ალტ-ინფოს მანიპულაცია, თითოქოს პოლონეთს და უნგრეთს დაფინანსებას საემგირაციო პოლიტიკის გამო უწყვეტენ

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

cover 2222
112
VIEWS

2019 წლის 19 იანვარს ინტერნეტ-გამოცემა ალტ-ინფომ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა წინადადებას, რომელიც კანონის უზენაესობასთან წინააღმდეგობაში მოსული ქვეყნებისთვის დაფინანსების შეჩერებას ითვალისწინებს.” ალტ-ინფოს მტკიცებით, ამ ქვეყნებში იგულისხმებიან ისეთი სახელმწიფოები, როგორებიც არიან უნგრეთი და პოლონეთი, რადგან ისინი ევროკავშირის ლიბერალურ საიმიგრაციო პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან. ალტ-ინფო სტატიას ონლაინ-გამოცემა politico.eu-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ალტ-ინფოს მცდელობა, ევროპარლამენტის მხარდაჭერილი ინიციატივა საემიგრაციო პოლიტიკას დაუკავშიროს, მანიპულაციურია, ვინაიდან დოკუმენტი დაფინანსების შეწყვეტას  ევროკავშირის ისეთი ქვეყნებისათვის ითვალისწინებს, რომელებიც კანონის უზენაესობას არ იცავენ, რაც სხვა საკითხებთან ერთად დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობასა და კორუფციის დანაშაულების გამოუძიებლობასაც გულისხმობს. ამასათან, თავად politico.eu, რომელზე დაყრდნობითაც ალტ-ინფო ინფორმაციას ავრცელებს, ევროპარლამენტის ინიციატივას პოლონეთსა და უნგრეთს იმდენად უკავშირებს, რამდენადაც მთითებულ ქვეყნებში კანონის უზენაესობა შესუსტებულია.

2019 წლის 18 აინვარს ევროპარლამენტმა ახალი რეგულაციის შემუშავებას დაუჭირა მხარი, რომელიც სახელმწიფოებში კანონის უზენაესობის შესუსტების წინააღმდეგაა მიმართული.

დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფოს დაფინანსება შეიძლება შეუჩერდეს, თუ საფრთხე შეექმნა:

  • სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და ეფექტიანობას,
  • თაღლითობის, საგადასახადო დანაშაულების, კორუფციის ან სხვა დანაშაულების  სათანადო გამოძიებასა და სისხლისამართლებრივ დევნას,
  • ფინანსური კონტროლის მექანიზმების სათანადო ფუნქციონირებას,
  • ევროკავშირის ბიუჯეტის იმპლემეტნაციაზე მომუშავე სახელწმიფო ორაგნოების მუშაობას,
  • გადასახადების დამალვისა და საგადასახადო კონკურენციის პრევენციასა და კრიმინალიზებას,
  • გადამალული გადასახადების მოძიებას,
  • თაღლითობასთან ბრძოლის ევროპის ოფისთან ან ევროპის პროკურორის ოფისთან თანამშრომლობას.

ევროკავშირის ფინანსურ ინიციატივას პოლონეთს, უნგრეთს და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ალტ-ინფოს მიერ წყაროდ მითითებული politico.eu-ც უკავშირებდა 2018 წლის 1 მაისის სტატიაში, თუმცა, ამის მთავარ მიზეზად  პოლონეთის მიერ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შესუსტებას, ხოლო უნგრეთის შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს ასახელებდა.

Politico.eu: “მიუხედავად იმისა, რომ კომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ამტკიცებდა, რომ გეგმა კონკრტული ქვეყნის წინააღმდეგ არ იყო მიმართული, ის ცალსახად შექმნილია იმისთვის, რომ გაუგზავნოს ძლიერი სიგნალი პოლონეთს – რომელსაც კონფლიქტი აქვს ბრიუსელთან იმ მოქმედებების გამო, რომლებმაც ხელისუფლებას  მართლმსაჯულების სისტემაზე მეტი კონტროლი მისცა – და უნგრეთს, სადაც პრემიერ მინისტრ ვიქტორ ორბანს დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.”

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, პოლონეთი, უნგრეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist