ალენ დელონის ევთანაზიის შესახებ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

3.3k
VIEWS

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია (1,2,3,4,5) რომ ფრანგი მსახიობი ალენ დელონი დღეს, 18 მაისს შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში ევთანაზიის საშუალებით სიცოცხლეს ასრულებს ან უკვე დაასრულა და გარდაიცვალა. 

მტკიცება იმის შესახებ, რომ ალენ დელონი ევთანაზიით სიცოცხლეს 18 მაისს ასრულებს, ყალბია. რეალურად, 17 მაისს დელონი კანის კინოფესტივალს დაესწრო, ხოლო ცნობები მისი ევთანაზიის შესახებ მისმა შვილმა უარყო. 

ალენ დელონის შვილის ანტონი დელონის ოფიციალურ ინსტაგრამ ანგარიშზე 20 საათის წინ გამოქვეყნებულ ფოტოში ჩანს, რომ ალენ დელონი ამჟამად მიმდინარე კანის კინოფესტივალზე იმყოფება. 

ხაზგასასმელია ისიც, რომ ალენ დელონის ევთანაზიის შესახებ ცნობები მისმა შვილმა ჯერ კიდევ 2022 წლის 4 აპრილს უარყო. მაშინ რადენიმე უცხოური გამოცემა წერდა, რომ ფრანგმა მსახიობმა სიცოცხლის ევთანაზიით დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ალენ-ფაბიან დენოლმა საკუთარ ინსტაგრამის ანგარიშზე დაწერა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუე იყო. 

ალან-ფაბიან დელონმა დაწერა ისიც, რომ ეს გადაწვეტილება დელონის ვაჟის ანტონი დელონის ავტობიოგრაფიული  წიგნიდან კონტექსტის გარეშე ამოიღეს. ავტობიოგრაფიულ წიგნში ანტონი დედის გარდაცვალების შემდეგ მამასთან დიალოგს აღწერს. აღწერის თანახმად,, ალენ დელონმა მას უთხრა, რომ ერთ დღეს, თუ მას რამე დაემართებოდა და კომაში ჩავარდებოდა, უნდოდა, რომ აპარატიდან გამოერთოთ. Paris Match-თან 2021 წლის ინტერვიუში ალენ დელონმა თავადაც აღნიშნა, რომ ევთანაზიას ლოგიკურ და ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევს. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: მცდარი ინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist