აღნიშნულია თუ არა ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციაში ხელისუფლების “ნაციონალური მოძრაობით” ჩანაცვლება?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

142
VIEWS

პირველ ნოემბერს “ალტ-ინფოს” გადაცემაში “დღის კომენტარი”  „კონსერვატიული მოძრაობის“ რუსთავის ოფისის ხელმძღვანელმა, მერაბ გიგანმა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დაწესებული 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესახებ ისაუბრა. მერაბ გიგანის თქმით, რეკომენდაციის 12-ივე პუნქტი ხელისუფლების ცვლილებას და მის “ნაციონალური მოძრაობით” ჩანაცვლებას მოიაზრებს.  

მერაბ გიგანი, კონსერვატიული მოძრაობა: “ეხლა ამ 12-პუნქტიანი შეთანხმება რაც დაუდეს, ხელისუფლების ცვლილება წერია იმაში ყველაფერი, აბსოლუტურად. თითოეულ 12-ივე პუნქტში, პირველი პუნქტიდან დაწყებული 12 პუნქტამდე, ყველგან არის ჩადებული ის, რომ უნდა მოხდეს ამ ხელისუფლების ჩანაცვლება ისევ ნაციონალური მოძრაობით. “ნაციონალური მოძრაობის” სახელი ხალხში უკვე სიძულვილს იწვევს, მაგრამ იქ “გირჩი” დაარქვეს, “სტრატეგია აღმაშენებელი დაარქვეს, იქ ელენე ხოშტარია რუსული რუბლებით რომ მდიდრდებოდა, ეგეთი ადამიანებით ეხლა კიდე შეკრებენ, დაარქმევენ სულ სხვა სახელს, მაგრამ იგივე იდეოლოგიის და იგივე ქვეყნის მტრები იქნებიან ამ ყველაფერში ჩართული და დაგვიდებენ ამას ისევ ქართველ ხალხს.”

alt inpho აღნიშნულია თუ არა ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციაში ხელისუფლების “ნაციონალური მოძრაობით” ჩანაცვლება?

მტკიცება, თითქოს ევროკომისიის  12-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა ხელისუფლების ცვლილებას და მისი “ნაციონალური მოძრაობით” ჩანაცვლებას გულისხმობს, სიმართლეს არ შეესაბამება.  ევროკომისიის პირობები სხვადასხვა საკითხს ითვალისწინებს, მათ შორის დეპოლარიზაციას, სასამართლო რეფორმას, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფასა და დეოლიგარქიზაციას, თუმცა მათ შორის ხელისუფლების  სხვა ოპოზიციური პარტიით ჩანაცვლებაზე საუბარი არ არის.

2022 წლის 17 ივნისს, ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად 12 პირობის შესრულების რეკომენდაცია მისცა.  ევროკომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება, სასამართლო რეფორმის გატარება, დეოლიგარქიზაცია, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა  პრიორიტეტული უნდა გახდეს. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების ცვლილებასა და მისი ნაციონალური მოძრაობით ან სხვა პარტიებით ჩანაცვლებას ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციიდან არცერთი არ ითვალისწინებს, თუმცა რეკომენდაციებში  პროცესებში, როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა ხაზგასმულია.

ევროპული კომისიის  ჩამოყალიბებული რეკომენდაციების პირველი პუნქტი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას მოიაზრებს. 1 ივლისს, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იქმნებოდა “პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი”, რომელიც “ყველა საპარლამენტო პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით“ იმუშავებდა. პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას მორატორიუმი შესთავაზა. 

ევროკავშირის რეკომენდაციების მეორე პუნქტი სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირებას, საპარლამენტო ზედამხედველობას მოიაზრებს, რისთვისაც ასევე დაიგეგმა ყველა საპარლამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტთან სამუშაო ჯგუფის შექმნა. ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი სასამართლო სისტემის რეფორმების გუნდში, რომელმაც შესაბამისი კანონპროექტი უნდა მოამზადოს. საპარლამენტო პარტიების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას საჭიროებს სხვა რეკომენდაციებიც.

ევროკომისიის პირობების სრული ჩამონათვალი ასეთია:

  1. პოლიტიკური პოლარიზაციის მოგვარება პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით;
  2. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულად ფუნქციონირების, მათი დამოუკიდებლობის გაძლიერების და ეფექტური ანგარიშვალდებულების გარანტირება. საარჩევნო ჩარჩოს გაუმჯობესება OSCE/ODIHR-ის და ევროპის საბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ ამ პროცესებში გამოვლენილი ყველა ხარვეზის აღმოფხვრით;
  3. ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული კონსულტაციების შედეგად გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მიღება და განხორციელება; სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. მოსამართლებისა და გენერალური პროკურორის დანიშვნის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმის განხორციელება და უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნა. ყველა ეს ღონისძიება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
  4. ანტიკორუფციული სამსახურის დამოუკიდებლობის გაძლიერება ყველა ძირითადი ანტიკორუფციული ფუნქციის გაერთიანებით, მაღალი დონის კორუფციის საქმეების მკაცრი განხილვის მიზნით. ახალი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის აღჭურვა მათი მანდატის შესაბამისი რესურსებით და მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა;
  5. „დეოლიგარქიზაციის“ ვალდებულების შესრულება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრით;
  6. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება. სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულების და ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
  7. ძლიერი ძალისხმევის გაწევა თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს. დაიწყოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიება ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის ფაქტებზე;
  8. სწრაფი ნაბიჯების გადადგმა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის გასაძლიერებლად, მათ შორის, ძალადობაში დამნაშავეების და წამქეზებლების პასუხისგებაში უფრო ეფექტურად მიცემის გზით;
  9. გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ძალისხმევის გაზრდა;
  10.  სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე;
  11. კანონმდებლობის მიღება, რათა საქართველოს სასამართლოებმა პროაქტიულად გაითვალისწინონ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები მათ მსჯელობებში;
  12. ახალი სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) წარდგენის პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ პირს და ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს; უზრუნველყოფილი იყოს ოფისის ეფექტური ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

2022 წლის 3 მარტს, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი წარადგინა, თუმცა 2022 წლის 17 ივნისს ევროკომისიის გადაწყვეტილებით, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა. ევროკომისიის დასკვნით, საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 მოთხოვნა უნდა შეასრულოს, რისთვისაც საქართველოს დრო ჯერ 2022 წლის დეკემბრამდე მიეცა, შემდეგ კი ევროკომისიამ საქართველოს ვადას გაუგრძელა და 12 რეკომენდაციის შესრულების შეფასებამ  2023 წლამდე გადაიწია

ევროკომისიის მიერ დადგენილი რეკომენდაციების შესასრულებლად „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში  9 სამუშაო ჯგუფი  შექმნა. ამ ჯგუფების მუშაობაში ოთხი ოპოზიციური პარტია: „საქართველოსთვის“, „გირჩი“, „მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები“ არის ჩართული. გარდა ამისა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ საკუთარ კანონპროექტებზე დამოუკიდებლად მუშაობენ.  1 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწერილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმა წარადგინა.

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესახებ გავრცელებული მანიპულაციური მტკიცება, რომლის თანახმადაც დავალება სახელმწიფო მმართველობაში ლგბტ თემის წარმომადგენელთა ყოფნას მოიცავს, “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist