ახლადშექმნილი “ფარღალიტი” იტალიელი ანტივაქსერი ექიმის კოვიდ-დეზინფორმაციებს ავრცელებს

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

15
VIEWS

2021 წლის 9 აგვისტოს, ფეისბუქ გვერდმა “ფარღალიტი” გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც იტალიელი ექიმი რობერტო პეტრელა კოვიდ-19-ის შესახებ საუბრობს და მას კაცობრიობის განადგურების მიზნით შექმნილ ხელსაწყოს უწოდებს. ვიდეოს აღწერის თანახმად, პეტრელა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც პანდემია გამოიკვლია და იგი გენოციდთან გააიგივა.

ვიდეოში ექიმი ამბობს, რომ ტერმინი COVID-19 არა დაავადებას, არამედ ხელოვნური ინტელექტის მიერ ვაქცინაციის იდენტიფიკაციის მექანიზმს აღნიშნავს და ის მსოფლიო მოსახლეობის განადგურების მიზნითაა შექმნილი. აგრეთვე, ექიმი ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ვირუსი მრავალი წლის განმავლობაში ხელოვნურად მზადდებოდა, იგი 2020 წელს გაშვებული იქნა მსოფლიოში, მის გააქტიურებას კი დასუსტებული იმუნური სისტემა იწვევს. პეტრელა მოუწოდებს მოსახლეობას, არ გაიკეთონ კოვიდ ტესტები, ვინაიდან ისინი საფრთხის შემცველნიც არიან. Მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც ვირუსს ატარებენ, ჯანმრთელნი არიან და ამაში საგანგაშო არაფერია. თუმცა, ტესტის გაკეთების შემთვევაში, პასუხი აუცილებლად დადებითი იქნება, რაც მოსახლეობაში შიშის დათესვას გამოიწვევს და მასობრივ ვაქცინაციას შეუწყობს ხელს. ვაქცინაცია კი, თავის მხრივ, ასუსტებს ადამიანების იმუნიტეტს და  ინფიცირებულთა გარდაცვალებას იწვევს.  შესაბასმისად, ვაქცინაციისთვის თავის არიდების ერთადერთ გზად, იტლიელი ექიმი ტესტებზე უარის თქმაში ხედავს.

11 აგვისტოს მდგომარეობით, პოსტს 1300 რეაქცია და 4500ზე მეტი ნახვა აქვს.

;

Რობერტო პეტრელა: “ამას არც ტელევიზიები და არც პოლიტიკოსები არასდროს გეტყვიან. COVID-19 აღნიშნავს არა დაავადებას, არამედ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ვაქცინაციის იდენტიფიცირებას. Რიცხვი 19 აღნიშნავს იმ წელს, როდესაც ეს მოწყობილობა შეიქმნა. […] ეს არის ნამდვილი ჯოჯოხეთი, რაც მინზად ისახავს ადამიანთა მოდგმის განადგურებას, ან 80%-ით შემცირებას […] არ გაიკეთოთ არანაირი ტესტი. Ტესტები არ ასახავს სინამდვილეს და არ არის უსაფრთხო. არც ერთ ტესტს არ შეუძლია SARS-CoV-2-ის იდენტიფიცირება. Ტესტები მხოლოდ აჩვენებს ადამიანის ორგანზმში უკვე არსებულ მრავალი ტიპის ვირუსის არსებობას, რაც სრულიად ნორმალურია. Ტესტის ჩატარების შემთხვევაში, პასუხების 90%  დადებითი იქნება, რაც შექმნის იმის ილუზიას, რომ ადამიანები მომაკვდინებელნი არიან და ვაქცინაციას საჭიროებენ. თუკი, ჩვენ ყველა მივიღებთ ვაქცინას, მაშინ აუცილებლად დავავადდებით და საბოლოო ჯამში გარდავიცვლებით, შესაბამისად ერთადერთი გამოსავალი ტესტირებაზე უარის თქმაა.”

გავრცელებული ვიდეო რამდენიმე დეზინფორმაციას შეიცავს. COVID-19 ხელოვნური ინტელექტის მიერ ვაქცინაციის იდენტიფიკაციის მექანიზმს არ აღნიშნავს, რომელიც მოსახლეობის მასობრივ ექსტერმინაციას ისახავს მიზად. აგრეთვე, მცდარია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ტესტებს SARS-CoV-2-ის დადგენა არ შეუძლიათ და უმეტესწილად დადებით პასუხს აჩვენებენ. მცდარია ის მტკიცებაც, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ადამიანის იმუნიტეტს აქვეითებს, ასუსტებს ორგანიზმს და ლეტალურ შედეგებს იწვევს.

  1. COVID-19 აბრევიატურაა და კორონავირუსის დასახელებას აღნიშნავს: “CO” – Corona (კორონა), “VI” – Virus (ვირუსი) და “D” – disease (დაავადება), ხოლო მოსახლეობის მასობრივი განადგურება კონსპირაციის თეორიაა 

ექიმი პეტრელას მტკიცებით, COVID აბრევიატურა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ვაქცინაციის იდენტიფიცირებას აღნიშნავს და იშიფრება, როგორც იშიფრება, როგორც Certificate of Vaccine ID. ხოლო რიცხვი 19 კი იმ წელზე მიანიშნებს, როდესაც მსგავსი მოწყობილობა შეიქმნა. მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია ხშირად ვრცელდება, თუმცა სინამდვილეში, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, COVID აბრევიატურა შედეგება სამი ნაწილისგან: “CO” – Corona (კორონა), “VI” – Virus (ვირუსი) და “D” – disease (დაავადება). Რაც შეეხება რიცხვ 19-ს, Ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განმარტავს, რომ პირველად ვირუსის შესახებ ინფორმაცია 2019 წლის 31 დეკემბერს გახდა ცნობილი, შესაბამისად დაბოლოება 19 სწორედ ამას ასახიერებს.

Რაც შეეხება ვაქცინაციის იდენტიფიცირების სერტიფიკატებს, ე.წ “კოვიდ პასპორტების” გამოყენება დღესდღეობით საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა, თუმცა მათ ხელოვნურ ინტელექტთან კავშირი არ აქვთ. კოვიდ პასპორტების მიზანია მოსახლეობისათვის მოგზაურობის გამარტივება და დამატებითი ბიუროკრატიული პრობლემების თავიდან არიდება. მაგალითისათვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის საერთო კოვიდ პასპორტების ბაზაა შექმნილი, რომელიც ვაქცინირებულ ან კოვიდგადატანილ მოსახლეობას საშუალებას აძლევს ყოველგვარი შეზღუდვების, თვითიზოლაციისა და კარანტინის გავლის გარეშე გადაკვეთონ ევროკავშირის საზღვრები.

კოვიდ პასპორტებთან დაკავშირებული მეტი ინფორმაციისათვის, იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:
რა მოაქვს “მწვანე პასპორტს” – თავისუფალი გადაადგილება თუ “მხეცის ნიშანი”?

კონსპირაციული მტკიცება ადამიანთა ვაქცინაციით მასობრივი განადგურების გეგმის შესახებ, უმეტეს შემთხვევებში, ბილ გეითსის გამოსვლას უკავშირდება, სადაც იგი თითქოს ამბობს, რომ ვაქცინებით მას მოსახლეობის შემცირება სურს.  2010 წელს Ted Talk-ში გამოსვლისას ბილ გეიტსმა წარმოადგინა წინადადება “განახლება ნულისკენ”, სადაც CO2-ის გამონაბოლქვის შემცირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციამ შესაძლოა, მოსახლეობის რაოდენობის კონტროლის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს და მოსახლეობის ზრდის ტემპი 10-15%-ით შეამციროს.

გეიტსის ციტატა სოციალურ ქსელში მანიპულირებულად არაერთხელ გავრცელდა. სინამდვილეში გეიტსი მიიჩნევს, რომ ვაქცინები დიდ მნიშვნელობას ატარებს განვითარებად ქვეყნებში ბავშვთა სიკვდილიანობის შესამცირებლად, რაც თავის მხრივ, შეანელებს მოსახლეობის ზრდას, ვინაიდან, როდესაც მეტი ბავშვი გადარჩება, მშობლები გადაწყვეტილებას მიიღებენ ნაკლები ბავშვი ჰყავდეთ. ქალებს ეყოლებათ იმდენი ბავშვი, რომ შეძლონ მათი შენახვა, განათლების მიცემა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რაც არის წინაპირობა სიღარიბის დასაძლევად და ცხოვრების დონის ასამაღლებლად.

ბილ გეიტსზე და მოსახლეობის შემცირებაზე მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ:
გვპირდება თუ არა ბილ გეიტსი დეპოპულაციას და ჩიპიზაციას?
წერს თუ არა ბილ გეიტსი, რომ “ვაქცინაციის მიუხედავად, პანდემია გაძლიერდება”?

2. ტესტებს SARS-CoV-2-ის იდენტიფიცირება შეუძლიათ და უმეტესწილად ზუსტ პასუხს აჩვენებენ

პეტრელა აღნიშნავს, რომ თანამედროვე ტესტებით ვირუსის დადგენა შეუძლებელია. ტესტები კი უმეტესწილად დადებით პასუხებს აჩვენებენ, ვინაიდან ისინი ორგანიზმში არსებულ არაერთ ვირუსს აფიქსირებენ.

ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) თანახმად, კორონავირუსის დადგენა ორი ძირითადი საშუალებით, დიაგნოსტიკური და ანტისხეულების ტესტების საშუალებით ხდება. Დიაგნოსტიკური ანუ RT-PCR მოლეკულური ტესტის საშუალებით ორგანიზმში აქტიური კორონავირუსის აღმოჩენაა შესაძლებელი და მაღალი სიხზუსტით გამოირჩევა. მას ოქროს სტანდარტსაც კი უწოდებენ. Ანტისხეულებზე დამყარებული ტესტები კი ადგენენ, გამომუშავებული აქვს თუ არა იმუნურ სისტემას SARS-CoV-2-ის საპასუხო ანტისხეულები. ორივე ტიპის ტესტი საკმაოდ დიდი სიზუსტით გამოირჩევა.

იმის დასამტკიცებლად, რომ კოვიდ ტესტების 90% დადებით პასუხს არ იძლევა, შეგვიძლია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში გაკეთებული ტესტების სტატისტიკას დავაკვირდეთ. საქართველოს მთავრობის მონაცემებით, 11 აგვისტოს მდგომარეობით ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 10,61%, ბოლო 14 დღის – 9,33%, ბოლო 7 დღის – 10,27%.
საშიშია თუ არა კორონავირუსის ტესტი?

3. ვაქცინები იმუნური სისტემის დაქვეითებას არ იწვევს და ლეტალურ შედეგებამდე არ მივყავართ

ვირუსების წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის ვაქცინა არსებობს, მათ შორის რნმ-სა და დნმ-ზე დაფუძნებული. ყველა ტიპის ვაქცინის ფუნქციაა, ორგანიზმში წარმოიქმნას ანტისხეულები, რომლებიც დაინფიცირების შემთხვევაში ვირუსს შეებრძოლებიან. ვაქცინები ორგანიზმის იმუნური სისტემის დაქვეითებას არ იწვევს.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, კოვიდ ვაქცინების გავლენა ადამიანის ბუნებრივ იმუნურ სისტემაზე თითქმის უმნიშვნელოა. მართალია, ვირუსს მოკლევადიან პერიოდში სუსტი გვერდითი მოვლენები ახასიათებს (სიცხე, დაღლილობა, თავის ტკივილი და ა.შ), თუმცა გრძელვადიან პერსპაქტივაში სერიოზული გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.

იშვიათ შემთხვევებში, ვაქცინის გაკეთების შემდგომ, შესაძლოა 2 ტიპის გართულება განვითარდეს: ანაფილაქსიური შოკი და თრომბოზი. ანაფილაქსიური ალერგიული რეაქცია ეპინეფრინით მკიურნალობას ექვემდებარება და ლეტალობას დროული რეაგირების შემთხვევაში არ იწვევს. Სწორედ ამ მიზნით, პაციენტები აცრის გაკეთების შემდგომ, 30-40 წუთის განმავლობაში პროფესიონალი მედ. პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ რჩებიან. Რაც შეეხება თრომბოზს, მისი გამოვლენის საფრთხეს J&J/Janssen და AstraZeneca-ს ვაქცინები შეიცავს. თუმცა, თრომბოზის განვითარების ალბათობა ძალიან მცირეა, 7 ერთ მილიონში. Აღსანიშნავია, რომ არსებობს სხვა ვაქცინები, რომელთა გამოყენებისას თრომბოზის წარმოქმნის საფრთხე არ გამოვლენილა.

კორონავირუსის ვაქცინების შესახებ არსებული მითებისა და დეზინფორმაციების შესახებ, იხილეთ “მითების დეტექტორის” ძველი მასალები:
რა დეზინფორმაცია ვრცელდება კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით?
როგორ მუშაობენ სხვადასხვა ვაქცინები და არის თუ არა რომელიმე საფრთხის შემცველი?
რნმ-ზე თუ დნმ-ზე დამყარებული ვაქცინა?

Რობერტო პეტრელას შესახებ

ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმა AFP და Fastcheck.cl წერენ, რომ ექიმი რობერტო პეტრელა, რომელიც კოვიდ19-ზე დეზინფორმაციას ავრცელებს, ყოფილი გინეკოლოგია, რომელიც ცნობილია, როგორც პაპილომავირუსზე სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგე.

მითების დეტექტორს ექიმი პეტრელას მიერ გავრცელებული დეზინფორმაციები ადრეც გადაუმოწმებია:
რა დეზინფორმაცია ვრცელდება კოვიდ19-ის ვაქცინაზე და ვინ უკავშირებს გრიპის აცრას კორონავირუსით გარდაცვლილებს?

ფარღალითის შესახებ

ფეისბუქგვერდი “ფარღალიტი” 2021 წლის 7 აგვისტოს შეიქმნა და აღწერაში მითითებული აქვს, რომ წარმოადგენს ეროვნულ-სარწმუნოებრივ მედია ანალიტიკას. შექმნის დღიდან გვერდი აქტიურად ავრცელებს დეზინფორმაციას კორონავირუსის და Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ და შეთქმულების თეორიებს “ახალ მსოფლიო წესრიგზე”.

;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist