აკრძალეს თუ არა პენსილვანიის სკოლებში CNN?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

114
VIEWS

20 თებერვალს ფეისბუქ-გვერდზე ბექა ვარდოსანიძის ბლოგი•Beka Vardosanidze’s blog გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც წერია, რომ პენსილვანიამ სკოლების საკლასო ოთახებში CNN აკრძალა და მის ნაცვლად მოსწავლეებს პატრიოტულ ვიდეოებს სთავაზობს. ვარდოსანიძეს წყაროდ გამოცემა Washington Examiner-ის ბმული აქვს მითითებული.

Screenshot 15 7 აკრძალეს თუ არა პენსილვანიის სკოლებში CNN?

ვარდოსანიძის პოსტი მცდარ და მანიპულაციურ მტკიცებებს შეიცავს. პენსილვანიის შტატის ნორვინის სკოლის საბჭომ მოსწავლეებისთვის ყოველდღე ტელევიზორის ყურების წესი სოციალიზაციის გაზრდის მიზნით ნამდვილად გააუქმა, თუმცა მასწავლებლებს კვლავ შეუძლიათ როგორც CNN 10-ის პროგრამის, ისე სხვა ნებისმიერი სასწავლო დანიშნულების ვიდეოს ჩვენება. ვარდოსანიძის მტკიცება, თითქოს CNN პატრიოტული ვიდეოებით ჩაანაცვლეს, მცდარია, რადგან მასწავლებლებს ნებისმიერი შინაარსის ვიდეოს შერჩევა დამოუკიდებლად შეუძლიათ.

ბექა ვარდოსანიძე პოსტში აღნიშნავს, რომ პენსილვანიის სკოლებში CNN აკრძალეს, მის ნაცვლად სკოლის მოსწავლეებს პატრიოტულ ვიდეოებს შესთავაზებენ, რაც დეზინფორმაციაა. რეალურად, ნორვინის სკოლის საბჭოს CNN სპეციფიური თემატიკის, მათ შორის პატრიოტული ვიდეოებით არ ჩაუნაცვლებია. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ შესაძლებელი იქნება ვიდეოების ნებისმიერი წყაროდან ჩვენება, რაც, ცხადია, არც პატრიოტულ ვიდეოებს გამორიცხავს, თუმცა შერჩეულ ვიდეოებს სასწავლო დანიშნულება უნდა ჰქონდეთ.

14 თებერვალს პენსილვანიის ნორვინის სკოლის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნორვინის საშუალო სკოლაში მთავარ საკლასო ოთახში (Homeroom), სადაც აქამდე მოსწავლეებს CNN 10-ის პროგრამას აყურებინებდნენ, ტელევიზორის ყურების წესი გაეუქმებინა. ამის მიზეზი მოსწავლეებისთვის სოციალიზაციისა და ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალების მიცემაა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საბჭომ CNN აკრძალა, გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მასწავლებლის, სკოლის ადმინისტრატორის ან მოსწავლის სურვილის შემთხვევაში, მათ კვლავ შეუძლიათ ნებისმიერი წყაროს, მათ შორის CNN-ის შემეცნებითი ღირებულების მქონე ვიდეოების ყურება.

საბჭოს სხდომის ვიდეოჩანაწერში ისმის, რომ ნორვინის სკოლების ზედამხედველმა ჯეფ ტეილორმა დასვა დასაზუსტებელი კითხვა, თუ რამდენად შეეძლებოდათ მასწავლებლებს, მათი სურვილის შემთხვევაში, CNN 10-ის ჩვენება, რაზეც საბჭომ უპასუხა, რომ თუ მასწავლებლები საჭიროდ მიიჩნევენ, მათ აქვთ უფლება მოსწავლეებისთვის ისევ CNN 10 ჩართონ.

ნორვინის სკოლის საბჭოს გადაწყვეტილებაში CNN 10 ნახსენები საერთოდ არ არის, მასში ყურადღება ტელევიზორის ყურების შეწყვეტასა და მოსწავლეებს შორის ინტერაქციის გაზრდაზეა გამახვილებული. 

Screenshot 16 5 აკრძალეს თუ არა პენსილვანიის სკოლებში CNN?

The Associated Press-თან საუბრისას ნორვინის სკოლების ზედამხედველმა ჯეფ ტეილორმა აღნიშნა, რომ CNN 10-ის პროგრამის გაშვება სავალდებულო არც აქამდე ყოფილა, თუმცა მასწავლებლები Homeroom-ის გაკვეთილებს ის ფონად გასდევდა და ეს  რუტინულად გრძელდებოდა.

CNN 10 ახალი ამბების ყოველდღიური 10-წუთიანი პროგრამაა მოსწავლეებისთვის, რომელსაც ნორვინის საშუალო სკოლაში Homeroom-ის 19-წუთიან პერიოდში 2018 წლიდან აჩვენებდნენ. Homeroom სკოლაში ის ოთახია, რომელშიც დღის დასაწყისში მასწავლებელი მოსწავლეების დასწრებას აღრიცხავს. იმავე ტერმინს იყენებენ სკოლაში დღის ამ კონკრეტული მონაკვეთის აღსაწერადაც.

ბექა ვარდოსანიძის ბლოგზე გამოქვეყნებულ პოსტს მკითხველი შეცდომაში შეჰყავს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ პოსტის ბოლოს აღნიშნულია, რომ მასწავლებლებს სკოლებში CNN 10-ის ჩვენება ისევ შეეძლებათ, კომენტარებში სიმართლედ მაინც პოსტის პირველი წინადადებაა აღქმული, რომელშიც წერია, რომ CNN აიკრძალა და მის ნაცვლად მოსწავლეებს პატრიოტულ ვიდეოებს აჩვენებენ.

Screenshot 17 5 აკრძალეს თუ არა პენსილვანიის სკოლებში CNN?

ვარდოსანიძე წერს, რომ CNN პატრიოტული ვიდეოებით ჩაანაცვლეს, ვარდოსანიძის მიერ წყაროდ მითითებულ Washington Examiner-ის სტატიაში კი წერია, რომ საბჭოს ახალი პოლიტიკა მასწავლებლებს პატრიოტული ვიდეოების ჩვენების საშუალებას მისცემს. ამ თემაზე სტატია Fox News-მაც მანიპულაციური სათაურით გამოაქვეყნა და პატრიოტული ვიდეოების ჩვენებას გაუსვა ხაზი.

Screenshot 18 5 აკრძალეს თუ არა პენსილვანიის სკოლებში CNN?

წყაროების შესახებ

ბექა ვარდოსანიძის ბლოგი•Beka Vardosanidze’s blog 2021 წლის 14 მარტს შექმნილი გვერდია და ბლოგერ ბექა ვარდოსანიძეს ეკუთვნის, რომელიც დაახლოებით ბოლო ერთი წელია უფრო მეტად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით აქტიურობს და ხშირად ანტივაქსერულ გზავნილებს ავრცელებს. მანამდე ვარდოსანიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენებზე იყო კონცენტრირებული და დონალდ ტრამპის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდა. ვარდოსანიძე ავრცელებდა დეზინფორმაციას, თითქოს აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.

ვარდოსანიძე წყაროდ კონსერვატიულ გამოცემა Washington Examiner-ს იყენებს. გამოცემა მკვეთრად მემარჯვენე იდეოლოგიისაა და ზოგჯერ შეცდომაში შემყვან მასალებსაც აქვეყნებს. მაგალითად, 2018 წელს Snopes-მა Washington Examiner-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რიპონის კოლეჯმა 11 სექტემბერთან დაკავშირებული პოსტერი კამპუსში არ განათავსა, რადგან ის მუსლიმებს შეურაცხყოფდა, გადაამოწმა და მეტწილად მცდარად შეაფასა.

Screenshot 19 5 აკრძალეს თუ არა პენსილვანიის სკოლებში CNN?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist