“ალტ-ინფოს” წამყვანის დეზინფორმაცია, თითქოს რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას არ ბომბავს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

652
VIEWS

19 მარტს კრემლისტური ტელევიზია “ალტ-ინფოს” გადაცემაში ალტ ანალიტიკა ერთ-ერთმა წამყვანმა შოთა მარტინენკომ განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში დასახლებულ პუნქტებს აქტიურად არ ბომბავენ, რადგან მშვიდობიანი მოსახლეობას დახოცვას ერიდებიან. მარტინენკოს თქმით, ეს გადაწყვეტილება სამხედრო თვალსაზრისით მცდარია, თუმცა მორალურად სწორი.

Screenshot 22 6 “ალტ-ინფოს” წამყვანის დეზინფორმაცია, თითქოს რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას არ ბომბავს

შოთა მარტინენკოს მტკიცება, თითქოს რუსები მშვიდობიან მოსახლეობას არ ბომბავენ, დეზინფორმაციაა. გაეროს ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 19 მარტის ჩათვლით უკრაინაში 902 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 1459 კი დაშავდა. რუსეთმა არაერთი სკოლის, საცხოვრებელი კორპუსისა და საავადმყოფოს შენობა დაბომბა. მსგავსს დეზინფორმაციას, რომლის მიზანია მოსკოვს ადამიანურ მსვერპლზე პასუხისმგებლობა მოუხსნას, ძირითადად კრემლის სამთავრობო და პროპაგანდისტული მედია კულტივირებს.

შოთა მარტინენკოს მიერ “ალტ-ანალიტიკის” ეთერში გამოთქმული მტკიცება, რომ რუსები უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობის დახოცვას და მათი საცხოვრებელ ადგილების დაბომბვას ერიდებიან, მცდარია. რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ არაერთი შენობა დაბომბა, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს, ამის ამსახველი კადრები ადგილობრივი მედიით აქტიურად ვრცელდება.

დაბომბვის თარიღი დაბომბილი სამოქალაქო ობიექტი რაოდენობა
27 თებერვალი ონკოლოგიური საავადმყოფო “ოხმატდიტი დაიღუპა 1 ბავშვი, 

4 ადამიანი, აქედან 2 ბავშვი დაშავდა

9 მარტი მარიუპოლის სამშობიარო სახლი და ბავშვთა საავადმყოფო 3 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი დაიღუპა, 17 კი დაშავდა
11 მარტი ხარკოვის ფსიქონევროლოგიური პანსიონი  330 ადამიანი აფარებდა თავს 
13 მარტი 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩერნიგოვში 1 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდა
13 მარტი სკოლა ნიკოლაევში 4 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდა
15 მარტი 3 საცხოვრებელი კორპუსი კიევში 2 ადამიანი დაიღუპა
16 მარტი მარიუპოლის დრამატული თეატრი 1000-1200 ადამიანი აფარებდა თავს 
20 მარტი მარიუპოლის ხელოვნების სკოლა 400-მდე ადამიანი აფარებდა თავს 

ბოლო მონაცემებით, უკრაინაში 902 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 1459 კი დაშავდა

გაეროს ბოლო მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, ანუ 24 თებერვალი – 19 მარტის პერიოდში, ფიზიკური ზიანი 2361 მშვიდობიან მოქალაქეს მიადგა, მათ შორის 902 დაიღუპა, ხოლო 1459 დაშავდა. 902 დაღუპულიდან 75 ბავშვია.

გაეროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის მიზეზი უმეტესად დაბომბვა და საჰაერო თავდასხმებია. გაეროში იმასაც აღნიშნავენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის რეალური მონაცემები გაცილებით მაღალია.

Screenshot 23 7 “ალტ-ინფოს” წამყვანის დეზინფორმაცია, თითქოს რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას არ ბომბავს

18 მარტს ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ და  გენერალურმა მდივანმა ჰელგა მარია შმიდმა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხვა დაგმეს. ჰელგა მარია შმიდის თქმით, უკრაინის ქალაქებში სამოქალაქო ტერიტორიებზე მიზანმიმართული თავდასხმები უნდა შეწყდეს.

მარიუპოლის თეატრი

16 მარტს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მარიუპოლის დრამატული თეატრი დაბომბეს, თეატრს 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. 14 მარტის სატელიტის ფოტოებზე ჩანს, რომ შენობის წინა და უკანა მხარეს რუსულ ენაზე დიდი ასოებით გარკვევით წერია – ბავშვები. 

Screenshot 24 6 “ალტ-ინფოს” წამყვანის დეზინფორმაცია, თითქოს რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას არ ბომბავს

წყარო: Human Rights Watch

რუსულენოვანი კრემლისტური მედიები მარიუპოლის თეატრთან დაკავშირებით ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს თეატრი არა რუსულმა ავიაციამ, არამედ აზოვის ბატალიონმა დაბომბა. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

КТО БОМБИЛ ДРАМТЕАТР В МАРИУПОЛЕ? КРЕМЛЬ ПРОДОЛЖАЕТ ОБВИНЯТЬ ДРУГИХ 

17 მარტს უკრაინის პროკურატურამ განაცხადა, რომ მარიუპოლის თეატრში, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები თავშესაფარში იმყოფებოდნენ, არიან დაშავებულები, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. მოგვიანებით, რადას დეპუტატმა სერგიი ტარუტამ ფეისბუქ-გვერდზე დაწერა, რომ მარიუპოლის თეატრმა დარტყმას გაუძლო და იქ მყოფი ადამიანები გადარჩნენ. 18 მარტს კი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თეატრის ნანგრევებიდან 130 ადამიანი ამოიყვანეს და სამაშველო სამუშაოები გრძელდება. 

საავადმყოფოები — მარიუპოლში, კიევსა და ხარკოვში

9 მარტს რუსმა სამხედროებმა ქალაქ მარიუპოლის სამშობიარო სახლისა და ბავშვთა საავადმყოფოს შენობები დაბომბეს. დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი დაიღუპა, 17 კი დაშავდა. მოგვიანებით კი, დაბომბვისას კიდევ ერთი დაჭრილი ორსული შვილთან ერთად გარდაიცვალა.

ამ თემაზე ქართული და რუსულენოვანი კრემლისტური წყაროები ამტკიცებდნენ, თითქოს დაბომბილ სამშობიაროს ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საცეცხლე პოზიციები ჰქონდათ მოწყობილი და რუსეთმა ბომბები ამ მიზეზით ჩამოაგდო, რაც დეზინფორმაციაა. რეალურად მარიუპოლის მე-3 საავადმყოფო, რომელიც სამშობიარო სახლისა და ბავშვთა პოლიკლინიკის კორპუსებს მოიცავს, მუშაობას აგრძელებდა და მასში დაბომბვის დროს არაერთი ფეხმძიმე იმყოფებოდა. ეს გავრცელებულ ფოტოებზეც კარგად ჩანს.

Screenshot 25 6 “ალტ-ინფოს” წამყვანის დეზინფორმაცია, თითქოს რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას არ ბომბავს Screenshot 26 4 “ალტ-ინფოს” წამყვანის დეზინფორმაცია, თითქოს რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას არ ბომბავს

წყარო: 0629.com.ua

ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას მარიუპოლში სამშობიარო სახლის დაბომბვის შესახებ?

11 მარტს რუსულმა სამხედრო ძალებმა ხარკოვში ფსიქონევროლოგიურ პანსიონზე შეტევა განახორციელეს, რომელსაც თავს 330 ადამიანი აფარებდა, ხარკოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, 73 პაციენტის ევაკუაცია მეზობელ სკოლა-ინტერნატში მოხერხდა.

27 თებერვალს კი კიევში მდებარე ბავშვთა ონკოლოგიურ საავადმყოფოს “ოხმატდიტს” ცეცხლი გაუხსნეს. საარტილერიო თავდასხმის შედეგად 1 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 4 ადამიანი, აქედან 2 ბავშვი დაშავდა.

სკოლები — ნიკოლაევსა და მარიუპოლში

13 მარტს რუსულმა ავიაციამ ნიკოლაევის რეგიონში, ერთ-ერთი ქალაქი და მასში ვასილი სტუსის ქუჩაზე მდებარე სკოლა დაბომბა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სკოლის დაბომბვის შემდეგ მინიმუმ  4 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

Screenshot 27 4 “ალტ-ინფოს” წამყვანის დეზინფორმაცია, თითქოს რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას არ ბომბავს

20 მარტს მარიუპოლში ხელოვნების სკოლა N12 დაბომბეს, სადაც თავს 400-მდე მოქალაქე აფარებდა, ინფორმაცია მარიუპოლის საკრებულომ გაავრცელა.

Screenshot 28 3 “ალტ-ინფოს” წამყვანის დეზინფორმაცია, თითქოს რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას არ ბომბავს

წყარო: Reuters

საცხოვრებელი კორპუსები — ჩერნიგოვსა და კიევში

13 მარტს რუსული ავიაციის საჰაერო დარტყმამ ჩერნიგოვში 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი გაანადგურა. დაბომბვის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაიჭრა.

Screenshot 29 3 “ალტ-ინფოს” წამყვანის დეზინფორმაცია, თითქოს რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას არ ბომბავს

15 მარტს საცხოვრებელ კორპუსებზე შეტევა კიევში, კონკრეტულად კი  პოდოლსკისა და სვიატოშინსკის რაიონებში მდებარე ორ მრავალსართულიან და ერთ ორსართულიან საცხოვრებელ სახლებზეც განხორციელდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 2 ადამიანი დაიღუპა.

Screenshot 30 3 “ალტ-ინფოს” წამყვანის დეზინფორმაცია, თითქოს რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას არ ბომბავს

დეზინფორმაცია, თითქოს რუსეთი უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, რუსეთის სახელისუფლებო და კრემლის პროპაგანდისტული სხვა მედიები აქამდეც ავრცელებდნენ, რაც ადამიანურ მსხვერპლზე რუსეთის პასუხისმგებლობის მოხსნას ისახავს მიზნად. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

სიმონიანის მტკიცება, რომ რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, ტყუილია

ვინ უქმნის საფრთხეს მშვიდობიან მოსახლეობას მარიუპოლში?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist