ალტ-ინფოს და “თალიბანელი კონსერვატორის” არითმეტიკა – გაიზარდა თუ შემცირდა მშპ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

347
VIEWS

11 აპრილს ტვ “ალტ-ინფოს” გადაცემაში “ალტნიუსი” საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის მიღების შესახებ საუბრისას “კონსერვატიული მოძრაობის” დამფუძნებელმა გიორგი ქარდავამ განაცხადა, რომ 30 წლის წინ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში სამჯერ მეტს შეადგენდა, ვიდრე ახლა და რომ იმ პერიოდში ქვეყანა ყველა დარგში უფრო წინ იყო. 

გადაცემის აღნიშნული მონაკვეთი ასევე გაავრცელა “ალტ-ინფოსთან” და კონსერვატიულ მოძრაობასთან დაკავშირებულმა ფეისბუქ ანგარიშმა თალიბანელი კონსერვატორი. პოსტში აღნიშნულია, რომ 30 წლიანმა ევროინტეგრაციის ტყუილმა ქვეყანას ეკონომიკური კოლაფსი და ემიგრაციის მაღალი მაჩვენებელი მოუტანა.

Screenshot 3 10 ალტ-ინფოს და “თალიბანელი კონსერვატორის” არითმეტიკა - გაიზარდა თუ შემცირდა მშპ? Screenshot 4 10 ალტ-ინფოს და “თალიბანელი კონსერვატორის” არითმეტიკა - გაიზარდა თუ შემცირდა მშპ?

გიორგი ქარდავას და “თალიბანელი კონსერვატორის” მტკიცებები სამ დეზინფორმაციას შეიცავს: 1) საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ერთ სულ მოსახლეზე მზარდია; 2) საქართველოს მდგომარეობა ბოლო 30 წლის მანძილზე ყველა დარგში არ გაუარესებულა, გაეროს ჰუმანური განვითარების ინდექსი გაუმჯობესდა და ქვეყანა 2000 წელს 81-ე ადგილიდან 2020 წელს 61-ე ადგილას ჩამოვიდა; 3) მიგრაციის სალდო 2019 წლამდე მართლაც უარყოფითი იყო, თუმცა 2020 წელს საქართველოს მოქალაქე იმიგრანტების რიცხვმა ქვეყნიდან წასული მოქალაქეების რაოდენობას გადააჭარბა.

  • მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში სამი ათწლეულის განმავლობაში მზარდი მაჩვენებელი აქვს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მშპ ერთ სულ მოსახლეზე ძირითადად მზარდია, შედარებისთვის, 1996 წელს ეს მაჩვენებელი 688.64 აშშ დოლარი იყო, ხოლო 2020 წლისთვის 4,275.29 ათასი აშშ დოლარი (აღნიშნული მონაცემები გამოთვლილია მიმდინარე ფასების გათვალისწინებით).

Screenshot 5 10 ალტ-ინფოს და “თალიბანელი კონსერვატორის” არითმეტიკა - გაიზარდა თუ შემცირდა მშპ?
წყარო: statista.com

განახლება: აღსანიშნავია, რომ მოცემული დინამიკა ინფლაციის გათვალისწინებითაც (რეალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე) არ იცვლება. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 1992 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში 1519 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2020 წელს 4458.1 აშშ დოლარს, რაც მშპ-ის დაახლოებით 3-ჯერ ზრდის მაჩვენებელია. 

Screenshot 1 5 ალტ-ინფოს და “თალიბანელი კონსერვატორის” არითმეტიკა - გაიზარდა თუ შემცირდა მშპ?
დიაგრამა აგებულია მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით.
  • ქვეყნის ჰუმანური განვითარების ინდექსი, რომლითაც განვითარების დონე იზომება, საქართველოში გაუმჯობესებულია 

გიორგი ქარდავას და ფეისბუქ ანგარიშის “თალიბანელი კონსერვატორის” მიხედვით, ბოლო 30 წლის მანძილზე საქართველოში მდგომარეობა ყველა დარგში გაუარესდა. ქარდავა ასეთ დარგებად ეკონომიკურ და დემოგრაფიულ მაჩვენებლებს, ასევე განათლების დონეს, მეცნიერებასა და ინოვაციებს ასახელებს, ხოლო თალიბანელი კონსერვატორის პოსტში ჩამოთვლილია სიღარიბე, ეკონომიკური კოლაფსი, ემიგრაციის მაღალი მაჩვენებელი და დეპოპულაცია.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მაჩვენებელი, რომლითაც ქვეყნების განვითარების დონე იზომება – ჰუმანური განვითარების ინდექსია (HDI), რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აქვეყნებს. ის მოიცავს საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობას, განათლების დონესა და შემოსავლებს თითოეული ქვეყნისთვის. ქვეყნებს ენიჭებათ ქულა 0-დან 1-მდე (ერთი, როგორც საუკეთესო მაჩვენებელი). 

აღნიშნული ინდექსის უახლესი მონაცემებით, საქართველოს 0.812 ქულა აქვს და ის მსოფლიოს მასშტაბით 61-ე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ 2000 წელს, ანუ იმ პერიოდში, როცა ამ ინდექსის გამოთვლა საქართველოსთვისაც დაიწყო, ქვეყანა 81-ე ადგილს იკავებდა.

Screenshot 6 9 ალტ-ინფოს და “თალიბანელი კონსერვატორის” არითმეტიკა - გაიზარდა თუ შემცირდა მშპ?
წყარო: hdr.undp.org

კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც სახელდება – ინოვაციებია. ინოვაციების გლობალური ინდექსი (GII) 2012 წლიდან არსებობს, ხოლო საქართველოს შესახებ მონაცემები 2014 წლიდან ქვეყნდება. ამ პერიოდიდან ქვეყნის მაჩვენებელი 74-ე ადგილიდან 63-ე ადგილამდე გაუმჯობესდა

Screenshot 7 7 ალტ-ინფოს და “თალიბანელი კონსერვატორის” არითმეტიკა - გაიზარდა თუ შემცირდა მშპ?
წყარო: idfi.ge
  • 2020 წელს ქვეყანაში შემოსული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობამ ქვეყნიდან წასულთა რიცხვს გადააჭარბა

რაც შეეხება მიგრაციის მონაცემებს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მიგრაციის სალდო 2019 წლამდე უარყოფითი იყო (რაც ნიშნავს, რომ ემიგრაციის მაჩვენებელი აჭარბებდა იმიგრაციის მაჩვენებელს), 1994 წლიდან მდგომარეობა ამ მიმართულებით საგრძნობლად გაუმჯობესებულია: 1994 წლის -194.6 და 2019 წლის -8.2. 

Screenshot 8 7 ალტ-ინფოს და “თალიბანელი კონსერვატორის” არითმეტიკა - გაიზარდა თუ შემცირდა მშპ?
წყარო: geostat.ge

2020 წელს მიგრაციის სალდო დადებითი (15.7) პირველად გახდა. სტატისტიკური მონაცემები გვაჩვენებს, რომ ამ წელს ქვეყანაში შემოსული საქართველოს მოქალაქეების (იმიგრანტების) რიცხვი ქვეყნიდან წასული მოქალაქეების რაოდენობას მნიშვნელოვნად აჭარბებდა, ხოლო ყველა სხვა მოქალაქის შემთხვევაში საპირისპირო სურათი გვაქვს – საქართველო მეტმა უცხოელმა დატოვა, ვიდრე შემოვიდა. 

Screenshot 9 9 ალტ-ინფოს და “თალიბანელი კონსერვატორის” არითმეტიკა - გაიზარდა თუ შემცირდა მშპ?
წყარო: geostat.ge

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist