აღიარა თუ არა პენსილვანიის უზენაესმა სასამართლომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებულად?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

123
VIEWS

5-6 ნოემბერს ქართულენოვანმა და რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებლმა (1,2,3)  გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პენსილვანიის შტატის უზენაესი სასამართლოს დასკვნით 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებული იყო. რუსულენოვანი მომხმარებლები თავის პოსტებში აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ციტირებენ.

Screenshot 6 1 აღიარა თუ არა პენსილვანიის უზენაესმა სასამართლომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებულად?

მტკიცება, რომ პენსილვანიის უზენაესი სასამართლოს დადგენილება 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს გაყალბებულად აღიარებს, სიმართლეს არ შეესაბამება. სასამართლოს გადაწყვეტილება 2022 წლის შუალედური არჩევნებზე ფოსტით გაგზავნილ ბიულეტენებს ეხება და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან რაიმე კავშირი არ აქვს. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ხმის მიცემის დროს  ბიულეტენები, რომლებიც დაუთარიღებელ ან არასწორად დათარიღებული კონვერტებით იქნება გაგზავნილი, არ დაითვლება და ცალკე შეინახება.

პენსილვანიის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე ფოსტით გაგზავნილი ის ბიულეტენები, რომლებიც დაუთარიღებელი ან არასწორად დათარიღებული კონვერტით იქნება გაგზავნილი, არ დაითვლება და ცალკე შეინახება. უზენაეს სასამართლოში სარჩელი პენსილვანიის რესპუბლიკურ პარტიას, რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ კომიტეტსა და კონგრესში რესპუბლიკური პარტიის კომიტეტის მიერ იყო შეტანილი. რესპუბლიკური მხარის თანახმად, არასწორად დათარიღებული ბიულეტენების გაბათილებით საარჩევნო პროცესი უფრო დაცული იქნება. სასამართლოს გადაწყვეტილებას 2020 წლის არჩევნებთან რაიმე კავშირი არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ 3 ნოემბერს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ მედიაზე Тhe Truth Social-ზე დაწერა, რომ პენსილვანიის უზენაესმა სასამართლომ ფაქტობრივად 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბება დაადგინა, მაგრამ არჩევნების შედეგები არ შეიცვლებოდა. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ტრამპმა არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი არაერთხელ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ, თუმცა მისი მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება.

Screenshot 7 3 აღიარა თუ არა პენსილვანიის უზენაესმა სასამართლომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებულად?

პენსილვანიის საამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული მცდარი ინფორმაცია სოციალური მედიის ინგლისურენოვანმა მომხმარებლებმაც გაავრცელეს. მტკიცებები ამერიკულმა გამოცემა USA Today-იმ გადაამოწმა. პენსილვანიის შტატის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას 2020 წლის არჩევნებთან და მისი შედეგების ლეგიტიმურობასთან კავშირი არ აქვს. გარდა ამისა, უილიამ და მერის კვლევითი ინსტიტუტის საარჩევნო სამართლის ექსპერტმა რებეკა გრინმა USA Today-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ არ არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს შეცვლის მას შემდეგ, რაც კონგრესმა არჩევნების შედეგები დაამტკიცა და პრეზიდენტმა ფიცი დადო, ხოლო არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საჩივარი შესაბამის ვადაში იყო განხილული. პენსილვანიის სახელმწიფო დეპრატამენტის სპიკერმა ელენ ლიონმა USA Today-სთან კომენტარში აღნიშნა, რომ არც ერთ სასამართლოს საპრეზიდენტო არჩევნები უკანონოდ არ უცვნია.

ელენ ლიონი: 2020 წლის ნოემბრის არჩევნები იყო თავისუფალი, სამართლიანი, დაცული და ზუსტი და არც ერთ სასამართლოს არჩევნები უკანონოდ არ უცვნია. ამ არჩევნების შედეგები ორი წლის წინ იყო დამტკიცებული:

Truth Social-ზე უშუალოდ დონალდ ტრამპის განცხადება თავის მხრივ ფაქტების გადამოწმების ამერიკულმა სააგენტომ PolitFact-მა გადაამოწმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ პენსილვანიის უზენასესი სასამართლოს გადაწყვეტილება 8 ნოემბრის შუალედურ არჩევნებს ეხება და კავშირი არ აქვს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist