგ. კანონით ხელისუფლებას უფლება მიეცა ყოველწლიური შემოწმება ჩაატაროს ფონდებში, განსაკუთრებით კი უცხოურ ორგანიზაციებში.

უცხოური კონტრიბუციების რეგულაციების კანონი მოქმედებს ინდოეთშიც, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ იყენებს.

2017 წლიდან ჩინეთში მოქმედებს უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების კანონი, რომელიც ჩინეთის მთავრობას მათი საქმიანობის გაკონტროლების საშუალებას აძლევს.

წლების განმავლობაში დასავლეთის აგენტებად მოხსენიების შემდეგ ვენესუელაში 2022 წელს შეიმუშავეს კანონი, რომელიც ახალი სააგენტოს ჩამოყალიბებას მოიაზრებს, სადაც არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა დარეგისტრირდნენ და გაუზიარონ ინფორმაცია ბენეფიციარების და აქტივობების შესახებ. სააგენტო შექმნის ფონდს, სადაც ყველა საერთაშორისო დონაცია მოგროვდება და გადაწყდება თუ რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია მიიღებს დაფინანსებას. ჯერჯერობით კანონი დამტკიცებული არ არის.

რუსეთის მსგავსად არასამთავრობო სექტორის მიმართ მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს ეგვიპტეშიც, სადაც 2019 წელს გამკაცრდა არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის კანონი, რის საფუძველზეც არაერთ ორგანიზაციას დაუსაბუთებლად ეთქვა უარი რეგისტრაციაზე. 2021 წელს ასევე დაუსაბუთებელი ბრალდებებით სულ მცირე 46 არასამთავრობო ორგანიზაცია დახურეს ბელარუსშიც.

როგორც ზემოთ მოყვანილი ჩამონათვალიდან ჩანს, ქვეყნები, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებს მკაცრი შეზღუდვები აქვთ დაწესებული, დემოკრატიის მაღალი ხარისხით არ გამოირჩევიან.

ამერიკული თუ რუსული მოდელი?

აღსანიშნავია, რომ “ხალხის ძალის” წევრებმა, სოზარ სუბარმა და დავით ქართველიშვილმა თქვეს, რომ მათ უცხოური აგენტების რეგისტრაციის კანონის აშშ-ს მსგავსი მოდელის მიღება სურდათ. აღნიშნულ არგუმენტს იყენებდა რუსეთი უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღებისას და აცხადებდა, რომ მათი კანონი აშშ-ს კანონის მსგავსი იყო. რეალურად, რუსული და ამერიკული კანონები ერთმანეთისგან განსხვავდება. ცნობილი რუსი ჟურნალისტის და ოპოზიციონერის, ვლადიმირ ყარა-მურზას ანალიზის მიხედვით, რუსულ კანონს სახელის გარდა არაფერი აქვს საერთო აშშ-ს უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტთან (FARA), რომელიც 1938 წელს მიიღეს ნაცისტური და კომუნისტური პროპაგანდის გავრცელების შესაჩერებლად. დავით ქართველიშვილმა აქტში შესულ ცვლილებებს “უმნიშვნელო” უწოდა და თქვა, რომ მისი სულისკვეთება იგივე დარჩა. რეალურად, აქტში 1966 და 1995 წლებში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, მაგალითად, 1966 წლის ცვლილებით ფოკუსი პროპაგანდიდან პოლიტიკურ ლობიზმზე გადავიდა და “უცხოეთის აგენტთა” განმარტება დავიწროვდა. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტს გაეზარდა მტკიცების ტვირთი, რადგან ამ ცვლილებების შემდეგ FARA-ს ბაზაში მხოლოდ ის ორგანიზაციები ან პირები ხვდებოდნენ, ვის შესახებაც ხელისუფლება დაამტკიცებდა, რომ ისინი მოქმედებდნენ უცხოეთიდან მიღებული მითითებით, თხოვნით, ხელმძღვანელობით ან კონტროლის ქვეშ და ჩართული იყვნენ პოლიტიკურ საქმიანობაში უცხოური ინტერესებიდან გამომდინარე. ამჟამად FARA-ს სიაში რეგისტრირებულია ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც გაცხადებულად ატარებენ სხვა ქვეყნის ინტერესს, მათ შორის ტურიზმის ხელშეწყობისათვის და ა.შ. როგორც ვლადიმირ ყარა-მურზა აღნიშნავს, აშშ-ს კანონის სამიზნეს არასამთავრობო ორგანიზაციები არ წარმოადგენენ და ის NGO-ები, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას არ არიან ვალდებული დარეგისტრირდნენ როგორც უცხოეთის აგენტები, რამდენადაც ისინი არ ატარებენ უცხოურ პოლიტიკურ ინტერესებს. 2013 წლის სტატიაში ყარა-მურზა ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ ამ აქტით უცხოეთის აგენტებად რეგისტრირებული არ იყვნენ ისეთი რუსული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აშშ-ში მოქმედებდნენ და რუსული წყაროებიდან ფინანსდებოდნენ, მაგალითად Institute for Democracy and Cooperation და Center on Global Interests. რუსეთის აგენტებად სიაში შესული ორგანიზაციები ლობისტურ საქმიანობას ეწეოდნენ და რუსეთის მთავრობის, გაზპრომის და ხელისუფლებაში მყოფი პირების ინტერესებს ატარებდნენ. ამის საპირწონედ, რუსული კანონის სამიზნეს სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია და მედია წარმოადგენდა. ყარა-მურზას შეფასებით, რუსული კანონი სტალინის მმართველობასთან უფრო ახლოა, ვიდრე აშშ-ს კანონებთან.

ვინ ითხოვდა არასამთავრობოების ფინანსების გაკონტროლებას “ხალხის ძალამდე”?

წარსულში მსგავსი შინაარსის განცხადებები, რომ აშშ-სა და ზოგადად დასავლეთის მიერ გამოყოფილი დახმარება უმეტესად არა საქართველოს ინტერესებს, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხმარდება, არაერთხელ გვსმენია. ასევე გაჟღერებულა მოწოდებები NGO-ების უცხოეთიდან დაფინანსების შეზღუდვის ან აკრძალვის შესახებ. 2016 წლიდან 2020 წლის ჩათვლით მედიის განვითარების ფონდის მიერ მომზადებულ ანგარიშებში ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ ყოველწლიურად ასახული იყო სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვის ან მათი დაფინანსების აკრძალვისკენ მოწოდებები. ანგარიშებში ასახულია მედიის განვითარების ფონდის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი შემთხვევები, რომელთა შორის იყვნენ:

  • პრო-რუსული მედია (საქართველო და მსოფლიო, საქინფორმი)
  • პრო-რუსული პარტიები (პატრიოტთა ალიანსი, კონსერვატიული მოძრაობა, ქართული მარში)
  • სასულიერო პირები (გიორგი რაზმაძე, დავით ისაკაძე)
  • სხვადასხვა ანტილიბერალური ჯგუფები (ზვიად ტომარაძე – ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფო, სოსო მანჯავიძე – საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, რეზო ამაშუკელი – პოეტი)

ქვემოთ მოყვანილია მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი რამდენიმე მაგალითი 2018-2021 წლებიდან:

პარტიები ირმა ინაშვილი, “პატრიოტთა ალიანსი: „ახლა ფსევდო-ლიბერალებს უნდათ, რომ საქართველოს ეკლესიას პატრიარქი აღარ ჰყავდეს და ისინი ებრძვიან პატრიარქსაც. დღეს მსგავსი კონგლომერატები ბევრ ქვეყანაშია. ეს არც საკვირველია და არც გასაოცარი. საკვირველი და გასაოცარი აქ სხვა რამაა, მთელ ამ კონგლომერატს სწორედ დასავლეთი აფინანსებს. თანაც აფინანსებს მათ და მეტს არავის! საინტერესოა ასევე, რომ ეს კონგლომერატი ყველგან და ყოველთვის დასავლეთის და უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატების სახელით მოქმედებს. საინტერესოა, რომ ამ კონგლომერატს აქტიურად უჭერდა და დღესაც უჭერს მხარს ამერიკის საელჩო საქართველოში და ამერიკული USAID, IRI, NDI, IREX და სხვანი“.

ვაჟა ოთარაშვილი, “პატრიოტთა ალიანსი: „აი, ამ ორგანიზაციებს, რომლებიც ანტიქართული ქმედებებისათვის, ქართული სახელმწიფოს ცნობიერების დანგრევისათვის, ფინანსდებიან უცხოეთიდან, უნდა გადაეჭრათ ეს არტერიები. უნდა გამოაშკარავდეს, რატომ აფინანსებენ, რატომ ირიცხება მილიონები ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე, რატომ?”

ემზარ კვიციანი, “პატრიოტთა ალიანსისყოფილი წევრი: “სწორედ ეს არასამთავრობოები [რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ] არიან, რომლებიც ხელისუფლებას უუნაროს ხდიან. სექტემბერში რომ აქციებს დავიწყებთ, სწორედ ამ არასამთავრობოებს დავბლოკავთ”.

ზურა მახარაძე, “კონსერვატიული მოძრაობა: „ნებისმიერი საინფორმაციო საშუალება ეს არის პოლიტიკაზე ზემოქმედების ინსტრუმენტი და როგორც ასევე ენჯეო და ამიტომ გარედან პოლიტიკაზე ზემოქმედების ინსტრუმენტები, რომ იქმნება ქვეყნის შიგნით, ქვეყნის უსაფრთხოება მოითხოვს, რომ ეგ პროცესი გაკონტროლდეს.“

„[რუსეთის] ტელეარხი „დოჟდი“ არის ოპოზიციური, რომლის საიტზეც რომ შედიხარ, საიტზე პირველი ვარდება, რომ აღნიშნული მედია საშუალება წარმოადგენს უცხოეთიდან დაფინანსებულ უცხოელ აგენტს… ეგ დავნერგოთ საქართველოში.“

გიორგი ქარდავა, “კონსერვატიული მოძრაობა: „ჩვენ როდესაც მოვალთ ხელისუფლებაში, აუცილებლად საკანონმდებლო ცვლილებას შევიტანთ, სადაც აეკრძალებათ ტელეარხებს, მედიებს გარე დაფინანსება.“

შოთა მარტინენკო, “კონსერვატიული მოძრაობა: „დასავლეთი აქ იმით კი არ ფუნქციონირებს ასე ეფექტურად და იმით კი არ გვმართავს, რომ ხალხი ირჩევს, ხალხს აქვს არჩევის საშუალება თავისი მმართველობის, არამედ მთელი დაფინანსებული სისტემაა მედია მიმართულების, ენჯეო მიმართულების და პოლიტიკური პარტიების დასავლეთიდან ფინანსდება. თუ ჩაიხსნება ეს დასავლეთიდან დაფინანსების წყაროები, ამ მიმართულებით საერთოდ აღარ ექნებათ საშუალება იარსებონ დასავლეთის აგენტ პოლიტიკურ ძალებს და მედია ძალებს, დასავლეთის გავლენა ფაქტიურად ნულს მიუახლოვდება.“

სანდრო ბრეგაძე, “ქართული მარში: “ისეთი გაჭირვებული ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ნამდვილად სასარგებლო არის უცხოური კაპიტალის თუ უცხოური დახმარების შემოდინება, მაგრამ მე ჯერ არ მახსოვს, გამოყოფილიყოს თანხები და ამ თანხების საკმაო დიდი ნაწილი არ მოხმარებოდეს იმ ანტიქართულ, ანტიეროვნულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ბრძოლის მთავარი ვექტორი არის ყოველთვის მიმართული მართლმადიდებლური ეკლესიის, ტრადიციული ფასეულობების, ეროვნულობის, ქართველობის და ყველა იმ ნიშან-თვისების წინააღმდეგ, რომელიც ძვირფასი არის ქართველი ერისთვის”.

მედია დავით მხეიძე, “საქართველო და მსოფლიოსავტორი: “ყველა თავმოყვარე სახელმწიფომ, რომ იტყვიან, “აახვევინა” ჯორჯ სოროსის “ასოებს” (არასამთავრობო ორგანიზაციებს) ან, თუ არ “აახვევინა”, პოლიტიკური საქმიანობა (რუსეთი) აუკრძალა.”

საქინფორმისრედაქცია: “მისაბაძი მაგალითი ქართველებისთვის – ერდოღანმა სოროსის ფონდი თურქეთიდან გააგდო”.

სასულიერო პირები გიორგი რაზმაძე, სასულიერო პირი: “ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, არის ის, რომ სოროსის ფონდი და ამ ფონდიდან დაფინანსებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები საბოლოოდ უნდა აიკრძალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი არაფერს აქვს – არც არჩევნებს და არც სხვა გზით სათავეში საღი ძალების მოყვანის მცდელობას”.

დავით ისაკაძე, სასულიერო პირი: “რაც შეეხება იმ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ხელს უწყობენ მეჩეთების მშენებლობას და ხშირად საუბრობენ სხვადასხვა რელიგიური კონფესიის უფლებებზე, ისინი არიან მტრები საქართველოსი. ისინი პირდაპირ იმართებიან დასავლეთიდან და სინამდვილეში მათ ვიღაცის უფლებები კი არ ადარდებთ, არამედ აღიზიანებთ ერთადერთი რამ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია იყო და დღემდე რჩება ქართველი ერის მთავარ სულიერ ციხესიმაგრედ. აი ამიტომაა მათი მიზანი საქართველოს _ მართლმადიდებელი სახელმწიფოს, დაშლა და დაქუცმაცება”.

სხვა სოსო მანჯავიძე, საკრებულოს ყოფილი დამოუკიდებელი დეპუტატი: „უცხოეთიდან ამ მიზნებისთვის დაფინანსებულ ნჯო-ებს უნდა დავარქვათ ის, რაც არიან – საკუთარი დედის გამყიდველი მატუტა ჩესნერიები.“ (ალია, 11-17 ივნისი)
„მომგებიანი პოზიცია აქვთ დაკავებული ნჯო-ებს. თვითონ უცხოელების მიერ საკუთარი ქვეყნის ზედამხედველად დანიშნულნი და დაფინანსებულნი ფხიზლად ადევნებენ თვალს და კრიტიკის ცეცხლში ატარებენ მთავრობას, როცა ამის შეკვეთა მოუვათ.“ (ალია, 15-21 ოქტომბერი)ზვიად ტომარაძე, საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI (ამჟამადერი და სახელმწიფოსხელმძღვანელი): „დროა, ქართველმა ხალხმა კანონი უმრავლესობის ინტერესს მოარგოს და პროვოკაციის გზა გადაუკეტეს უცხოეთიდან დაფინანსებულ მცირე ჯგუფს, რომელიც უმრავლესობაზე დანაშაულებრივად ძალადობს!“ (ასავალ-დასავალი, 2-8 აპრილი)რეზო ამაშუკელი, პოეტი: „სანამ ამ იმპორტირებულ გველებს დასავლეთიდან აქ ბოლოს არ მოვუღებთ ჩვენ, მე არ ვიცი ამას რა იურიდიული მართლწერებით შეიძლება ეს განხორციელდეს, მაგრამ საზოგადოება უნდა შეიკრას და უნდა შევქმნათ ის კონდიცია, რომ მაგენმა ენა ჩაიგდონ მუცელში იმიტომ, რომ ეგენი ღებულობენ უშველებელ გრანტებს და ფულის მონები არიან ეგენი და არც ერთს საქართველო არ ტკივა…“ნაირა გელაშვილი, მწერალი: „ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, რა ფული შემოდის საზღვარგარეთიდან და რისთვის შემოდის ეს ფული კაცო… უამრავი არასამთავრობოა, ვინ რას აკეთებს, ვერ გაიგებ…”

დასავლეთის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი დახმარების შესახებ მცდარი და მანიპულაციური ინფორმაცია არაერთხელ გავრცელებულა და ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ამ საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიცია პრო-რუსული, ანტი-დასავლური ჯგუფების აზრს დაემთხვა. ვრცლად ამ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ მითების დეტექტორის მასალები:

წყარო

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

აა
ალტ-ინფო

წყარო

პატ
პატრიოტთა ალიანსი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist