აგზავნის თუ არა სსსტც „დელტა“ უკრაინაში 4 ერთეულ „დიდგორს“?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

138
VIEWS

1 აპრილს ფეისბუქ-გვერდზე ყველაფერი სამხედრო შეიარაღებაზე / Military World გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ უკრაინას 4 ერთეულ სამედიცინო- საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორს“ გადასცემს. პოსტის ავტორი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ჯავშანმანქანებს უკრაინაში თურქეთიდან გადაიყვანენ. 

Screenshot 1 7 აგზავნის თუ არა სსსტც „დელტა“ უკრაინაში 4 ერთეულ „დიდგორს“?

გავრცელებული ინფორმაცია სსსტც დელტას მიერ უკრაინაში 4 ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორის“ გაგზავნის შესახებ მცდარია. “მითების დეტექტორი” ცენტრ დელტას დაუკავშირდა, სადაც აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს. 

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალური დირექტორის 2022 წლის 15 აპრილის წერილით დასტურდება, რომ 4 ერთეული ჯავშანმანქანა “დიდგორის” გაგზავნა უკრაინაში ამ პერიოდისთვის არ მომხდარა. 

14 აპრილს “მითების დეტექტორი” სსსტც დელტას დაუკავშირდა და ზემოთხსენებულ ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის დადასტურება მოითხოვა. შემთხვევა შესაბამისმა სამსახურმა შეისწავლა და 14 აპრილს განხორციელებული კორესპონდენციის პასუხად, მივიღეთ წერილი, რომელშიც სსსტც დელტას გენერალური დირექტორი იოსებ ლოლაძე ადასტურებს, რომ ფეისბუქ-გვერდის ყველაფერი სამხედრო შეიარაღებაზე / Military World მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 

Screenshot 2 14 აგზავნის თუ არა სსსტც „დელტა“ უკრაინაში 4 ერთეულ „დიდგორს“?

წყაროს შესახებ: 

ყველაფერი სამხედრო შეიარაღებაზე / Military World პირადი ფეისბუქ-ბლოგია, რომელზეც ძირითადად სამხედრო შეიარაღებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ვრცელდება. გვერდი განსაკუთრებით გააქტიურდა 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ და მხარს უჭერს უკრაინას.  აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია “დიდგორის” გადაცემასთან დაკავშირებით, შესაძლოა საპირველაპრილო ხუმრობა ყოფილიყო, თუმცა პოსტის გამოხმაურებაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ფეისბუქ მომხმარებლებმა გავრცელებული ინფორმაცია დაიჯერეს. 


მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist