ამერიკის შესახებ ილია ჭავჭავაძის სიტყვების არასწორი ინტერპრეტირება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

2a85a3bc77db8a6504aee454031afffe
1.1k
VIEWS

“ამერიკის სახელმწიფოთ აზრად აქვს სახელმწიფოთა ძმური კავშირი დაადგინონ”.

ილია ჭავჭავაძე, 25 თებერვალი, 1889 წელი

პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელმა ვაჟა ოთარაშვილმა მედია -კავშირ ობიექტივის ეთერში ამერიკის შესახებ ილია ჭავჭავაძის სიტყვების არასწორი ინტერპრეტირება მოახდინა. კერძოდ, მან განაცხადა:

“ქართველისათვის ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა არის ყელაზე დიდი დემოკრატია და მსოფლიოსათვისაც. მე მინდა ასევე ჯონ კერის მივმართო, რომ ქართველებს ჰყავდათ ძალიან დიდი „ერის მამა” ილია ჭავჭავაძე, რომელმაც 1889 წელს დაწერა შესანიშნავი წერილი – „ევროპა და ამერიკის შეერტებული შტატები” და იქნებ წაიკითხოთ ეს წერილი ბატონო ჯონ კერი, არის თარგმნილი, ალბათ ამერიკის საელჩო გადასცემთ. ეს არის დიდი წინასწარმეტყველება ილია ჭავჭავაძისა, როდესაც ვერცერთი თქვენი დიდი მამა და ვერც ევროპელი მოაზროვნე ვერ წარმოიდგენდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გახდებოდა მსოფლიო ჰეგემონი მთელ დედამიწაზე და იბატონებდა სწორედ იმ განვითარების ხაზით, რომელიც ძალიან ფუნდამენტალურად აქვს ილია ჭავჭავაძეს ამ წერილში ჩამოყალიბებული. ამას იმიტომ ვაცხადებ, რომ სწორედ ილია ჭავჭავაძეს აქვს განმარტებული რას ნიშნავს ქართველი ქრისტიანი.” – ობიექტივი,15 ოქტომბერი.

რეალურად საქმე ეხება ილია ჭავჭავაძის წერილს “ევროპის მილიტარობა და ამერიკის მერმისი”, რომლის გამოყენება, როგორც მაგალითი “თერგდალეულთა” დასავლეთთან დაპარისპირებისა სრულიად უსაფუძვლოა, შემდეგ გარემოებათა გამო:

ილია ჭავჭავაძე 1889 წლის 25 თებერვლით დათარიღებულ წერილში ყურადღებას უთმობს იმ დროის ევროპული იმპერიების სამხედრო ხარჯებს. ცნობილია, რომ ინდუსტრიული რევოლუციისა და ეკონომიკური წარმატებების, ასევე ტექნიკური პროგრესის პირობებში ევროპული იმპერიები დიდ რესურსებს ახმარდნენ გადაიარაღებასა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას. ეკონომიკაზე მილიტარიზმის ამგვარ ნეგატიურ გავლენას სტატიის ავტორი გამართებულად არ მიიჩნევს. “მთელს ევროპას თოფ-იარაღის ქვეშ ჰყავს ერთი მერვედი მთელის მუშა, მწარმოებელის ხალხისა.”

ევროპული ქვეყნების შემდეგ ილიაამერიკის შეერთებულ შტატებზე ამახვილებს ყურადღებას. მისთვის ამერიკა მოსაწონია იმ კუთხით, რომ მას ჰყავს ძალზე მცირე შეიარაღებული ძალები, და მისი რესურსები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ხმარდება. “ერის სიმდიდრე და კეთილდღეობა ამერიკის შტატებისა იმდენად სჯობნის ევროპისას, რომ ვაჭრობასა და მრეწველობაში შტატები ყოველისფრით წარმატებულნი არიან ევროპაზე”. ილიას ვარაუდით ევროპული ქვეყნების მილიტარიზმი მათ ეკონომიკურ გაკოტრებას გამოიწვევს, ხოლო შეერთებული შტატები სამომავლოდ ევროპაზე ეკონომიკურ გავლენას მოიპოვებს. “შტატები ეკონომიურად სულ ერთიანად დაიმორჩილებენ ევროპას, რომელიც აუცილებლად გაკოტრდება “.

გარდა ეკონომიკური წარმატებისა, შეერთებული შტატები ილიას ყურადღებას მისი მშვიდობისმყოფელობითაც იპყრობს. მაშინ, როდესაც “ევროპაში უფრო და უფრო ძლიერდება ერთა შორის დაუნდობლობა და მძულვარება”, ამერიკა სრულიად სხვა სურათს წარმოგვიდგენს. “ამერიკის სახელმწიფოთ აზრად აქვს სახელმწიფოთა ძმური კავშირი დაადგინონ, რისათვისაც ქალაქ ნიუ-იორკში კონგრესი შეიკრიბება. ამ კონგრესზე ლაპარაკი ექნებათ იმის შესახებ, თუ რა პირობითა და რა საშუალებით უნდა შეერთდნენ ამერიკის სახელმწიფონი ისე, რომ არც ერთი სახელმწიფო ამერიკისა არ დაიჩაგროს. სხვათა შორის, კონგრესზე ისიც გადასწყდება, რომ სახელმწიფოებმა ყოველივე შფოთი, უსიამოვნება და ანგარიში მორიგეობითა და მშვიდობიანად გაათავონ ხოლმე. უეჭველია, რომ რაკი ამერიკის სახელმწიფონი ძმურად მორიგდებიან, მხედრობით გატაცებულს ევროპას კიდევ უფრო დასცემს ეკონომიურად და მსოფლიო მეთაურობასაც დაიმკვიდრებს ამერიკა”, – წერს ილია.

წერილის სრული ვერსია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://s-s.tagiweb.com/evropis-militaroba-da-amerikis-mermisi/

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist