აღმოაჩნდა თუ არა ნაყინს COVID-19?

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

5
VIEWS

მომზადებულია Snopes-ის მასალის მიხედვით.

ჩინეთში COVID-19-ის პირველად დაფიქსირებიდან ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ, 2021 წლის იანვარში ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ტიანძინში წარმოებული ნაყინი ვირუსის მიმართ დადებითი აღმოჩნდა.

მართლაც, ტიანძინის მუნიციპალიტეტის სახალხო მთავრობის პრეს რელიზში აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია. განცხადების თანახმად, რომელიც მუნიციპალურმა მთავრობამ თავის ვებ-გვერდზე 15 იანვარს გამოაქვეყნა, ეპიდემიოლოგებმა ქალაქ ძინანის რაიონში შეისწავლეს კომპანია Tianjin Daqiaodao Food Co.-ს მიერ დამზადებული სხვადასხვა სახის არომატის მქონე ნაყინი, რომელთაგან რამდენიმე ნიმუშმა კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი აჩვენა.

ამ აღმოჩენის შემდეგ, ჯანდაცვის წარმომადგენლებმა კომპანიას დროებით დახურვა მოსთხოვეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საერთო ჯამში, კომპანიამ 4,800 ყუთზე მეტი დაინფიცირებული ნაყინი  აწარმოა. დაახლოებით 2,090 მათგანი დალუქული იქნა საცავში. თუმცა, 2,750 ყუთი ბაზარზე გასაყიდად შეიტანეს, მათ შორის 930-ზე მეტი ტიანძინში და დაახლოებით 1800 ყუთი ქალაქის შემოგარენში, რომელიც პეკინის მახლობლად მდებარეობს.

ლიდსის უნივერსიტეტის ვირუსოლოგმა, სტივენ გრიფინმა ბრიტანულ საინფორმაციო გამოშვება Sky News-ს განუცხადა, რომ, სავარაუდოდ, ვირუსი ერთი ან რამდენიმე ადამიანისგან ნაყინის დამზადების პროცესში მისთვის საჭირო ინგრედიენტებზე გადავიდა.

თავად პროდუქტის ცივი ტემპერატურისა და ცხიმოვანი ინგრედიენტების გათვალისწინებით, ნაყინს შეუძლია, შექმნას ვირუსის გადარჩენისთვის საჭირო პირობები. ამასთან, გრიფინის თქმით, ეს არ არის ზოგადად დამახასიათებელი და მსოფლიოს მოსახლეობას შეშფოთების საფუძველი არ აქვს, რომ ყველა ნაყინი კორონავირუსით ინფიცირების წყარო გახდეს.

”ეს ალბათ ერთჯერადი [სიტუაციაა],” – თქვა მან. ”რა თქმა უნდა, პროდუქციის ნებისმიერი დონის დაბინძურება არ არის მისაღები და ყოველთვის იწვევს შეშფოთებას, მაგრამ შანსია, რომ ეს თავად საწარმოს პრობლემის შედეგია და ქარხანაში ჰიგიენის მაღალ დონეზე დაცვა უნდა მოხდეს.”

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist