meduza.io-ს მასალის მიხედვით
ჩინურ ვებგვერდზე რუსული ძეხვი შეაქეს. რუსეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებები სიამაყით აღივსნენ, თუმცა თავად ჩინეთში ეს სტატია არავის შეუმჩნევია.
30 მაისს ჩინურმა ვებ-გვერდმა Sina-მ რუსულ ძეხვზე სტატია გამოაქვეყნა. “როცა საქმე ძეხვს ეხება, პირველი, რაზეც ბევრი ფიქრობს, ეს წარმოუდგნელად ცნობილი გრძელი რუსული ძეხვებია” – წერია სტატიაში, “როგორც მეომარი ხალხი, რუსები გაცილებით დიდი ზომის ძეხვს ამზადებენ, ვიდრე ჩვენ ჩვეულებრივ გვხვდება ხოლმე.”
Яндекс Новости-ს მიხედვით ჩინურ სტატიაზე ათობით რუსულმა საინფორმაციო საშუალებამ დაწერა,თუმცა ჩინეთში Sina-ს სტატიისთვის განსაკუთრებული ყურადღება არც მიუქცევიათ: ძეხვის მასალის ქვეშ არცერთი კომენტარი არ არის. სხვათა შორის, სტატიას თან ახლავს გაფრთხილება რომ ავტორის შეხედულებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს Sina-ს პოზიციას.
РИА Новости, «Москва 24», «Известия» და «Лента.ру» იმ მრავალრიცხოვან ვებ-გვერდებს შორის არიან, რომლებმაც 6 ივნისს ამ ფაქტს სტატიები მიუძღვნეს. აი, რა სათაურებით დაიბეჭდა მასალები რუსულ მედიაში:
- РИА Новости Крым: «ჩინელებმა გრძელი რუსული ძეხვების გემო შეაფასეს »
- «Родной город»: «ჩინელები ყვებიან, თუ რატომ აღმერთებენ რუსულ ძეხვს»
- КМВ Новости: «ჩინურმა გამოცემამ რუსულ ძეხვს “უმღერა”»
- «Суть событий»: «რატომ ჯობია ჩინელმა საჩუქრად 40-გრადუსიანის ნაცვლად გრძელი რუსული ძეხვები წაიღოს?»
- «Царьград»: «„დავიწყება წარმოუდგენელია“: Sina-მ რუსული ძეხვის გემოს საიდუმლო ამოხსნა »
- «Экономика сегодня»: «ჩინეთის მცხოვრებნი რუსული ძეხვისგან აღფრთოვანების მიზეზებს გვიზიარებენ»
- iReactor: «ჩინელებმა გასინჯეს რუსული ძეხვი და მისით აღფრთოვანდნენ»
- Радио «Комсомольская правда»: «მისი არომატის დავიწყება რთულია: ჩინეთში რუსულ ძეხვს სიყვარულში გამოუტყდნენ»
- «ТВ Центр»: «ნაყინთან ერთად ჩინელები რუსულ ძეხვსაც გამოუტყდნენ სიყვარულში»
- HotGeo: «ჩინელი ჟურნალისტი ხსნის საკუთარი თანამემამულეების რუსული ძეხვისადმი სიყვარულის მიზეზს: „მასში მეტი ხორცია“»