აღიარა თუ არა ფაუჩიმ აკრძალული ექსპერიმენტების ჩატარება უკრაინასა და ჩინეთში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

706
VIEWS

28 აგვისტოდან ქართული და რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიშები (1,2,3,4,5,6,7,8,9,10) ავრცელებენ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის სამედიცინო მრჩევლის ენტონი ფაუჩის ინტერვიუს შესახებ, რომელშიც ის, მათი თქმით, აღიარებს, რომ შეერთებულ შტატებში აკრძალული ექსპერიმენტები უკრაინასა და ჩინეთში არსებულ ბიოლაბორატორიებში  (მათ შორის, ცდები კორონავირუსზე) ტარდებოდა და რომ ამის შესახებ ჩინურმა მხარემ მხოლოდ ნაწილობრივ, ხოლო უკრაინულმა მხარემ საერთოდ არ იცოდა. 

ფეისბუქ ანგარიშების ნაწილი (1,2,3,4) ფაუჩის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას Fox News-ის სტატიის სქრინს ურთავს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ფაუჩის ფრაზები ამ სტატიიდანაა. ფეისბუქ ჯგუფში ANTIFA -GE გავრცელებული პოსტის მიხედვით ფაუჩიმ ეს ინფორმაცია Fox News-თან ინტერვიუში გააჟღერა. 

ფეისბუქ ანგარიში Galina Ghennadie Dressler საკუთარ პოსტში ფაუჩის აღიარებასთან ერთად Fox News-ის ტელეწამყვანის – ტაკერ კარლსონის ციტატასაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ფაუჩი კორონავირუსის ინფექციის კვლევას ჩინეთსა და უკრაინაში პირადად კურირებდა. 

Screenshot 12 აღიარა თუ არა ფაუჩიმ აკრძალული ექსპერიმენტების ჩატარება უკრაინასა და ჩინეთში?

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ფაუჩიმ ჩინეთისა და უკრაინის ბიოლაბორატორიებში აკრძალული ექსპერიმენტების ჩატარება აღიარა, ტყუილია. Fox News-ზე ჯეიმს კომერის 27 აგვისტოს სტატიაში ფაუჩის მსგავსი ფრაზები არ გვხვდება. ხოლო კომერის სტატიასა და კარლსონის 22 აგვისტოს გადაცემაში გაჟღერებულ მტკიცებებს, რომ ფაუჩი პანდემიის წარმოშობის ნამდვილ სცენარს მალავს, ან მას რაიმე კავშირი აქვს ვირუსის შექმნასთან, ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია. 

27 აგვისტოს გამოქვეყნებულ Fox News-ის სტატიაში, რომელიც შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის წევრს, ჯეიმს კომერს ეკუთვნის, გაჟღერებულია ეჭვი, რომ ენტონი ფაუჩის კავშირი აქვს კორონავირუსის ნამდვილი გავრცელების მიზეზის დამალვასთან, თუმცა სტატიაში არ გვხვდება ფეისბუქზე გავრცელებული ფრაზები, სადაც ფაუჩი აღიარებს, რომ უკრაინასა და ჩინეთში აკრძალულ ექსპერიმენტებს ატარებდნენ. 

მთავარი საბუთი, რის გამოც ფაუჩის პანდემიის წარმოშობის ნამდვილი მიზეზების დამალვაში ადანაშაულებენ, იმუნოლოგი და მიკრობიოლოგი კრისტიან ანდერსენისგან 2020 წლის 31 იანვარს მიღებული მეილია, რომელშიც ეს უკანასკნელი წერს, რომ კორონავირუსის გენომის ძალიან მცირე ნაწილს საკმაოდ უცნაური მახასიათებლები აქვს და შესაძლოა ის ხელოვნურად იყოს შედგენილი. 

თუმცა, ამავე მეილში ანდერსენი წერს, რომ საჭიროა დამატებითი ანალიზის ჩატარება, რამაც შესაძლოა მისი მოსაზრება შეცვალოს. მოგვიანებით ეს ასეც მოხდა, 2020 წლის 17 მარტს ანდერსენმა და რამდენიმე მეცნიერმა გამოაქვეყნეს სტატია, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა კორონავირუსმა ბუნებრივი გადარჩევა მასპინძელი ცხოველის ორგანიზმში განიცადა და შემდეგ გადაეცა ადამიანს, ან ცხოველიდან ადამიანზე გადაცემის შემდეგ განიცადა ბუნებრივი გადარჩევა ადამიანის ორგანიზმში. ავტორებმა ასევე გაუსვეს ხაზი, რომ სცენარები, რომლებიც ვირუსის წარმოშობისა და გავრცელების პროცესში ლაბორატორიულ ჩარევას გულისხმობენ, ნაკლებსავარაუდოა

რაც შეეხება Fox News-ის ერთ-ერთ წამყვანს, ტაკერ კარლსონს, მან ფაუჩი კორონავირუსის შექმნასთან კავშირში წარსულში არაერთხელ დაადანაშაულა. 22 აგვისტოს გადაცემაში კარლსონმა ის ბრალდებაც გააჟღერა, რომ გარკვეული ტიპის ექსპერიმენტები, რომელთა ჩატარებაც შეერთებულ შტატებში არალეგალურია, აშშ-ის სხვა ლაბორატორიებში ხორციელდებოდა, კერძოდ კი უკრაინასა და ჩინეთში. 

კარლსონის მტკიცებით, კორონავირუსისთვის “ფუნქციის მინიჭების” (Gain-of -function) კვლევები “ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის” (NIH)  კრიტერიუმებში არ ჯდებოდა, ამიტომ ისინი ჩინეთსა და უკრაინაში არსებულ სხვადასხვა ლაბორატორიაში განახორციელეს. 

Screenshot 13 აღიარა თუ არა ფაუჩიმ აკრძალული ექსპერიმენტების ჩატარება უკრაინასა და ჩინეთში?

რეალურად, მეცნიერთა შორის არ არსებობს თანხმობა, ზუსტად რა ტიპის კვლევები ერთიანდება “ფუნქციის მინიჭების” კვლევების ჯგუფში. შესაბამისად, ზოგიერთი განმარტებით, შეერთებულ შტატებში ჩატარებული არაერთი კვლევაც, როგორიცაა მაგალითად, “ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში” 2015 წელს გამოქვეყნებული კვლევა, “ფუნქციის მინიჭების” ჯგუფში ერთიანდება

გადაცემაში კარლსონი უკრაინას კიდევ ერთხელ ახსენებს, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს უკრაინაში ბიოლაბორატორიების არსებობის აუცილებლობას. წამყვანი აღნიშნავს, რომ უკრაინა ფარმაცევტული კვლევისთვის იდეალური ადგილი არაა და იმის შესახებ, თუ რა ხდება რეალურად ამ ლაბორატორიებში, შეკითხვებს არავინ სვამს, იმის შიშით, რომ მას პუტინისთვის მუშაობას დააბრალებენ. 

უკრაინაში არსებული ბიოლოგიური ლაბორატორიები ყურადღების ცენტრში ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოექცა. ამ თემაზე გავრცელებული დეზინფორმაციები “მითების დეტექტორმა” ადრეც იკვლია: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, უკრაინა, ჩინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist