2 სექტემბერს გამოცემა “მარშალპრესმა” გამოაქვეყნა სახელისუფლებო ექსპერტის, ლევან ნიკოლეიშვილის განცხადება, რომელშიც ის ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას ეხმიანება. ნიკოლეიშვილი ამტკიცებს, რომ უკრაინასა და მოლდოვაში, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით მოწინავეებად მიიჩნევიან, ხელისუფლებებმა მათთვის არასასურველი პარტიები აკრძალეს.
ლევან ნიკოლეიშვილი, სახელისუფლებო ექსპერტი: “…იმ ქვეყნებში, რომლებიც თქვენი და თქვენივე კოლეგების აზრით ჩვენზე წინ არიან ევროკავშირში გასაწევრიანებლად, საერთოდ აკრძალეს მათთვის არასასურველი პარტიებიც და მედია საშუალებებიც, მაგრამ რამე თუნდაც აღშფოთების, გნებავთ შეშფოთების მაგვარი „მოწინავე“ უკრაინისა და მოლდოვის შესახებ ჩვენ არ გვსმენია.”
განახლება 6.09.2024: იგივე მტკიცება 4 სექტემბერს “იმედი LIVE-ის” ეთერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც გააჟღერა.
ირაკლი კობახიძე: ,,ერთი მეორეს მიყოლებით იკრძალება პარტიები უკრაინაში, მოლდოვაში, მაგრამ ამასთან დაკავშირებით არის დადებითი შეფასებები, მათ შორის, ევროკავშირის მხრიდან. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი.”
ნიკოლეიშვილის მტკიცება მანიპულაციურია. რეალურად, უკრაინასა და მოლდოვაში აკრძალვები შეეხოთ არა მთავრობისათვის არასასურველ ოპოზიციურ პარტიებსა და მედიას, არამედ რუსეთთან დაკავშირებულ პარტიებსა და მედიებს. ორივე ქვეყანაში სხვა ოპოზიციური პარტიები თუ დამოუკიდებელი მედია შეზღუდვების გარეშე მოქმედებს.
-
Რომელი პარტიები და მედია აიკრძალა მოლდოვაში?
Მოლდოვის სასამართლომ ქვეყნიდან გაქცეული პრო-რუსი ოლიგარქის, ილან შორის პარტია “შორი” არაკონსტიტუციურად 2023 წლის ივნისში ცნო. Ილან შორს თაღლითობისა და ფულის გათეთრებისათვის მოლდოვაში 15-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. Მოლდოვის პოლიციის მიხედვით, შორი მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს რუსეთის დაზვერვა ქვეყნის დესტაბილიზაციისათვის იყენებს.
აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ პარტიის დაშლის ბრძანების გაცემის მიუხედავად, პარლამენტში მოხვედრილმა პარტიის წევრებმა მანდატები შეინარჩუნეს როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატებმა. Გარდა ამისა, მიმდინარე წლის მარტში სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებულ პირებს არჩევნებში მონაწილეობას აუკრძალავდა.
2023 წლის ნოემბერში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა პრო-რუსულ პარტია “შანსს” რომელიც “შორის” აკრძალვის შემდეგ მისმა ლიდერებმა დააფუძნეს და რომელსაც ხელისუფლება რუსეთიდან მიღებული ფულით საარჩევნო კომისიის წევრების მოსყიდვაში ადანაშაულებდა. Ამავე წლის დეკემბერში სასამართლომ აკრძალვა გააუქმა.
Მიმდინარე წელს ილან შორმა მოსკოვში ბლოკი “გამარჯვება” წარადგინა, რომელშიც “შანსი” და სხვა პრო-რუსი პოლიტიკოსები შედიან. Ბლოკს 20 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში რეგისტრაციაზე უარი უთხრეს, რის მიზეზადაც ის დასახელდა, რომ ბლოკის წევრი პარტია უკვე არის რეგისტრირებული. Გარდა ამისა, ბლოკმა არ წარმოადგინა ინფორმაცია საარჩევნო კამპანიის დაფინანსების და ბლოკის წევრების ქონების შესახებ. Კიდევ ერთ პრო-რუს კანდიდატს, ლუდმილა კორსუნს რეგისტრაციაზე უარი იმის გამო უთხრეს, რომ ის რუმინულად არ საუბრობს, რომელიც ქვეყნის სახელმწიფო ენაა.
Რაც შეეხება მედიაზე გავრცელებულ აკრძალვებს, ამ შემთხვევაშიც ის მხოლოდ პრო-რუსულ საშუალებებს შეეხება. Ხუთივე არხი, რომელთა მაუწყებლობის ლიცენზია მიმდინარე წელს გაუქმდა პრო-რუს ოლიგარქებთან არის კავშირში. Ამის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ მითების დეტექტორის მასალაში:
Მოლდოვის პარლამენტში სიდიდით მეორე ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დ=ოდონის “კომუნისტებისა და სოციალისტების ბლოკია”. Გარდა ამისა ქვეყანაში კიდევ არაერთი პოლიტიკური პარტია არსებობს. Ასევე არსებობს არაერთი დამოუკიდებელი მედია.
-
Რომელი პარტიები და მედია აიკრძალა უკრაინაში?
Რაც შეეხება უკრაინას, აქ პრო-რუსული პარტიების საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილება 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მიიღეს. 11 პარტიას საომარი მდგომარეობის პირობებში საქმიანობა რუსეთთან კავშირების გამო აეკრძალა. Მათ შორის ყველაზე დიდი პარტია ვიქტორ მედვედჩუკის “ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის” იყო. Მედვედჩუკს უკრაინა ქვეყნის ღალატში, ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობასა და ეროვნული რესურსების მითვისებაში ადანაშაულებდა. Მან ქვეყნიდან გაქცევა სცადა, რა დროსაც დააკავეს და მოგვიანებით რუსეთს “აზოვის” 200 დატყვევებულ მებრძოლში გაუცვალეს. Მედვედჩუკი პუტინთან დაახლოებული პირია, პუტინი მისი შვილის ნათლიაა. Ასევე აიკრძალა პარტია “ჩვენი” რომლის ლიდერი კრემლთან დაახლოებული ევგენი მურაევია. Ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება უკრაინის დამორჩილების შემთხვევაში მის ქვეყნის ლიდერად დანიშვნას გეგმავდა.
2022 წელსვე უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ანტიუკრაინულ საქმიანობაში მონაწილე პრო-რუსული პარტიები აიკრძალა.
Პრო-რუს ოლიგარქებთან დაკავშირებული მედიები კრემლის პროპაგანდის გავრცელების გამო უკრაინაში 2021 წელს აიკრძალა. Მათ შორის იყო ფორმალურად “ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისათვის” წევრის, ტარას კოზაკის მფლობელობაში არსებული არხები, რომელთა ნამდვილ მფლობელად მედვედჩუკი მოიაზრებოდა.
Ვრცლად ამ თემაზე გაეცანით “მითების დეტექტორის” მასალას:
Ამჟამად უკრაინის რადაში მმართველი პარტიის გარდა კიდევ 5 პარტია, 2 პლატფორმა და 24 დამოუკიდებელი დეპუტატია. Მათ შორის არის “პლატფრომა სიცოცხლისა და მშვიდობისათვის” რომელიც “ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისათვის” აკრძალვის შემდეგ შეიქმნა და მისგან გამიჯნულ პოლიტიკოსებს აერთიანებს. Უკრაინაში, ისევე როგორც მოლდოვაში, არაერთი დამოუკიდებელი მედია ფუნქციონირებს.
Შესაბამისად, მტკიცება, რომ მოლდოვის ან უკრაინის ხელისუფლება არასასურველ პარტიებსა და მედიებს კრძალავს მანიპულაციურია. Აკრძალვები მხოლოდ პრო-რუსულ პარტიებსა და მედიებს შეეხო რომლებიც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებდნენ და ძირს უთხრიდნენ დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. Მათ გარდა ქვეყნებში სხვა არაერთი ოპოზიციური პარტია და მედია ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოქმედებს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.