ალტ-ინფოს დეზინფორმაცია ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების შესახებ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

287
VIEWS

30 მაისს ფეისბუქ გვერდზე ალტერნატიული ანალიტიკა გამოქვეყნდა ნაწყვეტი ალტ-ინფოს ეთერში გასული გადაცემიდან, რომელშიც ალტ-ინფოს და კონსერვატიული მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი შოთა მარტინენკო ევროპაში საქართველოს ინტეგრაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოს გეოგრაფიული კომპონენტი გადაულახავ წინააღმდეგობას უქმნის და გარდა ამისა ევროინტეგრაციის აუცილებელი კომპონენტი ქვეყნის კულტურული და ეროვნული შინაარსის დათმობაა:

შოთა მარტინენკო: “გარდა სრულიად გადაულახავი გეოგრაფიული წინაღობისა, რომელიც არსებობს ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, არ ვექვემდებარებით არანაირ ევროპაში მიღებას, იმიტომ, რომ უბრალოდ შეუძლებელია ამ სივრცის ინტეგრირება და დაცვა ევროპისთვის. გარდა ამისა, აუცილებელი კომპონენტი არის კულტურული იდენტობის თანხვედრა. შენ რეალურად უნდა უარყო შენი იდენტობა, ქართველი აღარ უნდა იყო, ქართველობის შინაარსი უნდა დათმო და გახდე ევროპელი. ეგ არის ევროპაში ინტეგრირების აუცილებელი კომპონენტი. არავის არ უნდა წარმოედგინოს, რომ მაგის გარეშე სადმე ინტეგრირება შესაძლებელია.”

1 ალტ-ინფოს დეზინფორმაცია ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების შესახებ

მტკიცება, რომ ევროინტეგრაციის გზაზე გეოგრაფიული მდებარეობა საქართველოსთვის გადაულახავ წინააღმდეგობას წარმოადგენს, სიმართლეს არ შეესაბამება. ევროკავშირის დეფინიციით საქართველო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს მიეკუთვნება, ხოლო კავშირის წევრობა ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას შეუძლია. ევროკავშირში გასაწევრიანებლად ქვეყანამ კოპენჰაგენის კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს მოიცავს, ხოლო რაც შეეხება კულტურას, ამ კუთხით ევროკავშირი არათუ საკუთარი კულტურული იდენტობის დათმობას არ ითხოვს, არამედ ხელს უწყობს განსხვავებული კულტურების დაცვას და პოპულარიზაციას.

1992 წელს ხელმოწერილ მაასტრიხტის ხელშეკრულების 49-ე პუნქტში ნათქვამია, რომ ევროკავშირის წევრი შესაძლოა გახდეს ნებისმიერი ევროპული ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს ევროკავშირის პრინციპებს. EuroVoc-ის ლექსიკონის მიხედვით, რომელსაც ევროკავშირის პუბლიკაციების ოფისი აქვეყნებს და ევროპული პარლამენტი იყენებს, საქართველო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს მიეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვს და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოს მეზობელი თურქეთიც, რომელიც აღნიშნული გეოგრაფიული კრიტერიუმით ევროპის რეგიონს არ მიეკუთვნება.

2 ალტ-ინფოს დეზინფორმაცია ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების შესახებ
ევროპის რეგიონები EuroVoc-ის მიხედვით. ყვითელი – სამხრეთ ევროპა, მწვანე – დასავლეთ ევროპა, ლურჯი-ჩრდილოეთ ევროპა, წითელი – ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა წყარო: Wikipedia

რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს, ამისათვის ქვეყანამ 1993 წელს კოპენჰაგენში შემუშავებული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს. ესენია:

  • სტაბილური ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას
  • კანონის უზენაესობა
  • ადამიანის უფლებების დაცვა
  • უმცირესობების დაცვა და პატივისცემა
  • ფუნქციური საბაზრო ეკონომიკა და კონკურენციასთან და საბაზრო ძალებთან გამკლავების უნარი
  • ადმინისტრაციული და ინსიტუციური შესაძლებლობები იმისა, რომ ეფექტურად მოხდეს ევროკავშირის წევრობის ფარგლებში საერთო ვალდებულების და კანონების იმპლემენტაცია და წევრობის პირობების შესრულება

ამ კრიტერიუმებში საუბარი არაა კულტურულ იდენტობაზე და მის დათმობაზე. 2007 წელს ხელმოწერილ ლისაბონის ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა შთაგონება უნდა მიიღოს ევროპის კულტურული, რელიგიური და ჰუმანისტური მემკვირეობიდან, პატივი სცეს მდიდარ კულტურულ და ლინგვისტურ მრავალფეროვნებას და უზრუნველყოს, რომ ევროპის კულტურული მემკვიდრეობა იყოს დაცული და გაძლიერებული. კულტურის დარგში ევროკავშირის ერთ-ერთ კომპეტენციად განსაზღვრულია წევრი ქვეყნების მხარდაჭერა ამ მიმართულებით.

1957 წელს რომში ხელმოწერილ შეთანხმებაში ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ მოცემულია 167-ე მუხლი, რომელიც ამბობს, რომ ევროკავშირმა ხელი უნდა შეუწყოს წევრი ქვეყნების კულტურების აყვავებას, პატივი სცეს მათ ეროვნულ და რეგიონულ მრავალფეროვნებას და წინ წამოსწიოს საერთო კულტურული მემკვიდრეობა. გარდა ამისა, ევროკავშირის ქმედებებმა ხელი უნდა შეუწყოს წევრ ქვეყნებს შორის ევროპელი ხალხების კულტურისა და ისტორიის შესახებ ცოდნის გაზიარებას.

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროკავშირს საქართველოში კულტურული მრავალფეროვნების, კულტურათაშორისი დიალოგის და ქართული კულტურის საზღვრებს გარეთ პოპულარიზაციის მიმართულებით არაერთი პროექტი დაუფინანსებია.

 წყაროს შესახებ

ფეისბუქ გვერდი ალტერნატიული ანალიტიკა 2022 წლის 9 მარტს შეიქმნა და ალტ-ინფოს გადაცემებს აზიარებს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist