ალტ-ინფოს 2 ტყუილი ბიოლაბორატორიების შესახებ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

673
VIEWS

12 მარტს ულტრამემარჯვენე ტელევიზიის “ალტ-ინფოს” გადაცემაში “ალტ-ანალიტიკა” წამყვანებმა გიორგი ქარდავამ, ირაკლი და შოთა მარტინენკოებმა უკრაინაში და საქართველოში მდებარე ბიოლოგიურ ლაბორატორიებზე ისაუბრეს. მათი მტკიცებით:

  1. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ უკრაინის ამერიკულ ლაბორატორიებში კვლევის მასალების განადგურება დაჩქარებულად მიმდინარეობს, რათა ეს მასალები რუსულ მხარეს ხელში არ ჩაუვარდეს. ეს კი მიანიშნებს იმაზე, რომ აქამდე ამერიკა უკრაინის ტერიტორიაზე აკრძალულ და საშიშ საქმიანობას ახორციელებდა.
  2. ამერიკის მხრიდან უკრაინაში აკრძალული საქმიანობის განხორციელებაზე მიანიშნებს ისიც, რომ ამ ტიპის ლაბორატორიები თავად აშშ-ს ტერიტორიაზე არ არის და საცდელ ცენტრებს საკუთარი ქვეუნისგან მოშორებით ხსნის. 

გადაცემის პირდაპირი ეთერი ტელევიზიის Youtube არხზეც გამოქვეყნდა.  13 მარტს “ალტ-ანალიტიკის”  ეს ნაწყვეტი ფეისბუქ მომხმარებელმა Mancho Abramidze-მ საკუთარ ფეისბუქ ანგარიშზე გააზიარა.

გავრცელებული განცხადებები დეზინფორმაციულია, რადგან: 1) სამხედრო მოქმედებების დროს პათოგენების განადგურება პროტოკოლის ნაწილია. სამხედრო მოქმედებების შედეგად გაზრდილი რისკის გამო საშიში პათოგენების განადგურება უკრაინას WHO-მაც ურჩია.  2) აშშ-ის ტერიტორიაზე 200-ზე მეტი ბიოლოგიური კვლევითი ლაბორატორია მდებარეობს და შესაბასამისად, მტკიცება, რომ ამერიკა “აკრძალულ საქმიანობას” უკრაინის და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ახორციელებს, ტყუილია. ლაბორატორიები კი აკრძალულ საქმიანობას არც აშშ-ში და არც პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ეწევა, რადგან მათი საქმე ბიოუსაფრთხოების უზრუნველყოფაა. 

  • რატომ ანადგურებენ საშიშ პათოგენებს სამხედრო მოქმედებების დროს?

7 მარტს რუსულენოვანი მედიასაშუალებები ავრცელებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსულმა მხარემ მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდა, რომ უკრაინაში აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის დაფინანსებით ბიოლოგიური იარაღის დამზადების პროცესი მიმდინარეობდა. თუმცა რეალურად,  გამოქვეყნებულ დოკუმენტებში საუბარი იყო იმაზე, რომ უკრაინული მხარე ბილოგიურ პათოგენებს სამხედრო საშიშროების გამო ანადგურებდა. 

კონკეტულად, რუსულმა მედიასაშუალებებმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერზე იგორ კონაშენკოვზე დაყრდნობით,  უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ხარკოვისა და პოლტავას რეგიონულ ცენტრების 25 თებერვლის ბრძანება გაავრცელეს. ბრაძანების მიხედვით, ბიოლოგიური პათოგენები სამხედრო მოქმედებების გამო უნდა განადგურებულიყო. 

შვედი, ფრანგი და ბელარუსი მეცნიერების ანალიტიკური მასალის მიხედვით, სამხედრო საშიშროების დროს რუსულენოვანი მედიასაშულებების მიერ გამოქვეყნებული ბრძანების გაცემა ნებისმიერი კვალიფიციური ლაბორატორიის პროტოკოლისთვის ჩვეულებრივი ნორმაა და მათ საერთაშორისო სტანდარტებთან (ISO) შესაბამისობას მიანიშნებს. 

11 მარტს გამოცემა როიტერმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) უკრაინულ მხარეს ქვეყნის საზოგადოებირივი ჯანდაცვის ლაბორატორიებში განთავსებული საშიში პათოგენების განადგურება ურჩია, რათა “ნებისმიერი შესაძლო გაჟონვა” თავიდან აეცილებინათ. როიტერსთან კომენტარში WHO-ს წარმომადგენლობამ აღნიშნა ისიც, რომ  ორგანიზაცია უკრაინული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებთან წლების განმავლობაში თანამშრომლობდა, რათა საშიში პათოგენების გავრცელების პრევენცია მომხდარიყო. როიტერის მასალაში ხაზგასმულია ისიც, რომ რუსული სამხედრო ძალების გადაადგილებისა და ქალაქების დაბომბვის გამო კვლევითი ცენტრების დაზიანებისა და საშიში პათოგენების გავრცელების რისკი განსაკუთრებით გაზრდილია. 

“მითების დეტექტორი” საშიშ პათოგენების განადგურებასთან და მათ კვლევასთან დაკავშირებული შეკითხვით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსერვაციული გენეტიკის მიმართულების ასოცირებულ პროფესორს მარი მურცხვალაძეს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, WHO საშიშ პათოგენების განადგურების რეკომენდაციით გარემოსა და მოსახლეობაში დაავადებების შესაძლო გავრცელების თავიდან აცილებაზე ზრუნავს, ამასთანავე საშიშ პათოგენებზე კვლევის ჩატარება არცერთი საერთაშორისო ან ადგილობრივი კანონის მიხედვით, აკრძალული არ არის იმ შემთხვევაში, თუ უსაფრთხოების შესაბამისი ზომები დაცულია. 

მარი მურცხვალაძე: “საშიშ პათოგენებზე კვლევის ჩატარება არ არის აკრძალული არცერთი საერთშორისო ან ადგილობრივი კანონის მიხედვით თუ დაცულია უსაფრთხოების შესაბამისი ზომები. უსაფრთხოების ზომები შემუშავებულია ისე, რომ არ მოხდეს პათოგენებით მკლვევარის ინფიცირება და/ან გარემოში გავრცელება. როგორც წესი, პათოგენების კვლევის ლაბორატორიები არსებობს მხოლოდ სახელმწიფო მფლობელობაში, სადაც მკაცრად არის დაცული როგორც კვლევის ჩატარების წესები, ასევე ნარჩენების განადგურების პროტოკოლები.”

  • მდებარეობს თუ არა აშშ-ს ტერიტორიაზე ბიოლოგიური ლაბორატორიები?

ალტ-ინფოს წამყვანების მტკიცებით, აშშ ბიოლოგიურ ლაბორატორიებს საკუთარ ტერიტორიაზე არ ათავსებს და ამ ტიპის დაწესებულებებს სხვადასხვა ქვეყნებში, მისგან მოშორებით ქმნის, რათა საფრთხე თავიდან აიცილოს. აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის 2018 წლის მონაცემების მიხედვით, აშშ-ში 4 სრულად ფუნქციონირებადი ბიოუსაფრთხოების მე-4 დონის ლაბორატორია მდებარეობდა. რაც შეეხება ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის ლაბორატორიების რაოდენობას, USA Today-ის 2015 წლის მასალის მიხედვით, ამ ტიპის დაწესებულებების რაოდენობა მინიმუმ 200-ია,   და ეს ლაბორატორიები სხვადასხვა სახელმწიფო სააგენტოს გარდა, უნივერსიტეტებსა და კერძო კომპანიებსაც ეკუთვნით. 

რაც შეეხება უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ს მხარდაჭრით გახსნილ ლაბორატორიებს, აშშ უკრაინულ მხარეს უკრაინული ლაბორატორიების ტექნიკური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლებაში, ასევე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე დარჩენილი იარაღის უსაფრთხოდ განადგურებაში საფრთხის შემცირების ერთობლივი პროგრამის (CTR) ფარგლებში ეხმარება.  კიევში აშშ-ს საელჩოს მიხედვით, აშშ თავის პარტნიორ ქვეყნებთან სახიფათო დაავადებების ლოკალური ან გლობალური გავრცელების პრევენციის მიზნით მუშაობს.

რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიას საქართველოში კი ლაბორატორია  2002 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების “ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ” ფარგლებში 2011 წელს გაიხსნა და ამჟამად ლუგარის ცენტრისა და ლაბორატორიული ქსელის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობაა. 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბიოლაბორატორიების შესახებ გავრცელებული სხვა დეზინფორმაციების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

საქართველოში მდებარე ლუგარის ლაბორატორიის შესახებ სხვადასხვა დროს გავრცელებული დეზინფორმაციების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist