ახალი ამბავი, თითქოს iPhone X მომხმარებელს ანუსის ანაბეჭდის 3D სურათით ამოიცნობს – გამოგონილია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

dssssa
285
VIEWS

სოციალურ ქსელ Facebook-ში ქართველი მომხმარებლები ვებ-გვერდ Newsthump.com-ის 12 სექტემბერს სტატიას, სათაურით „iPhone X-ს ანუსით ამოცნობის რევოლუციური ტექნოლოგია ექნება” აზიარებდნენ.

მასალაში ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი iPhone X მომხმარებლის ანუსის ანაბეჭდის ამოცნობის უნიკალური ფუნქციით იქნება აღჭურვილი, რაც ავტორიზაციის ავტომატურად გავლის საშუალებას იძლევა. კერძოდ, მობილურს ორი კამერა ექნება ჩამონტაჟებული, რომელიც მომხმარებლის ანუსის სპეციფიური მახასიათებლების სამ განზომილებიან (3D) სიღრმისეულ სურათს შექმნის და შესაბამისად მეპატრონეს ნებისმიერი კუთხიდან ამოიცნობს.

1

„მითების დეტექტორი“ გავრცელებული ახალი ამბით და ვებ-გვერდით დაინტერესდა. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ Newsthump.com სატირულ-იუმორისტული საინფორმაციო ვებ-გვერდია, რომელიც ბრიტანეთსა და მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ თემებზე სახუმარო ამბებს აქვეყნებს. ვებ-გვერდზე, სექციაში “Newsthump-ის შესახებ” მისიის განაცხადში აღნიშნულია რომ, Newsthump.com -ის გაცხადებული მიზანია აბსოლუტურად ყველას დასცინოს. შესაბამისად, ვებ-გვერდზე წაკითხული ამბები მკითხველმა არ უნდა დაიჯეროს.

2

 

იუმორისტული სიყალბე ყალბი ინფორმაციის (Fake News) ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც სოციალური მედიის რამდენიმე წყაროთი შეიძლება გავრცელდეს და ტრადიციულმა მედიამაც აიტაცოს. იუმორისტული გამოგონილი ამბების ფაბრიკაციისგან გამიჯვნა ძირითადად თავად სატირული ვებ-გვერდების მიერ მითითებული ინფორმაციის საფუძველზე ხდება, როგორც Newsthump.com-ის მისიის განაცხადშია აღნიშნული. შედეგად, მკითხველი ინფორმირებულია, რომ მასალა იუმორისტულია და მას რეალურ ამბად არ აღიქვამს. თუმცა, ამგვარი ამბების სოციალურ ქსელებში კონტექსტის გარეშე გავრცელებისას მომხმარებელს უჭირს მისი სატირად ან პაროდიად აღქმა. ასეთ შემთხვევებში რეკომენდირებულია:

  • ვებ-გვერდის მისიისა და საქმიანობის აღწერის გაცნობა;
  • მედია საშუალების სანდოობის გადასამოწმებლად სპეციალური რესურსის,  scamadviser.com-ის გამოყენება, რომელიც მედიასაშუალების შესახებ დამატებით დეტალებს გვიჩვენებს: შექმნის თარიღი, ადმინისტრატორი ქვეყანა, მფლობელი და ა.შ.

არსებობს შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა მედიასაშუალებები გამოგონილ ამბებს რეალურ ფაქტად მიზანმიმართულად ასაღებენ და მკითხველი შეცდომაში შეჰყავთ. მაგალითად, 2017 წლის აპრილში ონლაინ პორტალმა Geworld-ge- მ სატირულ პორტალ World News Daily Report-ის გამოგონილი ამბავი მუზეუმის დარაჯის მიერ 2500 წლის მუმიის გაუპატიურების შესახებ – რეალურ ამბად გაასაღა.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist