ალტ-ინფო უკრაინის სამხედრო გამარჯვებაზე მილის ციტატას უკონტექსტოდ ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

304
VIEWS

17 ნოემბერს ალტ-ინფოს გადაცემაში ალტ ანალიტიკა აშშ-ს გენშტაბის თავჯდომარის, გენერალი მარკ მილის, გამოსვლის ნაწყვეტი აჩვენეს, სადაც მილი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესაძლებლობებზე საუბრობს. მილის გამოსვლის ქართული თარგმანის მიხედვით, რუსული არმიის კოლაფსის გარეშე, რაც ნაკლებსავარაუდოა, რუსების უკრაინის ტერიტორიიდან ფიზიკურად განდევნა რთული იქნება და ამის ალბათობა სამხედრო თვალსაზრისით დაბალია. ასევე, რადგან კიევისთვის სამხედრო გამარჯვების მიღწევა უკიდურესად რთულია, უკრაინამ რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებზე უნდა იფიქროს. 18 ნოემბერს გადაცემის აღნიშნული მონაკვეთი ალტ-ინფოს ფეისბუქ გვერდზეც გავრცელდა აღწერით: “უკრაინის სამხედრო გამარჯვება არარეალისტური ჩანს – ამერიკის გენშტაბის უფროსი მარკ მილი”. ალტ-ინფოს ნიუსის სქრინი ფეისბუქ მომხმარებლებმაც გაავრცელეს (1,2).

generali mili ალტ-ინფო უკრაინის სამხედრო გამარჯვებაზე მილის ციტატას უკონტექსტოდ ავრცელებს

მარკ მილის ფრაზა სრული კონტექსტის გარეშე გავრცელდა. მილის არ უთქვამს, რომ უკრაინამ მოლაპარაკებები იმ მიზეზით უნდა დაიწყოს, რომ მისთვის სამხედრო გამარჯვების მიღწევა უკიდურესად რთულია. მისი განცხადებით, სრული სამხედრო გამარჯვების მიღწევა შესაძლოა ორივე მხარისთვის შეუძლებელი იყოს, ხოლო უკრაინის მიერ მიღწეული სამხედრო წარმატებები მას კონფლიქტში უფრო ძლიერ მხარედ წარმოაჩენს, რაც მოლაპარაკებებისთვის მომგებიანი პოზიციაა.  

აშშ-ის გენშტაბის უფროსმა მარკ მილიმ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ 16 ნოემბერს უკრაინის უსაფრთხოების საკონტრაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა

ჟურნალისტებმა მილის სთხოვეს განემარტა რამდენიმე დღით ადრე გაჟღერებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, ზამთარი სავარაუდოდ ბრძოლაში პაუზას მოიტანს, რაც მხარეებს შორის მოლაპარაკების შესაძლებლობის ფანჯარას გახსნის და რომ შესაძლოა სამხედრო თვალსაზრისით, გამარჯვება მიღწეული ვერ იქნეს. 

წამყვანებმა მილის პასუხის მხოლოდ ის ნაწილი აჩვენეს, სადაც ის ომში საბოლოო გამარჯვების სირთულეზე საუბრობს.  აღსანიშნავია ისიც, რომ თარგმანში გვხვდება ფრაზა “უკრაინამ უნდა იფიქროს რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებაზე, რადგან კიევისთვის უკიდურესად რთულია სამხედრო გამარჯვების მიღწევა”, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მილი მოლაპარაკებების იდეას უკრაინის სამხედრო წარუმატებლობის გამო აჟღერებს. 

სრული ციტატა: 

“ხერსონი და ხარკივი ფიზიკურად და გეოგრაფიულად მთლიანთან [რუსეთის მიერ დაკავებული უკრაინული ტერიტორია] შედარებით მცირეა, ასე რომ უკრაინიდან რუსების ფიზიკურად განდევნის სამხედრო ამოცანა ძალიან რთულია. და ეს არ მოხდება მომდევნო რამდენიმე კვირაში, თუ რუსული არმია მთლიანად არ განიცდის კოლაფსს, რაც ნაკლებსავარაუდოა. 

ასე რომ, ალბათობის თვალსაზრისით, უკრაინული არმიის გამარჯვების ალბათობა, თუ მას განვმარტავთ, როგორც რუსების უკრაინის ტერიტორიიდან მათ შორის ყირიმიდან 

განდევნას, უახლოეს მომავალში სამხედრო თვალსაზრისით მაღალი არაა. სასურველია მოლაპარაკება ძლიერის პოზიციიდან აწარმოო. რუსეთი ახლა ზურგზეა დაცემული. (provigil) ” 

მილის პასუხის სრული კონტექსტი ცხადყოფს, რომ ის მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე უკრაინის სისუსტის, ან მისი ომში გამარჯვების დაბალი შანსების გამო არ საუბრობს. 

გენერალი პასუხის დასაწყისში უკრაინის სამხედრო წარმატებებს მიმოიხილავს ხერსონსა და ხარკივში, რასაც, მისი თქმით, რუსული ჯარისთვის როგორც სამხედროთა სიცოცხლის, ასევე შეიარაღების კუთხით უზარმაზარი დანაკარგები მოჰყვა.

უკრაინის სამხედრო წარმატებების და რუსული დანაკარგების აღწერის შემდეგ გენერალმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების წარმოება სწორედ ძლიერის პოზიციიდანაა სასურველი, როდესაც მოწინააღმდეგე სუსტის პოზიციაშია და ეს მოცემულობა პოლიტიკური გამოსავლის შესაძლებლობას აჩენს. 

დამატებით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება, თუ როდისაა მოლაპარაკებების დაწყება სასურველი უკრაინამ უნდა მიიღოს და რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის დახმარებას როგორც სამოქალაქო პირების დაცვაში, ასევე იმ სამხედრო მიზნების მიღწევაში, რომლებიც მათ საკუთარი სუვერენული ტერიტორიის დაბრუნების პროცესში დაისახეს.


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist