ამერიკელი ამომრჩევლების მონაცემები რუსულ დარქნეტში აღმოჩნდა

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

7
VIEWS

Kommersant-მა რუსულ დარქნეტში, ფორუმებზე, მიჩიგანის ამომრჩევლების ბაზა აღმოაჩინა, რომელიც ინფორმაციას 7.6 მილიონ ამერიკელზე მოიცავს. ფორუმზე ასევე იძებნება სხვა შტატის ამომრჩეველთა ბაზები.

ბაზის არქივი გაზიარებული აქვს მომხმარებელს სახელით Gorka9. როგორც კომერსანტი წერს, ბაზაში მოცემულია ამომრჩევლების სახელი, დაბადების თარიღი, სქესი, რეგისტრაციის თარიღი, მისამართი, საფოსტო ინდექსი, იმეილი, საიდენტიფიკაციო ნომერი და საარჩევნო უბნის ნომერი. InfoWatch-ის ჯგუფმა გამოცემას უთხრა, რომ გაჟონილი მონაცემთა ბაზა 2019 წლის ბოლოს გამოქვეყნდა. იმავე ფორუმზე ხელმისაწვდომია ბრუკლინის ქორურგიის ცენტრის პაციენტების 62 ათასი პერსონალური მონაცემი. ასევე იძებნება ამომრჩეველთა ბაზები კონეკტიკუტის, არკანზასის, ფლორიდის და ჩრდილოეთ კაროლინის შტატებიდან, თითო შტატიდან 2-დან 6 მილიონამდე მონაცემი.

ფორუმის ერთ-ერთი მომხმარებელი ამტკიცებს, რომ მან დაახლოებით 4 ათასი დოლარის ჯილდო მიიღო იმისათვის, რომ კონეკტიკუტის ამომრჩეველთა ბაზის ბმული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს გადასცა. დეპარტამენტის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პიროვნებები, ვინც საარჩევნო ჩარევაზე დეპარტამენტს ინფორმაციას მიაწვდიან, ფულად ჯილდოს მიიღებენ. აგვისტოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სმს შეტყობინების საშუალებით რუსეთის მოქალაქეებს ამერიკის არჩევნებში უცხო ქვეყნის ჩარევის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 10 მილიონი აშშ დოლარამდე შესთავაზა. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ აღნიშნულ მესიჯს ამერიკული სპეცსამსახურების მხირდან ჰიბრიდული დარტყმა უწოდა.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist