ახალციხელი ექთნის ძველი ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

15
VIEWS

12 აგვისტოს ფეისბუკ მომხმარებელმა, ჯეკო ჭიათურსკიმ საჯარო ჯგუფში “არ აიცრა!!!” ვიდეო შემდეგი კომენტარით გამოქვეყნა: “თუ აიცრები არ მოკვდებიო ხო თქვენი დედა მოვტ…ნ თქვენი!!!”. ვიდეოში კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ქალის კადრებია ნაჩვენები, რომელიც რეანომობილით თბილისში გადაჰყავთ. ვიდეოში არ არის იდენტიფიცირებული კომაში მყოფი პირის ვინაობა, რაც ქმნის შთებეჭდილებას, თითქოს ვიდეო ახალია, ხოლო კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა სასიკვდილო მდგომარეობამდე მიყვანას იწვევს.

 

პოსტს 16 აგვისტოს მდგომარეობით 11 000-ზე მეტი გაზიარება აქვს.
"
ფეისბუკ მომხმარებლის მიერ მარტში გადაღებული ვიდეოს მანიპულაციურად  გავრცელება, მცდარ კონტექსტს ქმნის. ვიდეოში ახალციხეში გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის თბილისში გადაყვანის კადრებია ასახული, რომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ამ დროისთვის ექთნის გარდაცვალების მიზეზად არა აცრა, არამედ დაგვიანებული სამედიცინო დახმარება სახელდება.

მეგი ბაქრაძეს 2021 წლის 18 მარტს ახალციხეში კლინიკა “იმედში”, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, “ასტრაზენეკას” გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. 27 წლის ექთანი18 მარტს ახალციხიდან თბილისში გადაყვანის შემდეგ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.  7 აპრილს, მეგი ბაქრაძის საქმეზე პროკურატურამ 2 ექიმსა და 1 ექთანს ბრალი ცრუ ჩვენების გამო წაუყენა.  გამოძიება მათ თავდაპირველად არასწორი, ინფორმაციის მიწოდებას ედავებოდა. ექიმებმა დამალეს ის ფაქტი, რომ ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისთანავე მისთვის საჭირო სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები წაყენებულ ბრალს აღიარებენ.  ბაქრაძის საქმეზე გამოძიება დღემდე მიმდინარეობს.

“სამხრეთის კარიბჭეს” ცნობით, ახალციხის  კლინიკა „იმედის“ ხელმძღვანელობამ მეგი ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით სამსახურიდან ორი ექიმი, ვიოლეტა ინასარიძე და გიორგი აფციაური 30 ივნისს გაათავისუფლა.

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ბიუროში ამ დრომდე სხვადასხვა სახის კვლევები მიმდინარეობს და, შესაბამისად, შემაჯამებელი დოკუმენტი დასკვნის სახით ჯერ მზად არ არის.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist